სამსახურიდან განთავისუფლება ბუნებრივი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, როდესაც ეს განთავისუფლება პირად მიზეზების გამო ხდება, რეზონანსს იწვევს. როდესაც კოლექტივმა გაიგო ახალი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების შესახებ, მიზეზით დაინტერესდნენ, რადგან გოგონა საკმაოდ ყოჩაღი და პერსპექტიული იყო, ხოლო დირექტორს არ ახასიათებდა სპონტანური გადაწყვეტილებები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
სამსახურიდან განთავისუფლება
თიკო იყო ერთ-ერთი იმ სამი თანამშრომლიდან, რომელთაც არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ჰქონდათ სხარტი გონება და კარგი მონაცემები. სწორედ ამით მიიქცია ყველას ყურადღება. იყო ზომიერად კომუნიკაბელური, ზომიერად სერიოზული, საკმარისზე მეტად ლამაზი და ჭკვიანი.ბატონმა ვიქტორმა მაშინვე მიაქცია ყურადღება ახალ თანამშრომელს. თიკოს ჰქონდა ის, რაც მას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. გოგონაში იყო სიახლე და თავდაჯერებულობა, რაც არ გააჩნდა ცოლს. ჰოდა, დირექტორმა გადაწყვიტა, რომ ხელიდან არ გაეშვა გართობის ეს შესაძლებლობა.2 კვირის შემდეგ თიკო მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარასკევ საღამოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ ჩვეულებრივად, ორშაბათ დილით კი თავის ნივთებს ალაგებდა და წასასვლელად ემზადებოდა. ვერავინ გაიგო ამის მიზეზი. როდესაც თიკოს კითხეს რა მოხდა, მან მშვიდად უპასუხა:-ჰკითხეთ ბატონ ვიქტორს, მისთვის მნიშვნელოვანია არა მუშაობა, არამედ რაღაც სხვა.ჭორები მყისიერად გავრცელდა მთელს შენობაში და დროთა განმავლობაში, მის ფარგლებს გარეთაც და მალე ბატონი ვიქტორის მეუღლემდეც მივიდა.
შეტყობინება უცნობისგან – თავისდა გასაკვირად ნინას ძალიან არ აღელვებდა ეს ამბავი. მისთვის ვიქტორი დიდი ხანია აღარ იყო სამაგალითო მეგობარი და ქმარი, თუმცა, რაღაცნაირად უყვარდა და შეგუებული იყო მის უყურადღებობას, უხეშობას, ალბათ ღალატსაც კი. ბოლო წლები გაატარა სამაგალითო ცოლის როლში და ამითაც კმაყოფილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა.ერთ მშვენიერ დღეს ნინამ უცნობი ნომრიდან შეტყობინება მიიღო:”შენი ქმარი გღალატობს და ეს უნდა იცოდე!”ნინა თითქოს შეგუებული იყო ამ ამბავს, მაგრამ მაინც ეტკინა გული და მისწერა:”რაში გაინტერესებთ ჩემი ქმარი რას აკეთებს?””რაში და მაცოფებს, როდესაც ვიღაცეები თავს უხამსი ქცევის უფლებას აძლევენ და ამის გამო სხვები ზარალდებიან.”ნინა მიხვდა ვინც იყო თანამოსაუბრე და სწრაფად მისწერა:”თიკო, შე ხარ?”
რა მოხდა სინამდვილეში – ნინა და თიკო მეორე დღესვე შეხვდნენ. თიკო მოუყვა მიზეზებზე, რამაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია. პარასკევ საღამოს ბატონმა ვიქტორმა თიკოს სახლში წაყვანა შესთავაზა. თიკოს არ უნდოდა ახალ უფროსთან მარტო დარჩენა, მაგრამ სახლში მისვლაც ეჩქარებოდა. ამიტომ დასთანხმდა.როდესაც სადარბაზოს მიუახლოვდნენ, ვიქტორმა ხელების ფათური დაუწყო და დაჟინებით მოითხოვდა მის ბინაში განმარტოებას. თიკომ წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო. მამაკაცმა აღარ გააგრძელა ორთაბრძოლა, გაუღო მანქანის კარი, მიაძახა, რომ ორშაბათს თავისი ნივთები ჩაელაგებინა და სამსახურიდან წასულიყო.ეს სამსახური თიკოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამასთან ძალიან ჭირდებოდა ფული, ამიტომ გულნატკენმა გადაწყვიტა ცოლისთვის მიეწერა. რაც მას დაემართა ნამდვილი უსამართლობაა და ასე დატოვება არ შეიძლება.ნინა გულნატკენი უსმენდა გოგონას და მთელი გულით თანაუგრძნობდა, ამასთან, მადლობელი იყო, რომ საბოლოოდ აუხილა თვალი ქმრის საქციელზე.
სიმართლის გამჟღავნება – ვიქტორმა საბუთები განქორწინების თაობაზე კურიერისგან მიიღო. იმავე დღეს ყველა თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება პოსტის ბმულით, რომლის ავტორი იყო თიკო. ის გულწრფელად საუბრობდა თავისი მდგომარეობის შესახებ, ფინანსურ პრობლემებზე, სამსახურზე, რომელიც ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი იმედი იყო და უხამს უფროსზე, რომელმაც ეს იმედი წაართვა. ის დეტალურად მოყვა, თუ რა მოხდა მანქანაში და იმ შოკზე, რაც სამსახურიდან გაგდების შემდეგ მიიღო.”…ვთვლი, რომ ასეთი უსამართლობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს” – ამბობდა თიკო და ხალხს სწორი დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდებდა.შემდეგ კი მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა სხვა მსგავსი პოსტები, რომელშიც იმავე კომპანიის თანამშრომლები ყვებოდნენ ბატონ ვიქტორთან დაკავშირებულ მსგავს ამბებს. აღმოჩნდა, რომ ის ხშირად ახდენდა ზეწოლას ქალებზე და აშანტაჟებდა თუ ვინმე უარს ეტყოდა.
საზოგადოებრივმა პროტესტმა თავისი როლი ითამაშა და ხალხმა პროტესტის ნიშნად კომპანიაში მუშაობაზე უარი თქვა. ვიქტორი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.ნინა კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით. ის ქმარს აღარც დალაპარაკებია, ჩაულაგა ნივთები და კართან დაუწყო, დანარჩენის მოგვარება კი ადვოკატს მიანდო. ბედნიერი იყო, რომ როგორც იქნა შეძლო და თავი დააღწია ამ მამაკაცს.
რას გვასწავლის ეს ამბავი: სამსახურიდან ადამიანის გათავისუფლება ყოველთვის უნდა იყოს დასაბუთებული რაიმე მიზეზებით და ამ მიზეზებს შორის არ უნდა იყოს პირადი ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილას ყოველთვის არ იცავენ დასაქმებულის უფლებებს, არ დაივიწყოთ საკუთარი ღირსება და ინტერესები. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.