მამაკაცმა ის საახალწლო არდადეგებზე საზღვარგარეთ წაიყვანა და ბეჭედი აჩუქა, მაგრამ ერთი ფრაზის შემდეგ სამუდამოდ შეწყვიტა მამაკაცთან ურთიერთობა

1478

ახლო ურთიერთობებში ტოქსიკური სიტყვები უფრო მტკივნეული აღსაქმელია, ვიდრე უცხო ადამიანისგან. მათთვის, ვინც არ იცის, განვუმარტავთ: 2018 წელს სიტყვა “ტოქსიკური” დასახელდა წლის სიტყვად. თანამედროვე გაგებით, ტოქსიკური არის ადამიანი, რომელთანაც ერთ კომპანიაში ყოფნა არასასიამოვნოა და დისკომფორტს ქმნის.ასე, რომ ტოქსიკურობა ურთიერთობებში ყველასთვის ცნობილია და არაფერია აქ ახალი. უმეტეს შემთხვევაში ერთი პარტნიორი პირდაპირ უცხადებს ხოლმე პრეტენზიას მეორეს, მაგრამ ხშირად სხვა მეთოდებსაც იყენებენ ერთმანეთის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მაგალითად, პასიური აგრესია – როცა თანამოსაუბრეს ესვრი ორაზროვან ფრაზებს, ერთი შეხედვით სრულიად უწყინარს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ტოქსიკური სიტყვები

ვიხუმრე, შე რა, ხუმრობა არ გესმის? – ეს არის ტოქსიკური ფრაზების ყველაზე გავრცელებული ნიმუში. ადამიანი იწყებს შეყვარებულის დაცინვას, თავიდან მსუბუქად და უწყინარი ხუმრობებით. თუმცა, ნაწილი იქნება მართალი და არ იქნება ხუმრობა.ზოგიერთი როლებში იჭრება და ხუმრობა თანდათან შეურაცხმყოფელი ხდება. ვერ ხედავს საზღვრებს და არ ჩერდება.ეს ყველაფერი პარტნიორის წყენით და ცრემლებით მთავრდება. აქ უკვე აცნობიერებს ადამიანი თავის შეცდომას და ჩერდება. შემდეგ იწყება ფრაზა: კარგი, ვიხუმრე, იუმორის გრძნობა არ გაქვს? თითქოს იქეთ სდებს ბრალს მსხვერპლს, რომ არ ესმის მისი. ასეთი ურთიერთობა კარგს არაფერს მოიტანს.

შენ მაიძულე ამის გაკეთება! – კიდევ ერთი უნივერსალური ფრაზა, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ ოპონენტმა აიღოს პასუხისმგებლობის ნაწილი იმაზე, რაც საერთოდ არ ეკისრება. მაიძულე რისი გაკეთება? რასაც გინდა მოარგებ.მაგალითად მაიძულა სახლში დავრჩენილიყავი და სამსახურში არ წავსულიყავი. რატომ? რადგან გუშინ თაროს აკეთებდა, ან მაცივარს, ან სხვა რამეს, რომელიც შეგეძლო შენ გაგეკეთებინა. ჰოდა, ეხლა დაღლილია და სამსახურში ვერ მიდის, შენ აიძულე ეს!რაც შეეხება, უმოქმედობას. ურთიერთობები დროთა განმავლობაში უფრო გამჭვირვალე და მძიმე ხდება. აღარ არის ის ვნება, რაც ადრე იყო, არანაირი ემოციები. და ვინ არის ამაში დამნაშავე? შენ! ამიტომ თუ ის სხვასთან დაიწყებს სიარულს, გეტყვის: შენი ბრალია, შენ მაიძულე!

მე კიდევ მინდოდა შენი ცოლად მოყვანა – მამაკაცები ხშირად ხუმრობენ ხოლმე ასე. თუ ისისნი მეგობარს ან ნაცნობს სთხოვენ რამეს და უარს მიიღებენ, დასძენენ: “მე კი შენი ცოლად მოყვანა მინდოდაო”. ეს ბავშვური საქციელია. ყველას განსხვავებული იუმორის გრძნობა აქვს და შეიძლება ადამიანი გაანაწყენო.უფრო რთულია, როცა ახლობელი ადამიანი ამბობს ასეთ ფრაზებს მთელი სერიოზულობით. ეს ხდება დაძაბული საუბრის ან სერიოზული უარის შემდეგ. ბევრი ფიქრი არ ჭირდება. ეს არის პრიმიტიული მანიპულაცია – დააფასე, რამდენად ახლოს იყავი ჩემს გულთანო. ეს ფრაზა არ გამოიყურება შეურაცხმყოფელად, მაგრამ თავად მთქმელზე ბევრ რამეს მიანიშნებს.

რაღაც ცუდად გამოიყურები – ეს ფრაზა ქალებისთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე მამაკაცებისთვის. მაგალითად, სამსახურში პრობლემებია, ურთიერთობებშიც არ არის საქმე კარგად, ავად ხარ, გახველებს, სურდო გაქვს და ამ დროს მეგობარი ან ნათესავი გეუბნებათ, რომ რაღაც ვერ გამოიყურები კარგად. ჩვენ ადამიანები ვართ, ვიღლებით, ავად ვხდებით და ეს სრულიად ნორმალურია!

თუ მამაკაცს ეტყვით, რომ ის ცუდად გამოიყურება, ის გიპასუხებთ:

  • -ჰო, დღესასწაულები მიეწყო, ხდება ხოლმე.
  • -ჰო, ბევრი სამუშაო მქონდა, გადავიღალე.
  • -შენ რა გესმის, ეს ახალი ვარცხნილობაა! ჩემი სტილისტი ამბობს, რომ მალე მოდაში იქნება!

მაგრამ, თუ ქალს ეტყვი იგივეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თავად ჰგონია რომ კარგად გამოიყურება, ცუდია… მისთვის ნათელი ხდება, რომ ცუდი მისი გარეგნობა კი არა, მასთან დამოკიდებულებაა. ვის მოეწონება მსგავსი საქცილი პარტნიორისგან?დიახ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ფრაზებს შეიძლება ჰქონდეს მეორე მხარე. მნიშვნელოვანია მათი დროულად ამოცნობა და სათანადო რეაგირება. ფაქტია, რომ ქალები ხშირად ვერ ხედავენ ქვეცნობიერიდან წამოსულ სიგნალებს და ჰგონიათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ამასობაში კი ტოქსიკური ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მძიმე ხდება. თქვენ გქონიათ შეხება ტოქსიკურ ადამიანებთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს