დედამ პირადად მიიღო მამის მთელი მემკვიდრეობა და ჩვენ არაფერს გვინაწილებს.

703

“მამა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ჩვენ ეხლაც ძალიან განვიცდით მის დაკარგვას. ის დიდი ხანი იყო ავად და შეგუებული ვიყავით ცუდ დასასრულს, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა. მე და ჩემს დას ჩვენი ოჯახები გვაქვს, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება და გავზარდოთ შვილები. ცხოვრების გაგრძელება დედამაც გადაწყვიტა და აღმოჩნდა, რომ მამის მემკვიდრეობა მხოლოდ თავისთვის დაიტოვა.” – გვიყვება პაპარაცის მკითხველი ვერიკო.ის ახლა 30 წლის არის, მისი უმცროსი და კი 25-ს. მამას დიდი ქონება ჰქონდა და გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მიიღო რამდენიმე ბინა და აგარაკი. უსიამოვნება გამოიწვია იმან, რომ შვილებს ქონებიდან არაფერი შეხვდათ.

მამის მემკვიდრეობა

“სიმართლე გითხრათ, მე და ჩემი და არ ველოდით დედისგან ასეთ საქციელს. მამის ავადმყოფობა და სიკვდილი ბევრად უფრო მარტივად გადაიტანა ვიდრე მე და ჩემმა დამ. მან მალევე დაიწყო ქონებაზე ზრუნვა, ყველაფერი მარტომ დაგეგმა და უკვე ფაქტის წინაშე დაგვაყენა.მამის ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, ავადმყოფობამდე კარგ თანამდებობაზე მუშაობდა და ქონდა დანაზოგი შავი დღისთვის. სამწუხაროდ ეს შავი დღე მისთვის ძალიან მალე დადგა, ბევრი რამ გაყიდა მკურნალობისთვის, მაგრამ ვერ უშველეს. როდესაც მიხვდა, რომ ვერ გამოჯანმრთელდებოდა, შეწყვიტა უძრავი ქონების გაყიდვა.დედა ეხლა ჩემს უმცროს დასთან და მის ქმარ-შვილათან ერთად ცხოვრობს სამ ოთახიან ბინაში. სხვა ბინებს აქირავებს. მე და ჩემი ქმარი კი კრედიტით აღებულ სახლში ვცხოვრობთ და საკმაოდ ბევრს ვიკლებთ თანხის გადასახდელად.

მოულოდნელი გადაწყვეტილება – ექვსი თვის შემდეგ მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, რომ მამის ქონება გაგვენაწილებინა ყველას თანაბრად აგვეღო ჩვენი წილი. დედამ კი დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩემს დას შეეძლო ბავშვების ოთახი გაერემონტებინა, რადგან კიდევ ერთ პატარას ელოდებოდა.ნატამ კი თქვა, რომ ჯობდა ყველას ცალკე ბინა გვქონოდა და ახალი ბინა გაგვერემონტებინა. დედამ კი გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ვერანაირ მემკვიდრეობას ვერ მივიღებდით:”მამამ მთელი ქონება მე დამიტოვა. თქვენ ახალგაზრდები ხართ, იმუშავეთ და იყიდეთ რაც გსურთ. ქონება ჩემი სიკვდილის შემდეგ გაიყავით. მე ასაკში ვარ, მუშაობას ვერ შევძლებ და ჩემი შემოსავალი ბინების გაქირავება იქება. სმ ოთახიან ბინას კი ვერ გავყიდი, იქ გავატარე მთელი ცხოვრების საუკეთესო წლები მამასთან ერთად და ძალიან მიყვარს.

ვერაფერი ვერ ვთქვით. მშვიდად დავიშალეთ, მაგრამ ყველანი განაწყენებულები ვიყავით. ხომ შეიძლებოდა ერთი სახლი მაინც მიეცა ჩემი დისთვის, რომ ახალგაზრდებს თავისთვის ცხოვრება შეძლებოდათ?”

რას გვასწავლის ეს ამბავი: მშობლები ხშირად იქცევიან ხოლმე ასე. ერთი მხრივ, მართალია, უმჯობესია ადამიანმა თავად მიაღწიოს ყველაფერს და ისწავლონ ფულის შოვნა. ზრდასრულ ადამიანს უნდა შეეძლოს მშობლებისგან დამოუკიდებლად თავის რჩენა. ასე ფიქრობს გოგოების დედა და ალბათ მამასაც სურდა შვილები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ. თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ სიტუაციაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს