პანდემიის დაწყებისას ბევრმა დიასახლისმა კონსერვების და მარცვლეულის მომარაგება იჩქარა. წიწიბურას განსაკუთრებით აქტიურად ყიდულობდნენ. ითვლება, რომ წიწიბურა სხვაზე უფრო დიდხანს ძლებს. Paparazzi ეცდება გაარკვიოს, თუ სინამდვილეში რამდენ ხანს შეიძლება წიწიბურას შენახვა და რა გავლენას ახდენს მარცვლეულის შენახვაზე ადგილმდებარეობა და ტემპერატურა.
წიწიბურას შენახვის ვადა – წიწიბურას მარცვლეულის შენახვის ვადა განისაზღვრება GOST P 55290-2012. 2014 წელს მიღებული დოკუმენტის თანახმად, თითოეული მწარმოებელი ვალდებულია მარცვლეულის შენახვის ვადა დაადგინოს ნედლეულის ხარისხის, გადამუშავების ტექნოლოგიის, გამოყენებული შესაფუთი მასალის მიხედვით.ნებისმიერ შემთხვევაში, შენახვის ვადა მთელი მარცვლებისთვის 20 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაქუცმაცებული მარცვლებისთვის – 14-18 თვეს. თუ წიწიბურას დიდი ხნით შენახვას აპირებთ, შეფუთვის თარიღს და გამოყენების ვადას ყურადღება მიაქციეთ. ტენიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელიც 13%–ს არ უნდა აჭარბებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი მხოლოდ „სწრაფი“ მოხმარებისთვის გამოგადგებათ.
უხარისხო მარცვლეული – ზოგიერთი მარცვლეული, მაგალითად, შვრია, ცხიმს დიდი რაოდენობით შეიცავს. დროთა განმავლობაში ჰაერთან კონტაქტისას იჟანგება და მწარდება. წარმოების ტექნოლოგიის და შენახვის წესების დარღვევა მარცვლეულში ობის და მავნებლების გაჩენას იწვევს.მაშინაც კი, თუ მარცვლეულის მომზადების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან, ერთი უხილავი კვერცხი საკმარისია, რომ შეფუთვაში მწერები გამრავლდეს. თუ ამ უბედურების მიზეზს დროულად ვერ გამოავლენთ, დაუპატიჟებელი სტუმრები მთელ სამზარეულოს გაავსებენ, სხვა პროდუქტებსაც დააგემოვნებენ.მზა პროდუქტში ბევრი ნაგავი გვხდება. ყვავილის გარსი, ფურცელი, ღეროს და ფოთლის ნაწილი, სარეველას თესლი ფაფის გემოს მხოლოდ აუარესებს. მაგალითად, ლითონ–მაგნიტურ ნარევს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ყველაზე მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია.
როგორ შევინახოთ მარცვლეული სწორად – მარცვლეული სჯობს ჰერმეტულ პლასტმასის ბოთლებში ან ქილებში შეინახოთ. ასე საკვების ჩრჩილისა და სხვა მწერებისგან საიმედოდ დაცული იქნება. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოების ეტაპზე მავნებლის კვერცხით დაინფიცირებული არაა.პროფილაქტიკის ერთ–ერთი საიმედო გზა: მარცვლეული შენახვის წინ კარგად გახურებულ ღუმელში მოათავსეთ. მაღალი ტემპერატურა არა მხოლოდ ზრდასრულ ხოჭოებს, არამედ ლარვებსაც, რომლებიც გაჩენას აპირებენ, მოკლავს.გათბობის საპირისპირო მეთოდი მარცვლეულის მაცივარში შენახვაა. წესის თანახმად, მარცვლეული 5-10 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. თუ ტემპერატურა მაღალია, მძინარე ლარვები გაიღვიძებს და აქტიურ გამრავლებას დაიწყებს. ნებისმიერ შემთხვევაში მარცვლეული დახურულ ქილაში უნდა შეინახოთ, რომ მაცივარში შენახული სხვა პროდუქტების ტენიანობა და სუნი არ შეიწოვოს.
შეჯამება: მარცვლეული ხანგრძლივად შესანახად ჰერმეტულ ჭურჭელში შეინახეთ, არაუმეტეს 60% ტენიანობის შემთხვევაში გრილ და მზისგან დამალულ ადგილას შეინახეთ. თავის თვისებებს ბრინჯი და წიწიბურა ასეთ პირობებში უკეთ ინარჩუნებს. შვრიის, ფეტვის და სიმინდის მარცვლები ყველაზე ცუდად ინახება.