ჩვენ, ყველას გემრიელად ჭამა გვიყვარს, მაგრამ ვახშმობის შემდეგ გასარეცხი თეფშების და ქვაბების გროვა არავის გვსიამოვნებს. ჭურჭლის გარეცხვა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ მარტივ საქმეს გონივრულად უნდა მიუდგეთ. ყველაზე გამოცდილი დიასახლისებიც ჭურჭლის რეცხვისას შეცდომებს უშვებენ. ზოგიერთი შეცდომა თქვენს დროს და წყალს ხარჯავს, სხვები დაავადებებს და სხვა უსიამოვნო შედეგებს იწვევს. Paparazzi გასწავლით, როგორ გარეცხოთ ჭურჭელი სწორად საკუთარი თავის და ახლობლების დასაცავად!
ღრუბელი ხშირად გამოცვალეთ და რამდენიმე გამოიყენეთ – ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი იდეალური ადგილია სახიფათო ბაქტერიების დასაგროვებლად. საკვების ნარჩენები და მუდმივად სველი გარემო მათ დასაგროვებლად იდეალურია. ერთ კვირაში ღრუბელზე 2 მლრდ–ზე მეტი ბაქტერია გროვდება, მათგან უმეტესობა სასიკვდილოდ სახიფათოა. ღრუბელი რეგულარულად გამოცვალეთ, რომ საკუთარი თავის და ახლობლების ჯანმრთელობა დაიცვათ.სხვადასხვა ზედაპირისთვის სხვადასხვა ღრუბელი გამოიყენეთ. გარდა ამისა, რეგულარულად ცხელი წყალი გადაავლეთ, გააშრეთ და გაანიავეთ. მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ გამოცვალეთ.
ჭუჭყიანი ჭურჭელი ერთმანეთში არ ჩადოთ – ასე ჭურჭელს ორივე მხრიდან დააბინძურებთ. ეს კი ჭურჭლის რეცხვის დროს გაზრდის და მეტ სარეცხ საშუალებას და წყალს დახარჯავთ.
ჭურჭელი კარგად გაამშრალეთ – ჭურჭელი აუცილებლად გაამშრალეთ, სანამ კარადაში შეალაგებთ. საქმე იმაშია, რომ სველ გარემოში ბაქტერიები მრავლდება. ლითონის ჭურჭელზე სითხემ შეიძლება დაჟანგვა გამოიწვიოს.
დანა–ჩანგალს დეზინფექცია გაუკეთეთ – თითოეული ჩანგლის სპირტით გაწმენდა აუცილებელი არაა. 10 წუთით ადუღება საკმარისია. რაში გვჭირდება ზედმეტი ბაქტერიები, რომელთა მოშორება მარტივად შეიძლება?
მარტივი წესები შეინახეთ, რომელიც თქვენი ყოველდღიური რიტუალის ნაწილი უნდა გახდეს. ტყუილად არ ამბობენ: გაფრთხილებულს ღმერთი დაიცავს. თუ ჯანმრთელობაზე არ ვიზრუნებთ, ყველაზე ძვირფასს დავკარგავთ. თქვენ იცით რაიმე ხრიკი, რომელიც ჭურჭელს უკავშირდება? გვიამბეთ!