გაზქურაზე დასადები ბადე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომზადების დროს. მისი დეფორმირება კი სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნით, რადგან სწორად ვერ დადგამთ ქვაბს ან ტაფას ზემოდან, რაც დამეთანხმებით, უსაფრთხოების პრობლემასაც წარმოშობს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვასწოროთ სიტუაცია.
გაზქურის ბადე
რატომ უშლის გაზქურის დეფორმირებული ბადე საჭმლის მომზადების პროცესს? აქ პასუხი მარტივია, მაგალითად, გადახრილ ტაფაზე ზეთი ერთ მხარეს დაგროვდება და კერძი თანაბრად არ შეიწვება.განვიხილოთ მსგავსი პრობლემა თუჯის ბადეების მაგალითზე. მოქნილი ლითონის ბადისთვის ფორმის დაბრუნება არ არის რთული. თუ ასეთ ბადეს ერთი ან რამდენიმე ფეხი დაუზიანდება, ის იყანყალებს და მყარად ვეღარ იდება.
მარტივი ხერხი – ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია მოტეხილი ფეხის მაგივრად შეგიძლიათ გაუკეთოთ დროებითი საყრდენი თერმო წებოთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის დიდხანს ვერ გაძლებს, თუმცა სანამ იშოვით სრულფასოვან შემცვლელს, დროებით გამოგადგებათ.
კიდევ ერთი სწრაფი ალტერნატივა შეიძლება იყოს ალუმინის მავთული, რომელიც უნდა დაახვიოთ დაკარგული ფეხის ადგილას. მავთულმა არ უნდა დაკაწროს გაზქურის გარე საფარი. ის თერმო წებოზე დიდხანს გაძლებს, თუმცა სამუდამოდაც ვერ იქნება.თუ ხელთ გაქვთ პატარა მაგნიტი, შეგიძლიათ დადოთ მოტეხილი ფეხის ადგილას. სიმაღლის შევსება შეიძლება ჩვეულებრივი მონეტებით. გაზქურის ზედაპირის დაცვა ნაკაწრებისგან შეიძლება კექსის საცხობი სილიკონის ნაჭრისგან. ის უძლებს 230 გრადუს ტემპერატურას.
სწორი შემცვლელი – იმისათვის, რომ საფარმა ბედემ არ იმოძრაოს, საჭიროა ფეხის მაგივრად მსგავსი ფორმის ნივთი ჩასვათ. მაგალითად იმავე ზომის ჭანჭიკი. ამ შემთხვევაში მოტეხილი ფეხის ადგილას უნდა გაიბურღოს ხვრელი და ჩაჯდეს ჭანჭიკი და საყელური. იმისთვის, რომ არ დაიკაწროს გაზქურის ზედაპირი, აირჩიეთ ფერადი მეტალისგან დამზადებული, ან ჩაამაგრეთ ალუმინის ფირფიტის საფენი.
მოტეხილი ფეხის შეცვლა – სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ხელსაწყოების გამოყენება, ალუმინის ფურცლების მოხრა, ჭანჭიკების ხვრელების გაბურღვა. ამ შემთხვევაში უნდა წახვიდეთ ტექნიკის მაღაზიაში და მოძებნოთ სპეციალური შესაცვლელი ფეხები. ისინი აღჭურვილია ხრახნით, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაარეგურილოთ სიმაღლე.
თქვენ გქონიათ მსგავსი პრობლემა? როგორ მოაგვარეთ ის? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.