ჩემი თავი ექსტრემალური ბუ მეგონა, ცოლი რადიკალური ტოროლა, მაგრამ ორივე მტრედები აღმოვჩნდით

0
214

საიდუმლო არაა, რომ ძილი ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი დღემდე უგულებელყოფს, რომ ღამე ძილი აუცილებელია. ხალხი გვიან წვება ან რაიმე გრაფიკს საერთოდ არ იცავს. ამაზე დამოკიდებულია მეორე დღეს თქვენი განწყობა, მუშაობის დროს პროდუქტიულობა და საერთოდ, ცხოვრების სურვილი.რაც უფრო ხარისხიანი ძილი, მით უფრო მეტი მოტივაცია აქვს ადამიანს, რომ ყოველი ახალი დღე საკუთარი თავის სასარგებლოდ იცხოვროს. Paparazzi ძილის ყველაზე მთავარ წესებს გიზიარებთ.

ღამით უნდა დაიძინოთ – ყველასთვის ცნობილია, რომ ღამით უნდა დაიძინოთ. ღამის ძილი სრულყოფილი უნდა იყოს. თუ გვიან დაწვებით, დიდი ალბათობით, დილით თავს ცუდად იგრძნობთ. სიტყვაზე, ეს პირველი სახიფათო ნიშანია, რომ ძილთან დაკავშირებული აშკარა პრობლემები გაქვთ.ეს ემართება მათაც, ვინც ძილის რეჟიმს იცავს. თუ გაღვიძებისას თავს მხნედ ვერ გრძნობთ და გასაღვიძებლად სტიმულატორი (მაგალითად, ყავა) გჭირდებათ, დროა ძილთან ურთიერთობას გადახედოთ.ნიკა ბელსკი, ძილის კონსულტანტი, ამბობს, რომ ყოველ დილით მხნედ ყოფნა შეუძლებელია. თითოეულს მძიმე დღეები და მთელი პერიოდები გვაქვს. ზოგი ამინდზეა დამოკიდებული და ა.შ. და მაინც, კვირის უმეტესი დღეები ერთნაირად უნდა დაიწყოს: კარგად გამოვიძინე.

ძილის ხარისხი – ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს იმის შესწავლა, რომ ძილი ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძილის ძარისხი მთელი ორგანიზმის მუშაობაზე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ძილზე ადამიანის დღეგრძელობაა დამოკიდებული. დაგვეთანხმეთ, რომ ღირსეული მიზეზია დასაფიქრებლად.სიტყვაზე, ამის შესახებ. ძილის ნორმალური ხანგრძლივობა 7-9 საათია. ნიკა ბელსკი ამბობს, რომ ეს მცურავი ნორმაა: დასაშვებია 6 და 10 საათი. ზოგიერთ ადამიანს მთელი 10 საათი ძილი სჭირდება, რომ გამოიძინოს. ამ მხრივ თქვენი ძილის ნორმა უნდა იცოდეთ.ადამიანები, რომლებიც ჯანსაღ ძილს ყურადღებას არ აქცევენ, ბევრი პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ. პირველ რიგში, დარღვეული ნივთიერებათა ცვლის გამო ზედმეტი კილოგრამების მოშორება გაუჭირდებათ. მეორეც, მალე ჰორმონალური სისტემის პრობლემები შეაწუხებთ. დარღვეული ძილის ფონზე ნებისმიერი უსიამოვნება სწრაფად პროგრესირებს.ძილის ხარისხზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. პირველი – სინათლე. იდეალურია, თუ სიბნელეში დაიძინებთ. მიჩვეული ვართ, რომ ჩართულ ტელევიზორთან ვიძინებთ, ლოგინთან გაჯეტებს ვმუხტავთ, ზოგს საერთოდ მუშაობა უწევს, სანამ გვერდით სხვებს სძინავს.

მეორე ფაქტორი – სტრესი. სტრესის ჰორმონი კორტიზოლი დილით მხნეობაზეა პასუხისმგებელი. რაც უფრო მეტ სტრესს განიცდით დღის განმავლობაში, მით უფრო მეტ კორტიზოლს გამოიმუშავებს თქვენი ორგანზიმი დილით. თქვენ შეიძლება დილის 4 და 5 საათზე გაიღვიძოთ, კვლავ ჩაძინება კი გაგიჭირდებათ.

ქრონოტიპი – ძილის ხარისხზე საკუთარი ქრონოტიპის არ ცოდნაც გავლენას ახდენს. თუ საკუთარ მოთხოვნილებებს ყურადღებს არ აქცევთ და არ გესმით, რამდენიმე საათით ძილი გჭირდებათ, მალე ძილის პრობლემები შეგაწუხებთ.ადამიანები იყოფიან ბუებად, ტოროლებად და იმათ, ვინც ამ პირობით სკალაზე შუაში იმყოფა. მათ მტრედებს უწოდებენ. ბუები გვიან წვებიან, რადგან საღამოს და ღამით უფრო პროდუქტიულები არიან. ასეთ ხალხს ადრე გაღვიძება და დილით აქტიურობა უჭირთ.ტოროლები ადრე წვებიან და ადრე დგებიან. მათი პროდუქტიულობა საღამოს იკლებს. დღის პირველ ნახევარში უკეთ მუშაობენ და სწავლობენ. მტრედებს შეუძლიათ ადრე ადგნენ საკუთარი თავის ზიანის მიყენების გარეშე, თუ ამას სწავლა ან სამსახური მოითხოვს.

ძილი და ყავა – არსებობს ხალხი, ვისაც შეუძლია ფინჯანი ყავა დალიოს და ადვილად დაიძინოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამამხნევებელი სასმელი ძილის ხარისხზე გავლენას არ ახდენს. ყავა ძილის ფაზების (შწრაფი და ნელი ძილი) მონაცვლეობასა და მათ ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს. ამის გამო ძილი უფრო ზედაპირული ხდება. საკუთარი თავის დასაცავად ყავა დღის 3 საათის შემდეგ არ დალიოთ.საკვებთან მარტივი წესი არსებობს: ბოლო კვება დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე უნდა იყოს. გარდა ამისა, თუ გულძმარვა გაწუხებთ, ვახშმის რაციონიდან მისი გამომწვევი პროდუქტები გამორიცხეთ.

ძილის მარტივი წესები

  1. დაიმახსოვრეთ: სრულ სიბნელეში დაიძინეთ. ფანჯარაზე სქელი ფარდა დაკიდეთ, რომელიც ოთახში ნებისმიერი სინათლის შემოსვლას ხელს შეუშლის. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, თვალის ნიღაბი გამოიყენეთ.
  2. ხმოვანი გამაღიზიანებლები მოიშორეთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ ყურის საცობი გამოიყენოთ. ასე დაძინება ყველასთვის კომფორტული არაა. ამ შემთხვევაში სპეციალური გენერატორი ან თეთრი ხმაურის ნათურა შეიძინეთ. ასეთი მოწყობილობით ვაკუუმში დაიძინებთ და უცხო ხმებს ვერ გაიგებთ.
  3. ძილის ჰიგიენა არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისით მნიშვნელოვანია. დილით გამამხნევებელი მოთეთრო–ცისფერი სინათლე გვჭირდება, ხოლო საღამოს – თბილი მოყვითალო–წითელი სინათლე. ეს ეხება გაჯეტებს, რომლებიც საღამოს ღამის რეჟიმზე უნდა გადაიყვანოთ.
  4. ტელევიზორთან ან ვიდეოების ყურებაში არ ჩაგეძინოთ. ეს ჯანსაღ ძილს არღვევს, მის ხანგრძლივობასა და ხარისხზე გავლენას ახდენს. თუ დაძინება გიჭირთ, სპეციალისტს რჩევა ჰკითხეთ და არ მოიფიქროთ მორიგი ხრიკი ორგანიზმისთვის, რომელიც წარმატებული გეჩვენებათ.

თუ დიდხანს ცხოვრება და თქვენი ჯანმრთელი სხეულის თითოეული უჯრედის შეგრძნება გსურთ, ძილს ყურადღება მიაქციეთ. სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილი – დღეგრძელობის 3 მთავარი ასპექტია. მცირედით დაიწყეთ: ძილის მარტივი წესები დაიმახსოვრეთ და ყოველდღე შეასრულეთ.