თამარი ადრე გამცილებლად მუშაობდა, მაგრამ როდესაც ქმრის საქმეები კარგად წავიდა, სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ საყვარელი მეუღლე ავად გახდა, ქალმა ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, მაგრამ ბედისწერამ სხვანაირად გადაწყვიტა. დაქვრივებული თამარი იძულებული გახდა ძველ სამსახურს დაბრუნებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მატარებელში ყველაზე მოულოდნელი შეხვედრა ელოდებოდა. რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
შეხვედრა მატარებელში
“10 წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ტკბილად ვცხოვრობდით. თავიდან მატარებლის გამცილებლად ვმუშაობდი, დიტომ კი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის მხარი დამეჭირა. მე მჯეროდა მისი და ვიცოდი, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა.ასეც მოხდა. როდესაც უკვე კარგი შემოსავალი გაგვიჩნდა, ქმარმა მითხრა: “საყვარელო, ნუღარ წახვალ სამსახურში, აკეთე ის, რაც მოგწონს და საკუთარ თავს და ოჯახს მოახმარე ენერგია.”სიმართლე გითხრათ, ჩემი სამუშაო არასდროს მომწონდა. კარგი ანაზღაურება კი მქონდა, მაგრამ სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებდა, ამიტომ ქმრის წინადადება სიხარულით მივიღე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რამხელა განსაცდელი გველოდა წინ.დიტო მძიმედ გახდა ავად. თავიდან სახლში იყო, შემდეგ კლინიკაში დააწვინეს. სამწუხაროდ, ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ ამ დაავადების წინაშე და ახალგაზრდა ადამიანი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე კი 38 წლის დავქვრივდი.
შვილები არ გვყავდა, დავრჩი სრულიად მარტო. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მიმეღო ახალი რეალობა. არსად დავდიოდი, არავისთან არ მქონდა ურთიერთობა. ცუდად მეძინა, საჭმელს ვერ ვჭამდი, ძალიან გავხდი და გამოვიფიტე.ერთ დღეს მოვხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ჩემს ძველ სამსახურს დავუბრუნდი. განსხვავებულმა გარემომ, ადამიანებთან ურთიერთობამ თანდათან მდგომარეობიდან გამომიყვანა. ნაკლები ფიქრის დრო მქონდა ჩემს ტკივილზე და საქმის შესრულებაზე ვიყავი ორიენტირებული.ერთ-ერთი მგზავრობის დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კუპეში შვედი, რომ მგზავრისთვის ჩაი მიმეტანა და სახტად დავრჩი. იქ იჯდა მამაკაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩემს გარდაცვლილ ქმარს.გონებით ვაცნობიერებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, ჩაი დავუდგი და გარეთ გამოვვარდი. მოგვიანებით გადავწყვიტე ისევ შევსულიყავი იქ, ვინ იცის, იქნებ მომეჩვენა?უცნობი თავის ადგილას იჯდა და ნამდვილად ჰგავდა ჩემს ქმარს. გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი.
დედამთილის აღსარება. რა თქმა უნდა, ისიც შოკში იყო, მაგრამ ჩემი მეუღლის შესახებ არაფერი იცოდა. საკონტაქტო ტელეფონები გავცვალეთ და სამუშაოს დასრულებისთანავე დედამთილთან წავედი. როდესაც ლალიმ მომისმინა, ცოტა ხანი ჩუმად იჯდა, მერე კი ცრემლმორეულმა თავისი ამბავი დაიწყო:”დიტოს მამამ ფეხმძიმობის დროს მიმატოვა. აღმოჩნდა, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად და ვერანაირად ვერ შევძლებდი ორი ბავშვის გაზრდას. 19 წლის ასაკში ვიმშობიარე, მშობლებს არაფრის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ გადავწყვიტე ერთი ბიჭი გამეშვილებინა.”ყურებს არ ვუჯერებდი, ნუთუ ის მამაკაცი ჩემი გარდაცვლილი ქმრის ძმაა? ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე. დავურეკო და ჩემთა შეხვედრა ვთხოვო? ერთი მხრივ, ეს სიახლე მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, მეორე მხრივ, მას აქვს უფლება სიმართლე იცოდეს.
რჩევა რედაქციისგან: ეს ამბავი მიგვანიშნებს, რომ მოვლენების წარმოუდგენელი განვითარება შესაძლებელია. შეხვედრა მატარებელში არ არის შემთხვევითი და თამარმა მამაკაცს სიმართლე უნდა უთხრას.თქვენ რას ფიქრობთ? როგორ უნდა მოიქცეს ქალი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.