ჭკვიანი ქალი 50 წლის შემდეგ კრედიტს არ აიღებს. ამას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი აქვს.

0
5483

50 წელი არა მხოლოდ განსაკუთრებული იუბილეა, არამედ მომავალზე დაფიქრების მიზეზიც. ადამიანებისთვის დგება მომენტი, როცა უნდა გადააფასონ თავისი ცხოვრება და იფიქრონ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო ამ შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ ენერგია და შესაძლებლობები ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები იქნება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

რა ვაკეთოთ 50 წლის შემდეგ – სპეციალისტები თვლიან, რომ 50 წლის შემდეგ განსაკუთრებით ხდება ენერგიის ნიველირება. ამიტომ მისი ხარჯვა ფრთხილად უნდა მოხდეს და არ უნდა გაიფანტოს უაზრო საქმეებზე.ენერგიის გონივრული ხარჯვა შეგინარჩუნებთ ძალებს აუცილებელი საქმისთვის, ოჯახისთვის და ჯანმრთელობისთვის. მისი არასწორი გადანაწილება დამატებით რესურსს მოითხოვს, რაც აუცილებლად უკუშედეგს მოიტანს.ახალგაზრდა ასაკში ძილის ნაკლებობა არ ქმნის პრობლემებს, არ ახდენს გავლენას გარეგნობასა და შრომისუნარიანობაზე, რადგან საკმარისი ენერგიის მარაგი აქვთ. 50 წლის შემდეგ კი ყველაფერი უფრო რთულად არის.მოხუცები ხშირად ჩივიან ხოლმე, რომ საქმე ნაკლებია, მაგრამ დრო მაინც არ ყოფნით. სპეციალისტები მას იმით ხსნიან, რომ ადამიანი ვეღარ მუშაობს იმ ტემპში, რასაც წლების მანძილზე მიეჩვია.

ვალები და დანაზოგი – რაც შეეხება, სესხს ნაღდ ფულზე. სოლიდურ ასაკში არასასურველია კრედიტის აღება, რადგან ენერგია და შრომისუნარიანობა მცირდება და შეიძლება ძალა აღარ გეყოთ მის დასაფარად.დანაზოგის შექმნის მნიშვნელობაზე უკვე ბევრი რამ ითქვა და არ აქვს ქალი ხარ თუ მამაკაცი, სოლიდურ ასაკში უკვე უნდა გქონდეს რაიმე სახის რეზერვი.დანაზოგის არმქონე ადამიანი აღარ თანხმდება ყველანაირ სამუშაოზე, ის საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულია, იცის რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდება გაუთვალისწინებელ სიტუაციებს, ის უფრო მშვიდად არის.

დანაზოგის ქონა საშუალებას გაძლევთ შეწყვიტოთ არასასურველი სამუშაო. ასევე შენიშნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ დამთრგუნველი სამსახურიდან წასვლა, უფრო სწრაფად მიიწევენ წინ კარიერულ კიბეზე, არიან უფრო ხალისიანები და აქტიურები, მუშაობის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ. სესხის და ვალების ქონა ასეთ თავისუფლებს არ აძლევს.მაშინაც კი, თუ ადამიანი არ აპირებს მაღალფასიანი შესყიდვის გაკეთებას, მაინც უნდა გააკეთოს მცირე დანაზოგი მაინც. ეს საშუალებას მისცემს იყოს უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი. სოლიდურ ასაკში დანაზოგი მნიშვნელოვანია არა მარტო ფინანსური კეთილდღეობისთვის, არამედ მენტალური ჯანმრთელობისთვის.