თანამედროვე სამყაროში განქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა და სტატისტიკა სულ უფრო იზრდება. განქორწინებების რაოდენობით ლიდერები არიან უნგრეთი, შვედეთი, პორტუგალია, ჩეხეთი…თუმცა, ადრე ადამიანები რთულად და სკანდალებით შორდებოდნენ ერთმანეთს. დღეს კი განქორწინების პროცესი განსხვავებულია. უფრო მეტიც, არსებობს ახალი წესები, რომელიც დამახასიათებელია უშუალოდ თანამედროვე განქორწინებისთვის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ სიახლეებზე ვისაუბრებთ.
განქორწინება მსოფლიოში
მეუღლეები, რომლებიც განქორწინდნენ და მოახერხეს მეგობრებად დარჩენილიყვნენ, პატივისცემას იმსახურებენ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ცოტაა. განქორწინებები უმეტესად ხდება დაძაბულ და სტრესულ გარემოში, საქმე მიდის სასამართლომდეც და ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.დასავლეთში დიდი ხანია იპოვეს ამ პრობლემის მოგვარების ხერხი. იმისათვის, რომ მეუღლეები მშვიდობიანად განქორწინდენ, მიმართავენ შუამავლის მომსახურებას. ეს არის ადამიანი, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და ეხმარება ცოლ-ქმარს მოაგვარონ ყველა საკითხი.საინტერესოა, რომ მშვიდობიანი განქორწინებით არა მხოლოდ ხალხი, ზოგიერთი მთავრობაც დაინტერესებულია. მაგალითად ინგლისსა და უელსში ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს 500 ფუნტის ღირებულების ვაუჩერს აძლევს. ეს ფული შეუძლიათ გამოიყენო შუამავლის დასაქირავებლად.
ბრალის სასამართლოებრივი განხილვა – ადრე იყო ასეთი პრაქტიკა. ერთ-ერთმა მხარემ შეიტანა განაცხადი განქორწინებაზე და მეუღლე ღალატსა და არაადეკვატურ საქციელში დაადანაშაულა. სახელმწიფომ ეტაპობრივად უარი თქვა ასეთ საქმეებზე, რადგან არ არის ვალდებული იცოდეს მიზეზი, თუ რატომ დაშორდა წყვილი.იდეალურ შემთხვევაში, ცოლ-ქმარმა ერთად უნდა შეიტანონ განქორწინებაზე განაცხადი და კარგად უნდა ქონდეთ გაცნობიერებული რას აკეთებენ და რატომ. ასეთ შემთხვევაში განქორწინების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ამაში შუამავლები ეხმარებიან.შუამავლების მომსახურება ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მაგალითად, ნიდერლანდებში დაქორწინებული წყვილების 41% აღარ მიმარტავს სასამართლოს, მაგრამ თანამშრომლებს შუამავალთან, რათა გაყრა სკანდალების გარეშე მოხდეს. ასევეა ავსტრალიასა და ნორვეგიაშიც.
რას ნიშნავს ერთობლივი განქორწინება – ასევე არსებობს სხვა სცენარი. საზღვარგარეთ ამას collaborative divorce უწოდებენ. ეს არის ეგრეთ წოდებული ერთობლივი განქორწინება, რომლის დროსაც მეუღლეები ქირაობენ პირად ადვოკატებს და ისინი დადიან სასამართლოებში ცოლ-ქმრის ნაცვლად.ადვოკატები ასეთ საქმეებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სპეციალურ ტრენინგებს გადიან. შეერთებულ შტატებში სულ მცირე 20 000 განქორწინების ადვოკატია.
განქორწინებები მსოფლიოში: ავსტრალია, ნიდერლანდები, ამერიკა – ავსტრალიაში არის ოჯახური ურთიერთობის სპეციალური ცენტრები. ისინი უფასოდ სთავაზობენ წყვილებს მომსახურებას, ბავშვებს კი ეხმარებიან ახალ ცხოვრებასთან ადაპტირებაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ნაკლები სტრესი მიიღონ.ჰოლანდიაში მედიატორის სერვისი წყვილებს შაბათ-კვირას კომფორტულ სასტუმროს სთავაზობს. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ცალ-ცალკე ოთახებში, ესწრებიან მედიაციის სეანსებს და თან კომფორტულად ისვენებენ.It’s Over Easy – ამერიკული ფირმაა, რომელიც სთავაზობს ონლაინ დახმარებას განქორწინებულ წყვილებს. ეხმარებიან მეუღლეებს სხვადასხვა დოკუმენტების შევსებასა და შვილების უფლებების განხილვაში.
ბავშვების აღზრდა: მშობლების განქორწინება სერიოზულ გავლენას ახდენს მათ შვილებზე. იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზიანდეს, მოიფიქრეს ერთად ცხოვრების საინტერესო სისტემა. Bird nest (ჩიტის ბუდე) – ეს არის ბინა, რომელსაც წყვილი ყიდულობს ან ქირაობს განქორწინების შემდეგ. იქ მონაცვლეობით რჩებიან ხან დედა და ხან მამა. შედეგად ბავშვებს აღარ უწევთ გარემოს შეცვლა.განქორწინებული მამები მეტ დროს ატარებენ შვილებთან. მათ უფრო მეტი საშუალება აქვთ მიიღონ ბავშვზე მეურვეობა, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.