ქალები რატომ არ გადადიან ხოლმე ქმრის გვარზე

0
847

ქორწინებამდე ბევრი ქალი დაფიქრებულა გადავიდეს ტუა არა ქმრის გვარზე. ზოგი თავს ვალდებულად თვლის, ზოგს კი წარმოდგენა არ აქვს რატომ იქცევა ასე. დღეს პაპარაცის რედაქცია ამ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან განიხილავს. საინტერესოა, რომელი იქნება თქვენთვის მისაღები?

გადავიდეთ თუ არა ქმრის გვარზე

ადრე არსებობდა კანონი, რომელიც ქალს ავალდებულებდა ქმრის გვარზე გადასულიყო, მაგრამ ის დიდი ხანია აღარ არსებობს. ეს რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ბევრი არ იყო თანახმა თავის ნამდვილ გვარს დამშვიდობებოდა.გვარის შეცვლის შემდეგ ყველა საბუთი უნდა შეიცვალოს და საკმაოდ ბევრი ბიუროკრატიული საფეხურია გასავლელი, მითუმეტეს, რომ არც ისე იაფი ჯდება.ასევე, წინაპრების გვარზე უარის თქმა საკუთარ თავზე უარის თქმასთან ასოცირდება, ეს კი არ უნდა იყოს სასიამოვნო. მამის გვარს პატივისცემა სჭირდება.თუმცა, არსებობს უფრო პროზაული ისტორიებიც. მაგალითად გოგონას არ მოსწონს ქმრის გვარი, მისი უკეთ ჟღერს. ასევე თავისი გვარი შეიძლება გამოადგეს წარმატების მისაღწევად. რატომ უნდა შეცვალოს ეს ყველაფერი?

ქალებს აქვთ არჩევანის უფლება – არავის არის ვალდებული დაიცვას საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმები, თუ ის არ მოგწონთ. წარსულში ქალებს ხშირად სჯიდნენ დაუმორჩილებლობის გამო. რაც დამეთანხმებით, არ იყო ჰუმანური მიდგომა.საერთო გვარი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქორწინება უფრო მყარი იქნება. ყველაფერი თავად ადამიანებზეა დამიკიდებული და მათ ურთიერთობაზე. თუ ქალი ქმრის გვარზე გადავა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოლ-ქმარი არ იჩხუბებს, ან არ ექნებათ უსიამოვნებები.ზოგჯერ ქმარი დაჟინებით მოითხოვს თავის გვარზე გადასვლას ცოლისგან. ამ შემთხვევაში ნდობის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. შესაძლოა, მამაკაცი არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში ან მომავალ მეუღლეში. უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ღირს ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას პატივს არ სცემს? საბედნიეროდ, ხისტი პარტიარქატის ეპოქა ეტაპობრივად წარსულს ბარდება. მამაკაცი აღარ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ქალსაც აქვს თავისი უფლებები. ზოგჯერ პირიქითაც ხდება.

შვილის გვარი – ექსპერტებმა უამრავი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს. ბავშვს საერთოდ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ დედ-მამას სხვადასხვა გვარი აქვთ. მათთვის მთავარი მშობლების უპირობო სიყვარულია.თუ ორივე მეუღლე თანახმაა, ზოგჯერ შეიძლება შვილი დედის გვარით იყოს. ამის უამრავი მაგალითია და ეს არ არის ტრაგედია.

რჩევა რედაქციისგან: თუ თქვენ ვერ გადაგიწყვეტიათ, აიღოთ თუ არა ქმრის გვარი ქორწინების შემდეგ, გამოსავალი მარტივია. აიღეთ ორივე გვარი. ამით ასიამოვნებთ მეუღლეს და არ შეურაცხყოფთ თქვენს წინაპრებს. თუმცა, საბუთების შეცვლა მაინც მოგიწევთ.უმეტესობა თვლის, რომ გვარის შეცვლა არ არის აუცილებელი, თუმცა თუ ქმარს ლამაზი გვარი აქვს, რატომაც არა? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.