რა ვუყოთ თაფლს, რომელიც დუღს და ცდილობს ქილიდან თავის დაღწევას, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება?

0
617

როგორ გავარჩიოთ ნატურალური და ყალბი თაფლი ერთმანეთისგან? სუპერმარკეტებში თაფლის ეტიკეტზე მითითებულია გამოყენების ვადა. ჩნდება კითხვა: ნატურალურ თაფლს ხომ ვადა არ აქვს? რა თქმა უნდა, არის ნიუანსები და დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ განასხვაოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან და როგორ მოიქცეთ, თუ თაფლი აგიდუღდებათ.

ნატურალური თაფლი

არაკეთილსინდისიერი გამყიდველები თაფლში დიდი რაოდენობით შაქარს ურევენ ხოლმე და იმის დასადგენად, თუ რა სახის თაფლია თქვენს წინაშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდი:

  1. ნატურალური თაფლი არ ეკრობა ხელებს. დაიწვეთეთ ის ხელის გულზედა კარგად შეიზილეთ. თუ თაფლი შეიწოვება, ის ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტია.
  2. წაუსვით 1 ჩ/კ თაფლი ქაღალდის შუა გულში. წაუკიდეთ ამ ქაღალდის კიდეებს ცეცხლი. ნატურალური თაფლი არ დაიწვება განსხვავებით შაქრიანისგან.
  3. ამოიღეთ კოვზით ცოტაოდენი თაფლი და გაახურეთ ქვემოდან სანთებელით, შემდეგ ჩააწეთ შიგნით ასევე ცხელი ქაღალდის რკინის სამაგრი. შაქრიანი პროდუქტი მიეკრობა მეტალს, ნატურალური კი უკვალოდ ჩამოიღვენთება. თაფლს ცივ წყალში ჩავასხამთ, ის ჭიქის ძირზე დაეშვება და არ გაიხსნება წყალში.

რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ გარეგნულ მხარეს, გემოს, სუნს. თაფლს არ უდა ჰქონდეს ქაფი და მომჟავო გემო. ფერმენტირებულ თაფლს ძმრის სუნი აქვს. ხარისხიანი პროდუქტი ჩამოსხმისას უწყვეტად მოედინება და არასდროს წყდება. მოსთხოვეთ გამყიდველს კოვზით ჩამოასხას თაფლი და გაჩვენოთ. თუ ის ამას არ გააკეთებს, არ იყიდოთ.

რატომ დუღდება თაფლი – ზოგჯერ თაფლი დუღილს იწყებს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ნატურალური პროდუქტის შენახვაზე მოქმედებს ტემპერატურა შენობაში, თაფლის ხარისხი და სხვა პირობები. მაშინაც კი, თუ თაფლი მაღალი ხარისხისაა, შეიძლება ადუღდეს თუ არასტერილურ ჭურჭელში ჩაასხამენ. თაფლი საფუარიანი ცომის მსგავსად ამოვარდება ხოლმე ქილიდან. ეს შეიძლება გამოიწვიოს იმანაც, რომ მეფუტკრემ იჩქარა და უმწიფარი თაფლი ამოიღო.ნებისმიერი ნატურალური თაფლი დროთა განმავლობაში კრისტალიზდება. ეს კარგი ხარისხის მაჩვენებელია. კრისტალიზაციის დრო დამოკიდებულია თაფლის ტიპსა და შენახვის პირობებზე. მაგალითად ცაცხვის თაფლი ნებისმიერ შემთხვევაში თხევადი რჩება. სხვა სახეობები კრისტალიზდება +4-30 გრადუსზე. თაფლის კრისტალიზებას 1-5 თვემდე სჭირდება. ეს პროცესი არ აფუჭებს თაფლის ხარისხს, მაგრამ თუ თაფლს აქვს სიმჟავე და გადმოდის ქილიდან, ის ადუღებულია.

შეიძლება თუ არა ადუღებული თაფლის გამოყენება – ასეთი თაფლი შეგიძლიათ გადაარჩინოთ გაცხელების გზით. ჩადგით ორთქლის აბაზანაში და ადუღეთ 2 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ დროს ის დაკარგავს საკვები ნივთიერებების გარკვეულ ნაწილს, მაგრამ ვარგისი იქნება ნამცხვრებში. სასურველია ფერმენტირებული თაფლით მომზადებული ნამცხვრები მალევე მიირთვათ. თუ თაფლს გემო დუღილის შემდეგაც მჟავე ექნება, ნუღარ გამოიყენებთ.

რჩევა რედაქციისგან: თუ თაფლის გადაქცევა გენანებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაური ნიღბებისთვის. თაფლის ნიღბის გაკეთების შემდეგ თმები აბრეშუმივით რბილი ხდება, ასევე შეიძლება მიიღოთ თაფლის აბაზანა. გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე: დაიდეთ თაფლი მაჯაზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. თუ არ გექნებათ ქავილი და სიწითლე, ყველაფერი რიგზეა. თქვენ რაში იყენებთ კიდევ თაფლს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.