კლასისგან გარიყული ადამიანი ყოველთვის დაცინვის და ბულინგის ობიექტია. ბავშვები სკოლაში სასტიკები და შეუბრალებლები არიან, ეს ყველამ იცის. ხშირად გვინაყავს თანაკლასელებისაგან დაჩაგრული ბავშვი, რას გრძნობენ ისინი ამ დროს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
კლასისგან გარიყული
ალექსს ჭირივით სძულდა ეს ჩატი, ორგანიზებული იყო იმ სკოლის ხელმძღვანელის მიერ რომელიც 20 წლის წინ დაამთავრა. სკოლა მასში არასდროს იწვევდა სასიამოვნო ასოციაციებს, არადა სხვები ენთუზიაზმით იხსენებდნენ სკოლაში გატარებულ წლებს და თანაკლასელებს, რომლებთანაც დღემდე ურთიერთობენ..ალექსისთვის კი ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. სკოლაში პატარა და დაუცველი იყო, სულ დასცინოდნენ. ეხლა ალბათ, ეს აღარავის ახსოვს, ალექსს კი ცუდად ჩაებეჭდა თავში.მაგალითად, კარგად ახსოვდა, თუ როგორ მოპარეს ჩანთა და ტანსაცმელი სპორტის გაკვეთილის გასახდელში. ბიჭს შორტების ამარა მოუწია სკოლაში სირბილი და თავისი ნივთების ძებნა. სხვა დროს, მისმა საყვარელმა თანაკლასელებმა ფეხებით ათრიეს მთელს პირველ სართულზე. რაც საშინლად მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იყო.
კარგად ახსოვდა, სკოლის დამთავრების დღეს უყვიროდნენ, რომ ის არარაობა იყო და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა. ეხლა კი კლასის ლიდერმა მოჩვენებითი კეთილგანწყობით მიიპატიჟა შეკრებაზე. მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო.დაახლოებით ხვდებოდა, რომ ისევ დასაცინად ეპატიჟებოდნენ. ეგონათ ისევ ისეთი პატარა ბიჭი მივიდოდა, რომელიც ჩანთას ძლივს მიათრევდა, მაგრამ მაინც დასთანხმდა წასვლაზე.არადა, ის ძალიან შეცვლილი იყო, უბრალოდ არ უყვარდა ფოტოების სოციალურ ქსელში გამოფენა. მოახერხა საუკეთესო განათლების მიღება, თავდაუზოგავი შრომის შედეგად წარმატებული ბიზნესიც წამოიწყო, ცხოვრობდა დედაქალაქში და ფლობდა რამდენიმე ელიტარულ მაღაზიას.
ამის შესახებ მისმა ყოფილმა თანაკლასელებმა არაფერი იცოდნენ და როდესაც სკოლის მახლობლად ძვირადღირებული მაქანა გააჩერა, გაოცებული ხმები მოესმა. როგორც ჩანს, ბევრს იმედი გაუცრუვდა და აბუჩად აგდებული, ღარიბი მოზარდი ვეღარ დაინახა.ახლა მათ თვალებში შური იკითხებოდა. ალექსი მაღალი არ იყო, მაგრამ სულ ვარჯიშობდა და კარგ ფორმაში ჰქონდა სხეული.ალექსანდრემ ძვირფასი პერანგის საყელო გაისწორა, ჯიბეში ჩაიდო ძვირადღირებული ტელეფონი, მანქანის გასაღები და თავაწეული შევიდა სკოლაში. როგორც იქნა, მიეცა საშუალება ეჩვენებინა ყველასთვის, თუ ვი ვინ არის…
რას გვასწავლის ეს ამბავი – მოვლენები, რომელიც ტკივილს გვაყენებს სათუთ ასაკში, გავლენას ახდენენ ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე. თუმცა, არ უნდა მისცეთ უფლება ამ მოვლენებს, რომ გაგაკონტროლონ და წინსვლასა და წარმატების მიღწევაში ხელი შეგიშალონ. ცუდია, როცა შენს თვითშეფასებაზე გავლენას უცხო ადამიანი ახდენს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.