ქალიშვილი მოითხოვს, რომ გავყიდოთ სოფლის სახლი და ვუყიდოთ ბინა დედაქალაქში, მე თითქმის დავთანხმდი, ქმარი კი წინააღმდეგია

615

ერთადერთი შვილს ოჯახში ხშირად ზედმეტად ანებივრებენ ხოლმე. დიდი ხნის ნანატრი ბავშვი, რომელზეც მშობლებს მზე და მთვარე ამოსდით, არაფერს იშურებენ მისთვის, უანგარო ზრუნვას ისე მიიღებს, როგორც აუცილებელ ქმედებას. სად არის ზომიერების ზღვარი იმისა, რომ შვილისთვის სიყვარული და თანადგომა და დათვური სამსახური არ აღმოჩნდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

ერთადერთი ქალიშვილი

“თავის დროზე უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია, ჩემმა მეუღლემ კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაამთავრა სწავლა. უმაღლესი განათლების გარეშეც არ ვცხოვრობდით ცუდად, მაგრამ ვაღიარებ, რომ კარგი განათლება ნამდვილად ბევრით წაგვწევდა წინ. მთელი ცხოვრება მე და ჩემმა მეუღლემ სოფელში გავატარეთ. ქალიშვილი რომ შეგვეძინა, შევთანხმდით, რომ მას ყველაფერს მივცემდით, რაც შეგვეძლო.ლილე კარგი და კეთილი გოგონა იყო. ყოველთვის ცდილობდა დაგვხმარებოდა და პატივისცემით გვექცეოდა. მოვიდა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო. მე და ჩემს ქმარს გვქონდა გარკვეული დანაზოგი, რომ საჭიროების შემთხვევაში სწავლის გადასახადი შეგვეტანა. ლილე კარგად სწავლობდა, მაგრამ ქულები არ ეყო და გრანტი ვერ მიიღო.

ჩვენ ვიცოდით, რომ გოგონას პრესტიჟულ სასწავლებელში სურდა სწავლა, ამიტომ ყველანაირად დავუდექით გვერდში. გვიდა რამდენიმე წელი და ლილე ძალიან შეიცვალა. მთელი ეს პერიოდი ის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ჩვენთან უქმეებზე ჩამოდიოდა ხოლმე. ახლა ის მესამე კურსზეა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ დაუმეგობრდა მდიდარ გოგოებს, რომლებისთვისაც მშობლები მანქანებს და ძვირადღირებულ ნივთებს ყიდულობდნენ.

რთული სათხოვარი – ერთ დღეს ქალიშვილი სერიოზული საუბრისთვის გვესტუმრა. გვთხოვა, რომ მისთვის ბინა გვეყიდა, რადგან რცხვენოდა საერთო საცხოვრებელში ცხოვრება. გაოცებისგან პირი დავაღე, რადგან არანაირი დანაზოგი არ გვქონდა, მთელი ფული სწავლის გადასახადში მიდიოდა და ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა. ამიტომ შეგვახსენა, რომ გვქონდა კიდევ ერთი სახლი სოფელში, რომელიც ჩემს ქმარს მისი დედისგან ერგო.ჩემი ქმარი საკმაოდ მკაცრია და არაფრის მოსმენა არ ისურვა. მე კი ვფიქრობდი: სად წავიდა ჩემი ჭკვიანი გოგონა და როდიდან შეეცვალა მას ასე აზროვნება? უფრო მეტიც, დაგვემუქრა, რომ თუ ბინას არ ვუყიდდით, სწავლას მიატოვებდა. ვფიქრობ, ახალი მეგობრების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა…”

რჩევა რედაქციისგან: ლილეს მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მასზე და ცდილობდნენ არაფერი მოეკლოთ. უნივერსიტეტში სწავლა თავად მოისურვა, არავის დაუძალებია. მშობლები კი მხარში ამოუდგნენ და სწავლის ფულს უხდიდნენ. ამ დროს სრული უფლება ჰქონდათ, უარი ეთქვათ. თუ გოგონა სწავლას თავს დაანებებს, ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ავნებს. მისი სურვილის ასრულება არ იქნება მარტივი – რა თქმა უნდა, სოფლის სახლის ფულით ბინას ვერ იყიდის, დამატებითი სესხი იქნება საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. იმედს ვიტოვებთ, მიხვდება თავსი შეცდომას და თავად დაიწყებს მუშაობას და ბინის შესაძენი ფულის მოგროვებას, მშობლებიც შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს