რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს ქაშაყის ჭამის უფლება თამამად

0
200

„დღეში ერთი ვაშლი შვიდი დაავადებისგან გვიცავს“ – ამბობენ ინგლისელები. შვედებს ანდაზის საკუთარი ვერსია აქვთ: „ქაშაყი სუფრაზე – ექიმი გვერდზე“. უმეტესობა ჩვენგანი ქაშაყს იაფ წასახემსებლად მიიჩნევს და წარმოდგენა არ აქვს, თუ რამდენად სასარგებლოა. იმის მიუხედავად, რომ ზრდასრულებისთვის სასარგებლოა, პედიატრები გირჩევენ, რომ ცხიმიანი თევზით ბავშვები არ გამოკვებოთ. Paparazzi ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

ქაშაყი სუფრაზე

ქაშაყის სარგებელი – ქაშაყს ბუნების ფასდაუდებელ საჩუქრად მიიჩნევენ. ცივი ზღვების ბინადარი 20% თუთიას, A, D, E, B1, B6 და B12 ვიტამინებს შეიცავს. რაც მთავარია, ომეგა 3 უცვლელ ცხიმოვან მჟავებს.მომზადების მეთოდის მიხედვით ცხიმიანი ქაშაყი 600–დან 1200–მდე საერთაშორისო ერთეულ D ვიტამინს შეიცავს. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ეს უფრო მეტია, ვიდრე ორაგულში, ხმელ ყველში, ვირთევზას ღვიძლსა და წითელ ხიზილალაში.ქაშაყი ასევე მდიდარია რკინით, კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, იოდით და სელენით. სელენი და მაგნიუმი გულს აძლიერებს, იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ხოლო რკინა მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს და ანემიის განვითარებას აფერხებს.

რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს ქაშაყი – ბევრი ცხიმის და მარილის გამო ქაშაყი სიფრთხილით უნდა მიირთვათ, თუ მაღალი წნევა, შეშუპება, ღვიძლის და თირკმლის პრობლემები გაქვთ. 5 წლამდე ბავშვებისთვის დამარილებული ქაშაყის ჭამა არ შეიძლება.საერთაშორისო რეკომენდაციებით, ამ ასაკამდე რაციონში უმი და ნახევრად უმი თევზის პროდუქტები აკრძალულია. თუ საქმე თერმულად კარგად დამუშავებულ ქაშაყს ეხება, მისი მიღება მცირე დოზით და დიდი სიფრთხილით 6 თვიდან შეიძლება.ამავდროულად, ბავშვს თევზის პატარა ნაჭერი (5-10 გრ) დანამატის გარეშე სჯობს დილით აჭამოთ. თუ ალერგიული რეაქცია არ აქვს, შემდეგი ულუფა შეგიძლიათ გაზარდოთ.

5 წლის ბავშვების რაციონში ყოველ მე-3-4 დღეს შეგიძლიათ მსუბუქად დამარილებული ქაშაყი ჩართოთ. რეკომენდებულია, რომ ბავშვისთვის რძის და ხიზილალის მიწოდება 7 წლიდან დაიწყოთ. ახალი ქაშაყი სჯობს ორთქლზე გამოაცხოთ. ამ მეთოდით მომზადებული თევზი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს.შეგახსენებთ, რომ ბავშვებისთვის დამარილებული თევზი სჯობს ახალ გაყინული თევზისგან სახლის პირობებში მოამზადოთ. ასე ბავშვს კონსერვანტებისა და მინარევებისგან დაიცავთ, ამავდროულად, ალერგიის რისკს შეამცირებთ.