თუ დავიწყებულ წყენას გაგვახსენებენ, რამდენად ღირს მისთვის ყურადღების მიქცევა? ფსიქოლოგების უმეტესობა მის მარტივად მიღებას გვირჩევენ, რადგან ადამიანი დროთა განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს ნეგატივისგან. ზოგიერთი სპეციალისტი კი საპირისპირო რჩევას იძლევა.მაგალითად მაშინ, როდესაც კონფლიქტი ჩაცხრება, უნდა შეხედოთ მას ცივი გონებით და შემდეგ გამოიტანო დასკვნები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მსგავს შემთხვევაზე ვისაუბრებთ.
დავიწყებული წყენა
როდესაც ორი ბიჭის დედა და ორმეტრიანი ქმრის ცოლი, ბაზარში პროდუქტებისთვის ხშირად სიარული გარანტირებული გაქვს. თავიდან ძალიან მიჭირდა: ხან დალაგება, ხან მაღაზიაში წასვლა, კიდევ ათასი საქმე, დასვენებისთვის დრო არასდროს რჩებოდა. თუმცა, პანდემიის შემდეგ გარეთ გასვლა და ზედმეტი კილომეტრების გავლა მსიამოვნებდა.ერთხელ, დღესასწაულების წინ საყიდლებზე წავედი. უნდა მეყიდა ხორცი, თევზი და სხვა წვრილმანები. შემდეგ ტაქსით წამოსვლას ვაპირებდი. გავიარე ბაზრის რამდენიმე რიგში და წავედი იმ მხარეს, სადაც სოფლიდან ჩამოსული ბებიები ნატურალური და ახალი პროდუქტით ვაჭრობდნენ. საქმეში გართულმა ვერც ვიგრძენი, რომ ვიღაც მხარზე ხელს მკრავდა, ბოლოს როგორც იქნა მივიხედე და დავინახე 50 წლამდე დაბეჩავებული ქალი.
- -გამარჯობა, ნათელა! ვერ მიცანი?თავიდან მართლა ვერ ვიცანი, მაგრამ მან ჩემი სახელი იცოდა. გაოცებული მივესალმე მეც და თან ვაკვირდებოდი უცნობს, რომ როგორმე ამომეცნო. იქებ ჩემი ყოფილი თანამშრომელია? მაგრამ არცერთს არ ჰგავს.
- -მართლა ვერ მიცანი? ლელა ვარ!ქალმა გაურკვეველი ფორმის თავსაბურავი მოიხსნა და აჩეჩილი თმების გროვა გამოუჩნდა. ეხლა კი ვიცანი! ეს იყო ლელა, რომელმაც ჩემი ოცნების მამაკაცი წამართვა.
15 წლის წინ ახალგაზრდები და ბედნიერები ვიყავით. 25 წლის ასაკში მყავდა შეყვარებული. პეტრე მართლაც რომ აპოლონივით გამოიყურებოდა: მაღალი, სიმპათიური, გარუჯული კანით და ნახშირივით შავი თმებით. მოვწონდი და ვუყვარდი, არაფრით გამორჩეული გოგონა.კარგა ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს, სანამ ლელამ არ დაგვადგა თვალი. აქედან დაიწყო ყველაფერი: ჩხუბი, უსიამოვნება, უნდობლობა. მან დალევა დაიწყო, მე კი ნერვული შეტევა დამემართა. ბოლოს პეტრემ მითხრა, რომ ერთად ვეღარ ვიქნებოდით, არადა ქორწილის დღეც დანიშნული გვქონდა!2 წელი საკუთარ თავში ჩავიკეტე და შემთხვევითი შეხვედრის წყალობით გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი. დროთა განმავლობაში შემიყვარდა და კარგადაც ვიყავით ერთად.ახლა კი ვუყურებ ლელას, რომელმაც ჩემი პირველი სიყვარული წამართვა, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა თავისი სილამაზით და მტკიცე ხასიათით, იყო მოდური და ქარიზმატული. ახლა კი იჯდა დასაკეც სკამზე და რძეს ყიდდა მობერებული, ძველი ტანსაცმლით და დამჭკნარი კანით.მის თვალებში დავინახე პატიების თხოვნა. ფაქტი იყო, რომ მისი ცხოვრება არ წასულა კარგი მიმართულებით. აშკარად დახმარება სჭირდებოდა, მე ვგრძნობდი ამას.ლელამ თვალები დახარა და ჩუმად უთხრა:
- -მომისმინე, მაპატიე, რა…
- -მაპატიეთ ქალბატონო, მე თქვე არ გიცნობთ!ვუთხარი, 180 გრადუსით მოვტრიალდი და მტკიცე ნაბიჯით გავემართე გასასვლელისკენ. პროდუქტის უმეტესობა ვიყიდე, დანარჩენს მაღაზიაში ვიყიდი, აღარ მინდა ამდენ ხალხში სიარული.
წარსულს კი აღარ ვეხები. არავის მიმართ წყენა არ მაქვს გულში და ცუდს არავის ვუსურვებ. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ეკლესიას და მთავრობას სთხოვოს. მე კი უამრავი საქმე მაქვს. სახლში რომ მივალ საჭმელი უნდა გავაკეთო. საყვარელი ქმარი მშიერი მოვა, ბავშვებსაც რამე გემრიელი ენდომებათ. საქმე კარგ ხასიათზე მყოფმა უნდა აკეთოთ და შედეგი უკეთესი იქნება. ასე არ ჯობია? თქვენ რას ფიქრობთ?