“ქმარმა უარი თქვა ბავშვზე. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.” – გვიზიარებს თავის გულისტკივილს ლიკა. იგი რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდა, საიდანაც გამოსავლის პოვნა რთული იყო. რატომ მიატოვა ის ქმარმა პატარა ბავშვით ხელში პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ქმარმა უარი თქვა ბავშვზე
დაქორწინების შემდეგ მალევე დავფეხმძიმდი და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ქმარიც ძალიან გახარებული იყო და თავს მევლებოდა. პრობლემა ის იყო, რომ დედამთილი მაინც ხშირად მეჩხუბებოდა ხოლმე. ხან ვახშამს მიწუნებდა, ხან დალაგებულს – უბრალოდ მიზეზს ეძებდა, თორემ საჩხუბარი არაფერი იყო.არ მომწონდა ასე ცხოვრება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. ცალკე ცხოვრების საშუალება არ იყო. ქმარი მპირდებოდა, რომ უკეთეს სამსახურს იშოვიდა და გადავიდოდით. მეც ვმუშაობდი დისტანციურად, ამიტომ დედამთილი ცემს სამუშაოს სამსახურად არ მიიჩნევდა. ვცადე ამეხსნა, რომ საკმაოდ დატვირთული ვიყავი, მაგრამ ვერ გავაგებინე.
დაუგეგმავი ორსულობა – შვილი ძალიან გვინდოდა. ქმარს სურდა მემკვიდრე გაეზარდა, მე კი სულ გოგოზე ვოცნებობდი.მეგონა, რომ ეს სიახლე მაინც დაამშვიდებდა ჩემს დედამთილს, მაგრამ მან კიდევ უფრო მეტად დაიწყო ჩემზე თავდასხმა. სულ დაძაბული ვიყავი. უნდოდა რაც შეიძლება მალე გაეგო ბავშვის სქესი.მალე ჩემი ქმარიც დედის გავლების ქვეშ მოექცა და ისიც მიშლიდა ნერვებს. არ დავთანხმდი ბავშვის სქესის გაგებაზე, არ ქონდა ამას ჩემთვის მნიშვნელობა. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს.
ქმრის დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ – ბოლო პერიოდში ქმარი მემუქრებოდა, რომ თუ არ გავარკვევდი ბავშვის სქესს, გამშორდებოდა. თავიდან სერიოზულად არ აღვიქვამდი ამ სიტყვებს, მაგრამ წინ ბევრი სიურპრიზი მელოდა. დეკემბრის ბოლოს ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და საავადმყოფოში გამაქანეს.დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. ქმარი მოვიდა სანახავად, დახედა ბავშვს და მითხრა: “არ შემიძლია გოგოს გაზრდა, მე ბიჭი მინდოდა!” გავშრი ამ სიტყვების გამო, რას ნიშნავდა ეს? წესიერი პასუხი ვერც მივიღე, ქმარმა უბრალოდ მიმატოვა შვილთან ერთად.
მწარე სიმართლე – სიმართლე გითხრათ, ქმრის საქციელში ცვლილებას კარგა ხანია ვამჩნევდი. თავიდან მეგონა სამსახურში იღლებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მას უბრალოდ საბაბი ჭირდებოდა რომ მივეტოვებინე და სხვასთან წასულიყო.ეს დედამთილმა მოგვიანებით მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ათვალწუნებული ვყავდი, შვილის საქციელმა ძალიან გააბრაზა. ის თვლიდა, რომ მამაკაცი ცოლის ერთგული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ჩემი ქმარი სახლიდან გააგდო, მე კი ბავშვით ჩემს მშობლებთან წავედი.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის, რომ შეიძლება ყველაზე ახლო ადამიანმაც გიღალატოს. ამის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შენ ეს უნდა მიიღო ცხოვრებისეულ გამოცდილებად და მეტად აღარ უნდა დაუშვა შეცდომა. უნდა იპოვო ის ადამიანი, რომელიც არასდროს გიღალატებს და მუდამ შენს გვერდით იქნება.
თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.