სჭირდება თუ არა ბავშვს ისეთი მშობლები, რომლებიც თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ? ბუნებრივია, კითხვა საკამათოა და სუბიექტური. ზოგი თვლის, რომ მთავარია იყოს ოჯახი, როგორიც არ უნდა იყოს ის. სხვები კი თვლიან, რომ სიყვარული, აღზრდა და მზრუნველობა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და თუ ამ მოვალეობას მშობლები ვერ უმკლავდებიან, ჯობია ვისაც შეუძლია იმან გააკეთოს.სამწუხაროდ ბავშვთა სახლებში ეხლაც ბევრი ბავშვი იმყოფება. რა უნდა გაკეთდეს, თუ ადამიანებმა ვერ ისწავლეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ვერ გააცნობიერეს, რომ შვილი მშობლისთვის უპირველესი უნდა იყოს.
ჭირდებათ თუ არა ბავშვებს ასეთი მშობლები
ნინა მთელი გულისყურით ეპყრობოდა მოსწავლეებს. ეს ბავშვები შვილებივით უყვარდა. ბავშვთა სახლში მუშაობის დროს უნდა გესმოდეს, რომ თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ყველას თავისი ხასიათი აქვს.აი, ვაკო – 5 წლის ასაკში ბიჭმა უკვე იცოდა რა იყო ღალატი და იმედგაცრუება. დედამ იმისთვის, რომ არ დაეფრთხო თავისი ახალი კავალერი, უკიდურესი ზომა მიიღო და უბრალოდ დატოვა შვილი ბავშვთა სახლის კარებთან.ნინა იყო მის ოჯახში დასალაპარაკებლად. დედა ნორმალური ჩანდა, მაგრამ რაღაცნაირად გამოფიტული, დაღლილი თვალებით. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა შვილის დატოვება, პასუხი არ ჰქონდა. მხოლოდ ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ იმ მამაკაცის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. აზრი აღარ ჰქონდა საუბრის გაგრძელებას. ბავშვს იმ ოჯახში არავინ ელოდებოდა.ერთ დღეს ძალიან მოკრძალებულმა წყვილმა გადაწყვიტა ბავშვის აყვანა და არჩევანი ვაკოზე შეაჩერეს. ქალი დიდხანს ეთამაშა ბავშვს, ბევრი იცინა, მამაკაცმა კი უბრალოდ მოწია და ირგვლივ იყურებოდა, აშკარა იყო, რომ ნერვიულობდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს ბავშვის წაყვანა.
- -მადლობა თქვენ, ვაკო ძალიან კარგი ბიჭია, გთხოვთ გაუფრთხილდით.
- -რას ამბობთ, ჩვენთან ის კარგად იქნება, დიდი ხანია შვილზე ვოცნებობთ. წავიდეთ ვაკო, მაღაზიებშიც უნდა გავიაროთ!ნინას ძალიან უხაროდა, რომ კიდევ ერთმა პატარამ იპოვა ოჯახი. რამდენჯერმე სანახავადაც იყო და ყოველ ჯერზე ხედავდა, თუ როგორი ბედნიერი იყო ბავშვი.
2 წლის შემდეგ ბავშვთა სახლთან მანქანა გაჩერდა. იქიდან გადმოვიდნენ ვაკო და მისი მამობილი.აღმოჩნდა, რომ დედობილი ფეხმძიმედ იყო და ახლა უკვე ორი ბავშვის მოვლას ვეღარ შეძლებდნენ. ნინა ეხვეწა, უხსნიდა, რომ ასე არ შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ყველაფერი თავიდან დაიწყო. უკვე ორჯერ მიტოვებული ვაკო თავის თავში ჩაიკეტა და ძალიან დარდობდა. ასე გადიოდა დრო.ზაფხულის ერთ მზიან დილას ბავშვთა სახლს ვიქტორია, ვაკოს ყოფილი დედობილი ეწვია. მან ყვავილები მიართვა ნინას და დასალაპარაკებლად წაიყვანა.
- -მაინტერესებს ვაკოს მშობლების მისამართი. ისე უცებ წაიყვანეს ბავშვი, რომ დამშვიდობება ვერ შევძელი, საავადმყოფოში ვიწექი. მერე კი მეუღლემ მითხრა, რომ ბავშვი მშობლებმა წაიყვანეს.
- -როგორ? მეუღლემ გითხრათ, რომ ვაკო ბიოლოგიურმა მშობლებმა წაიყვანეს?
- -დიახ, რატომ მეკითხებით? როგორც ჩანს, მამობილმა იცრუა და ბავშვი მოიშორა უსარგებლო ნივთივით. აღშფოთებულმა ვიქტორიამ ტირილი დაიწყო:
- -დაუძახეთ ჩემს საყვარელ შვილს, სად არის? ვაკო მოვიდა, თავიდან უნდობლად უყურებდა ვიკას, მერე კი მაგრად ჩაეხუტა და ორივე ატირდა. შემდეგ ქალმა მობილური აიღო:
- -დედა, ერთ საათში სახლში ვიქნები და გთხოვ ჩემს ქმარს გადასცე, რომ მანდ აღარ დამხვდეს, ჩაალაგოს თავისი ნივთები და წავიდეს. მოვალ და ყველაფერს მოგიყვები.
თურმე ადამიანს თავისი ეგოიზმის გამო შეუძლია ასეთი საშინელი ტყუილის მოგონება. არც ფეხმძიმობის ამბავი აღმოჩნდა მართალი, უბრალოდ ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისი ცოლის ყურადღება სხვა რამეზე გადაერთო.მას შემდეგ ვაკო აღარ მიუტოვებიათ და საბოლოოდ იპოვა თავისი პატარა და მოსიყვარულე ოჯახი.