თაღლითები რეკავდნენ 2-3-ჯერ მაინც თვეში, მაგრამ ეხლა უკვე ვიცი რა ვუპასუხო, რომ აღარ შემაწუხონ.

0
424

სამყარო მხოლოდ პატიოსანი ადამიანებისგან არ შედგება. ყოველთვის საკმარისად იყვნენ ცბიერი პირები, რომლებიც საკუთარი სარგებლობისთვის სხვის მოტყუებას არ თაკილობდნენ და ათასგვარ ხრიკს იყენებდნენ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თაღლითებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც უპასუხია თაღლითების ზარისთვის და მხოლოდ ბოლოს მომხვდარა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ზოგს თაღლითები იშვიათად ურეკავენ, ზოგს კი საკმაოდ ხშირად. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

თაღლითური ზარები

სატელეფონო თაღლითებზე უკვე ბევრი რამ ითქვა. გასაკვირი არ არის, რადგან უკვე ბევრს მოუწია მათთან გამკლავება და მიუხედავად იმისა, რომ სქემა გულისხმობს იმას, რომ მსხვერპლმა უნდა მისცეს პირადი მონაცემები ან გადარიცხოს თანხა, სხვადასხვა ხრიკებით მაინც ახერხებენ მის დარწმუნებას.საქმე იმაშია, რომ სატელეფონო თაღლითები კარგად ერკვევიან ადამიანის ფსიქოლოგიაში და იციან, როგორ მიიმწყვდიონ მოსაუბრე ჩიხში. ისინი ცდილობენ მოსაუბრე დააინტერესონ და სწრაფად ქმედებისკენ უბიძგონ.

ემოციური ადამიანები მარტივად ექცევიან მათი გავლენის ქვეშ და ანკესზე მალე ეგებიან. ან როგორ არ უნდა დაუჯერო, როცა თაღლითებმა იციან, როგორ დააყენონ ტელეფონის ნომერი ისე, რომ მსხვერპლის ეკრანზე ბანკის ან დაწესებულების ოფიციალური ნომერი გამოჩნდეს.ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აყვეთ პანიკას და არ გადარეკოთ უცნობ ნომერზე. ასევე ნუ გადახვალთ საეჭვო ბმულებზე, არ მიაწოდოთ უცნობებს თქვენი პერსონალური მონაცემები და საბანკო ბარათის დეტალები.

ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანი არანაირ მონაცემს არ აწვდის, მაგრამ თაღლითები რეგულარულად ურეკავენ როგორც სერიოზული ინსტანციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ნომერი “პოტენციური კლიენტების” ბაზიდანაც ამოღებულ იქნეს.

როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს თაღლითის ზარებზე

  1. ჩაიწერეთ საუბარი – საუბრის დასაწყისში თაღლითები ცდილობენ საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვნად წარმოდგენას. ამიტომ სასწრაფოდ ასახელებს თავის თანამდებობას ან პოზიციას. საუბრის ასეთი დასაწყისის მოსმენისას შეგიძლიათ დაუყოვნებლივ ჩართოთ ჩამწერო მოწყობილობა. თუ ამას თაღლითი მიხვდება, მაშინვე წყვეტს კავშირს.
  2. ლეგენდის დადასტურება – თაღლითები ძალიან დამაჯერებლები არიან, როცა ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ როგორც კი თანამოსაუბრე რომელიმე არასტანდარტულ ნომერს ამოაგდებს, მაგალითად “უშიშროების ოფიცერი” – მყისიერად იბნევა. თაღლითი აცნობებს თანამოსაუბრეს უკვე მოფიქრებულ ლეგენდას, რომელიც სცენარის მიხედვით უნდა უარყოს. მაგრამ თუ ადამიანი არ უარყოფს და ეთანხმება ამ ლეგენდას, თაღლითი დაიბნევა და ყურმილს გათიშავს.
  3. დაუსვით არასტანდარტული კითხვები – როდესაც თაღლითს ესმის კითხვა, რომელზეც პასუხი წინასწარ არ აქვს მომზადებული, როგორც წესი, საუბარს მაშინვე ასრულებს. მაგალითად, გოგონამ დარეკა და თავი პოლიციის კაპიტნად გააცნო. კითხვაზე: რამდენი ვარსკვლავია თქვენს მხრებზე?” მან არ იცოდა რა ეპასუხა და გათიშა.

რჩევა რედაქციისგან: რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად რეაგირებს თაღლითების ზარებზე. ზოგი უხეშობს, ზოგი უთიშავს, ზოგი უფრო კრეატიულია: ათავსებს ტელეფონს ტაფაზე და თავსახურს ზემოდან ლითონის კოვზს ურტყამენ. ამბობენ, რომ ეფექტურად მუშაობს.თქვენ როგორ პასუხობთ ხოლმე თაღლითებს და როგორ იშორებთ მათ თავიდან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.