ზოდიაქოს ნიშნებიდან რომელი უფრო სწრაფად ბერდება სხვებზე და 40 წლის ასაკში უკვე მოხუცია.

589

დაბერების ასაკი სადაო საკითხია. ზოგი თავს დაბერებულად 30 წლის ასაკში გრძნობს, ზოგისთვის კი 60 წელიც არაფერია. რა თქმა უნდა, დაბერების პროცესზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს: გენეტიკა, ცხოვრების წესი, ძილის რეჟიმი და კვება. თუმცა, ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ ეს ზოდიაქოს ნიშანზეც არის დამოკიდებული. დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ, თუ რატომ ბერდება ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი სხვებზე სწრაფად.

დაბერების ასაკი

არსებობს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე დანარჩენები. თითოეულ მათგანზე დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.

კურო. კუროს გაბრაზება ძალიან ადვილია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ადვილად ემორჩილებიან პროვოკაციებს და ხდებიან სხვისი მანიპულაციების მსხვერპლი. ყოველივე ეს იწვევს ნეგატიურ ემოციებს, რის გამოც ხდება ნაადრევი დაზიანება როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის.სტრესები და გუნება-განწყობის ხშირი ცვლა უკვალოდ არ ქრება და ადრე თუ გვიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.ნაადრევი დაბერებისკენ უფრო კურო-მამაკაცები არიან მიდრეკილნი, ვიდრე ქალები. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ მამაკაცები ყველაფერს გულში იტოვებენ და არ გამოხატავენ ემოციებს. შედეგად, ნეგატივი ორგანიზმის მდგომარეობაზეც ისახება.ამიტომ კუროებმა უნდა ისწავლონ მარტივად შეხედონ ყველაფერს მათ გარშემო და შეეცადონ ყველაფერში პოზიტივი დაინახონ.

ქალწული. ქალწული – ჭკვიანი ადამიანები შინაგანი კულტურით. ისინი სხვებისთვის  მიუწვდომელ ჭეშმარიტებებს უფრო მალე აცნობიერებენ, რაც მათ დაბერებას იწვევს. ისინი ყოველთვის საზღვრავენ თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგებს, უყვართ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყოფნა.მათთვის წყლიანი ჭიქა ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად სავსე, სამყაროს რეალისტურად აღიქვამენ და არა ოპტიმისტურად. ზედმეტი პრაგმატიზმით კი ნეგატივს ეჯახებიან.გარდა ამისა, ქალწულებს არ სჩვევიათ საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. ისინი საკუთარ თავში ინახავენ ყველა ემოციას და წუხან იმაზე, რაც არ არის მათი ყურადღების ღირსი. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ ივარჯიშოთ მედიტაციაში. ეს დაგეხმარებათ გაასუფთაოთ თქვენი გონება ზედმეტი ნეგატივისგან.

მორიელი. მორიელები საკმაოდ ნერვიული და მოუსვენარი ადამიანები არიან. ზოდიაქოს ნიშნებს შორის მათ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ამიტომ მუდმივად რაღაცას განიცდიან ხოლმე.ამ ნიშნის წარმომადგენლები ადრე ქორწინდებიან ხოლმე. ყოფითი პრობლემები და სირთულეები ურთიერთობებში მის ასაკზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამას გარდა, მორიელებს რთული ხასიათი აქვთ. მასში ერთდროულად არის პრაგმატიზმი, პერფექციონიზმი და რომანტიზმი. ამიტომ ყველას არ ძალუძს გაუმკლავდეს ემოციების ზღვას.

მშვილდოსანი. მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზოდიაქოს ნიშანია. სწორედ მისი მომატებული აქტივობაა ნაადრევი დაბერების მიზეზი. ბევრი შრომა და უკეთესი პირობებისკენ სწრაფვა ხელ უშლის მშვილდოსანს დატკბეს დღევანდელი დღით.ამ ნიშნის წარმომადგენლები სწრაფად ხარჯავენ სასიცოცხლო ენერგიას და იშვიათად ივსებენ მას დასვენების გზით. რაც ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

თხის რქა. თხის რქების ცხოვრებაში მთავარი კარიერა და სამსახურია, რასაც ხშირად მსხვერპლად ოჯახს და დასვენებას სწირავენ. ცხოვრების დაძაბულ რიტმს ის ნაადრევ დაბერებამდე მიჰყავს. ამიტომ უნდა ისწავლონ დროდადრო შეჩერება და დასვენება.თვლიან, რომ თხის რქებს საერთოდ არ ეშინიათ სიბერის. უფრო მეტიც, ჭეშმარიტად ბედნიერები ხანდაზმულ ასაკში ხდებიან, რადგან მათი ცხოვრება უფრო მშვიდი და დალაგებული ხდება, მეტი დრო რჩებათ საკუთარი თავისთვის.

რჩევა რედაქციისგან: ნებისმიერი ადამიანის დაბერების ასაკი თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. რაც უფრო ადრე დაიწყებთ საკუთარ თავზე და მდგომარეობაზე ფიქრს, მით უფრო უკეთ იგრძნობთ თავს სიბერეში. დაიწყეთ მცირედით: შეცვალეთ თქვენი დღიური რუტინა, ძილის რეჟიმი, იზრუნეთ სწორ კვებაზე.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. ასე არ არის? რას ფიქრობთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს