ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რამ ხდება ხოლმე, რაც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ერთ-ერთი ასეთი ფენომენია წინასწარმეტყველური სიზმრები. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ყველა ადამიანი ხედავს სიზმარს. გვესიზმრება ის, რაც გვაღელვებს, რისიც გვეშინია და რაც გვსურს. წინასწარმეტყველური სიზმრები კი უფრო იშვიათია, მაგრამ არსებობს. ადამიანებს ინტუიცია სხვადასხვაგვარად აქვთ განვითარებული და მასზეა დამოკიდებული წინასწარ ხედვის უნარიც. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ამბავს გოგონაზე, რომელიც წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავდა.
ნიჭით დაჯილდოვებული გოგონა
ლილია ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მან საკმაოდ მალე დაიწყო ლაპარაკი და თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ჭკვიანი იყო. ბავშვობიდანვე უცნაურად იქცეოდა ხოლმე – წინასწარ ხედავდა მოვლენებს, რომლებიც უნდა მომხდარიყო. სანამ ბაღში დადიოდა, მშობლები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ ხოლმე.ერთხელ მამამ ზღვაზე დასასვენებელი საგზური იყიდა. დედამ საღამოს ტანსაცმელი შეყარა სარეცხ მანქანაში. სანამ ჩართავდა ლილიამ შეყვირა, რომ თუ რეცხვის რეჟიმს ჩართავდა, ზღვაზე ვეღარ წავიდოდნენ. გაოცებულმა დედამ ნივთები გამოალაგა სარეცხი მანქანიდან და მამის შარვალში ბილეთები იპოვა.ერთხელ ლილიმ გააფრთხილა მშობლები, რომ საღამოს გაწვიმდებოდა და ქოლგები წაეღოთ. დედამ არ გაითვალისწინა, რადგან გარეთ სასიამოვნო, მზიანი ამინდი იყო. საღამოს თავიდან ფეხებამდე გალუმპული დაბრუნდა და შვილს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდა მოვლენების წინასწარ დანახვას. გოგონამ უპასუხა, რომ ძილში ვიღაც ქალბატონს ესაუბრებოდა ხოლმე.
წინასწარმეტყველური სიზმრები. როდესაც გოგონა სკოლაში წავიდა, ყოველ დილით უწინასწარმეტყველებდა კლასელებს როდის გაიძახებდნენ დაფასთან, როგორი ამინდი იქნებოდა და ათას სხვა რამეს. კლასელები მოხვდნენ, რომ ლილიას ყველა პროგნოზი მართალი იყო და ხშირად მიმართავდნენ კითხვებით. გოგონამ სკოლაში მტრებიც გაიჩინა. მას პატარა ჯადოქარს ეძახდნენ და დასცინოდნენ. ლილია ცდილობდა არ გაბრაზებულიყო ასეთებზე, მაგრამ უსამართლო დამოკიდებულება გულს ტკენდა.ნიჭიერი გოგონა ცდილობდა დახმარებოდა ყველას და არ შეეძლო ჩუმად ყოფილიყო, თუ ვინმეს საფრთხე ემუქრებოდა. ერთ ღამეს საშინელი სიზმარი დაესიზმრა: მისი თანაკლასელის, გუგას მამა ავარიაში მოყვა. მეორე დღესვე სცადა ბიჭის გაფრთხილება, მაგრამ ყველა ეჩხუბა და ბოდიშის მოხდა მოთხოვეს.სამწუხაროდ, გოგონას სიტყვები არავი გაითვალისწინა და რამდენიმე დღეში გუგას მამას მანქანა დაეჯახა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს…გუგას მამის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ის დაიღუპა. საყვარელი ადამიანის დაკარგვა გუგას დედისთვის ნამდვილი შოკი იყო. ერთ დღეს ის აფთიაქის რიგში იდგა დარდიანი. ამ დრო დაინახა, რომ ვიღაც მოხუცი ქალი აკავებდა რიგს, რადგან თანხა არ ეყო წამლებისთვის. ქალმა ყვირილი დაუწყო საბრალო მოხუცს. აცრემლებულმა ბებომ უხმოდ დატოვა რიგი და გუგას დედას კი უთხრა, რომ ასეთი ქცევით ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი და ინანებს.
ზრდასრული ცხოვრება.გავიდა წლები, გოგონა უკვე სკოლას ამთავრებდა. ერთხელ დედამ ჰკითხა: “ლილია, შენს მომავალს ხედავ?” მან კი უპასუხა, რომ სიზმარში საკუთარ თავზე არასდროს უკითხავს იმ ქალისთვის. მას ყოველთვის სურდა დახმარებოდა ადამიანებს და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ახლა ის უკვე არა მარტო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული გოგონა კი არა, საუკეთესო სპეციალისტიცაა.უნივერსიტეტში შეისწავლა ათობით წიგნი ფსიქოლოგიის შესახებ, გაიგო ყველაფერი ადამიანის ქცევაზე და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფსიქოლოგი გახდა. ამასობაში, ერთი ახალი უნარიც აღმოაჩინა საკუთარ თავში: დედას თავი ასტკივდა, ლილიამ მიადო მტკივნეულ ადგილას ხელი და მალე მა რაღაც უცნაური იგრძნო. შვილის თბილმა ხელმა ტკივილი გაუყუჩა.პაციენტებთან მუშაობის დროს იცოდა საიდან დაეწყო საუბარი, რა კითხვა უნდა დაესვა რათა ადამიანს განმუხტვაში დახმარებოდა. ერთხელ, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ქუჩაში ნაცნობი სახე შენიშნა. ეს იყო თავისი თანაკლასელის, გუგას დედა.
შეცდომებზე მუშაობა. ქალი ლილიასთან მივიდა: “როგორ მინდოდა შენი ნახვა. ქმრის სიკვდილის შემდეგ ამდენი წელი გავიდა და ვერ გამოვკეთდი, სულ ცუდად ვარ. შეიძლება რამით გამოსწორება?” ლილიამ უპასუხა, რომ მეტი ნდობა და სიყვარული უნდა ჰქონდეს ადამიანების, რომ უფრო კეთილი უნდა გახდეს. ეხლა გუგას დედა მოხუცებულ ადამიანებს ეხმარება და მის სულში თანდათან სიმშვიდე ისადგურებს.
რას გვასწავლის ეს ამბავი. ადამიანს არ შეუძლია ახსნას ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. ზოგი თვლის, რომ აუხსნელი მოვლენები ზებუნებრივი ძალების დამსახურებაა, ზოგი ამას არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, ზოგი ითვალისწინებს. არიან ისეთებიც, ვინც დასკვნებს მხოლოდ მწარე გამოცდილების შედეგად აკეთებს. ფაქტი კი ერთია, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანმა ადამიანობა უნდა შეინარჩუნოს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.