ამბავი იმაზე, თუ როგორ შევხვდი ნამდვილ ანგელოზებს ბანგკოკში, მაშინ, როცა ისინი ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

220

“გამიგია, რომ ტაილანდი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სამოგზაურო ადგილია. თუმცა, როდესაც ჩემს ზურგს უკან ორი უზარმაზარი აღნაგობის ყმაწვილი გაჩნდა, შემეშინდა და მუხლებმა კანკალი დამიწყო. მივხვდი, რომ ჩემი არც თუ ისე მშვიდი ცხოვრება დასრულდა და ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნებოდა.”

ტაილანდი ტურისტებისთვის

2020 წლის დასაწყისში ჩემი ბინის ქირა თითქმის გაორმაგდა. ქალაქში ცხოვრება უკვე ჩემს ჯიბეს აღემატებოდა. ბოლო წვეთი ის იყო, რომ ჩემმა შეყვარებულმა მიმატოვა. მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ იმდენად სწრაფად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან რომ… რა გაეწყობა. ეხლა ერთმანეთისთვის აღარავინ ვართ.ჩემი საუკეთესო მეგობარი უკვე ექვსი თვეა ტაილანდში ცხოვრობს. სიამოვნებით ვათვალიერებდი ხოლმე მის ჯადოსნურ ცხოვრებას, რომელსაც ინსტაგრამის გვერდზე აშუქებდა ხოლმე. თბილი წყალი, ლამაზი მზის ჩასვლა, იაფი ხილი… ნამდვილ ზღაპარში ცხოვრობს, როგორც ბაუნტის რეკლამაშია. ხშირად ვწერდით ხოლმე ერთმანეთს და აღფრთოვანებული მიყვებოდა ამ საოცარ ქვეყანაზე.

ეხლა კი დადგა ის დრო, როცა იქ წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე. გამათავისუფლეს სამსახურიდან, დავკარგე ლამაზი, ნაქირავები ბინა, დავშორდი შეყვარებულს. მქონდა გარკვეული დანაზოგი, რომელსაც მანქანის საყიდლად ვაგროვებდი, ამიტომ დავურეკე მარის და წასვლაზე დახმარება ვთხოვე. არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ვყოფილიყავი.თვითმფრინავის ბილეთების საქმე იოლად მოვაგვარე. დაქალმა მირჩია სად უნდა მეპოვა იაფი საცხოვრებელი და მომცა რამდენიმე კონტაქტი სამუშაოს საპოვნელად. მეტი ვერაფრით დამეხმარა. ტაილანდში თავს კიდევ უფრო მარტოსულად ვგრძნობდი, ვიდრე სამშობლოში.

საღამოობით ვიჯექი და ვტიროდი, დღისით საერთოდ ვერ ვამჩნევდი იქაურ სილამაზეს, დავდიოდი და სამსახურს ვეძებდი. ერთ დღეს მისამართმა ვიწრო ხეივანში მიმიყვანა, მანამდე დიდხანს ვეძებდი ნავიგატორით ამ ადგილს. ამასობაში მობილურიც დამიჯდა და ეშმაკმა იცის, სად აღმოვჩნდი სრულიად მარტო.სასოწარკვეთილებისაგან ტირილი დავიწყე, აღარაფერი აღარ მინდოდა, მითუმეტეს ტაილადში სრულიად მარტო ყოფნა. უცებ საეჭვო ხმა შემომესმა. აღმოჩნდა, რომ ამ შესახვევში სხვებიც იყვნენ.

გვერდითა კარიდან ორი მამაკაცი გამოვიდა. ეს კარი რომელიღაც დაწესებულების უკანა შესასვლელი იყო. შიშისგან და მოულოდნელობისგან ისე შევკივლე, რომ გაოგნებულები იყურებოდნენ. მამაკაცები საშიშად გამოიყურებოდნენ: ახოვანები, უზარმაზარი კუნთებით და უცნაური თავსაბურავებით. შიშისგან გული შემეკუმშა…ბიჭები მომიახლოვდნენ, ფრთხილად მომკიდეს ხელი და კარისკენ წამიყვანეს. წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აღარ მქონდა. ისინი აღმოჩნდნენ რესტორნის მეპატრონეები, რომლის კარი ჩემი აცრემლებული თვალებით ვერ შევამჩნიე. დამსვეს მაგიდასთან, დამამშვიდეს და გამიმასპინძლდნენ. ინგლისურად თავისუფლად საუბრობდნენ და უკვე 15 წელია სამუშაოდ იყვნენ ჩასულები ამ ქვეყანაში. ასე შევიძინე ორი საუკეთესო მეგობარი. მათ სულ სხვა თვალით დამანახეს ტაილანდი და უკეთესი ცხოვრების იმედი გამიჩინეს.

რას გვასწავლის ეს სტატია? – რა თქმა უნდა, სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. სამყარო ყოველთვის გვიგზავნის ანგელოზებს დასახმარებლად და ისინი რთულ სიტუაციაში გვერდით გვიდგანან. უბრალოდ, დროულად უნდა შევამჩნიოთ და ვიპოვოთ ისინი… თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს