არაბული ქვეყნების საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა – ძალიან მტკივნეული საკითხია. ამ ქვეყნებში არაა მიღებული ქალის წინ გაშვება ან მათთვის კარის გაღება. გოგონას დასასჯელად, საკმარისია რაღაცაში ეჭვის შეპარვაც კი, ხოლო დღეებს ქალები ოთხ კედელში გამომწყვდეული ატარებენ, ზრუნავენ სახლსა და შვილებზე.
არაბი შეიხების ცოლებს კი ცხოვრების გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ, მათ არ უწევთ სახის დაფარვა ფარანჯით, ბევრი მათგანი კი სამოდელო კარიერაშიცაა. ქალები, რომლებიც არაბ მმართველებთან არიან ქორწინებაში, იბრძვიან თანასწორობისთვის და ქალებთან ადამიანური მოპყრობისთვის.
ამირა ალ-თავილი
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, პრინც ალ-ვალიდ ამირას ცოლს ჩხუბისთავად მიიჩნევენ. იგი მართავს მანქანას(გაუგონარი რამ საუდის არაბეთში), ისწავლა აშშ-ში და ქმართან გაყრაც კი მოინდომა. ახლა იგი 34 წლისაა და ებრძვის სიღარიბესა და სტიქიური უბედურებების შედეგებს, ცდილობს, საზოგადოებაში გააუმჯობესოს ქალებიბისადმი დამოკიდებულება.
დანა ალ-ხალიფა
დანა ალ-ხალიფა მოდითაა შეპყრობილი. მას მიჰყავს ბლოგი, რომელშიც ყვება მოდის ბოლო ტენდენციებისა და მოდური ტანსაცმლის შესახებ, ასევე, აქვს ინსტაგრამის გვერდი, რომლის მიმდევართა რაოდენობა 60 000-ს შეადგენს
დინა აბდულაზიზი
საუდის არაბელი პრინცის ცოლი, დინა აბდულაზიზი, მოდურ ჟურნალ The Vogue Arabia-ს მთავარი რედაქტორი გახდა. გარდა მოდურ სფეროში მუშაობისა, ქალს უყვარს დროის ტარება ოჯახურ წრეში და ზრდის სამ შვილს.
ფატიმა კულსუმ ზოხარი
ამ ქალს საუდის არაბეთის დედოფალს უწოდებენ, თუმცა, ფორმალურად, ასეთი წოდება არ არსებობს. ხალხში იგი მხოლოდ თავდახურული ჩნდება, თუმცა, ახლო წარსულში მას ჰქონდა ფეისბუქ-გვერდი, რომელსაც ინგლისურად მართავდა.
ხაია ბინტ ალ-ჰუსეინი
იორდანიის მეფის და, ხაია ბინტ ჰუსეინი, დუბაის ახლანდელ მმართველს, მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქთუმს გაჰყვა ცოლად. ქალმა ოქსფორდი დაამთავრა, დაკავებულია ქველმოქმედებით და გაეროს მშვიდობის ელჩიცაა.
მაიზა ბინტ მუჰაედ ბენ რაშიდ ალ მაქთუმი
დუბაის მიმდინარე პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის ქალიშვილმა სამეფო წოდებებს სპორტი არჩია. იგი გამ-ის კარატეს ეროვნული ნაკრების კაპიტანია და სპორტში მრავალრიცხოვანი მიღწევებითა და უამრავი თაყვანისმცემლით შეუძლია თავის მოწონება.
რანია ალ-აბდულა
იორდანიის დედოფალი და სამეფო ტახტის მემკვიდრის, ჰუსეინ რანია ალ-აბდულას დედა – ქალთა უფლებებისთვის ნამდვილი მებრძოლია. იგი ცდილობს, გააუქმოს კანონი ტრადიციული ტანსაცმლის ტარების აუცილებლობის შესახებ. თვითონ რანიას უყვარს ლამაზი ტანსაცმელი და არ ამბობს უარს მოდური ჟურნალებისთვის პოზირებაზე.
როგორც ხედავთ, არაბულ ქვეყნებში ყველა ქალი არაა დაჩაგრული ბედის მიერ. მათ, როგორც არავინ სხვას, ესმით სუსტი სქესის წარმომადგენელთა არასახარბიელო მდგომარეობა და ყოველმხრივ ცდილობენ მათთვის ცხოვრების შემსუბუქებას.