არის ნივთები, რომელსაც საერთოდ ვერ ვამჩნევთ, სანამ თავის მოვალეობას ასრულებენ. მის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც გაფუჭდება. მაგალითად, სარეცხი მანქანის გაფუჭება მაშინვე გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ რამხელა საქმეს გვიკეთებს ის. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სარეცხი მანქანა დიდხანს არ გაფუჭდეს და მასში გარეცხილი ტანსაცმელი იდეალურად სუფთა და რბილი იყოს? ამ კითხვებზე პასუხებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
სარეცხი მანქანის გაფუჭება – რეცხვის პროცესში ნებისმიერი სარეცხი მანქანა ვიბრირებს, განსაკუთრებით წურვის რეჟიმში, მაგრამ თუ შენი მოწყობილობა ყანყალებს და ბაყაყივით ხტუნაობს, ეს ნიშნავს, რომ მის დამონტაჟებაში შეცდომებია დაშვებული.შესაძლოა დაავიწყდათ გადაზიდვის შემდეგ ჭანჭიკების მოჭერა, ასევე შეიძლება აბაზანის იატაკი იყოს არათანაბარი, ან მილსა და დოლურას შორის უცხო საგანია მოხვედრილი. იმისათვის, რომ უცხო ნივთები არ მოხვდეს სარეცხ მანქანაში, გაითვალისწინეთ შემდეგი პუნქტი.
შეამოწმეთ ჯიბეები – ზოგიერთი ნივთი სარეცხ მანქანაში წესების დაცვით უნდა გარეცხოთ, რადგან ნივთებთან ერთად შეიძლება თავად ტექნიკაც დააზიანოთ.ყურადღებით შეამოწმეთ ჯიბეები, რათა არ შეგყვეთ გასაღებები ან სხვა წვრილმანი. ნივთები მცირე დეტალებით ყოველთვის ირეცხება სპეციალურ ბადეში. ეს ასევე ეხება წინდებს და სხვა პატარა ნივთებს.
გაანიავეთ – იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი თანაშემწე ყოველთვის სუფთა იყოს, უნდა გაანიავოთ ხოლმე. ყოველი გარეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის კარი ღია დატოვეთ ხოლმე მინიმუმ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ კი ოდნავ შეღებული გქონდეთ.
არ გადატვირთოთ – მაშინაც კი, თუ ინსტრუქციაში მითითებულია მაქსიმალური დატვირთვა 6 კგ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ბოლომდე დატვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ტანსაცმელი დარჩეს ისეთივე ჭუჭყიანი, როგორც იყო გარეცხვამდე.ამიტომ შეიცოდე მანქანა და დატოვე ხოლმე მცირე თავისუფალი ადგილი. გაითვალისწინეთ, რომ ისეთი ნივთები, როგორიცაა ბალიშები, საბნები, პირსახოცები, შთანთქავენ ბევრ წყალს და მათი მასა საგრძნობლად იზრდება ხოლმე.
ვიცავთ დოზირებას – მნიშვნელოვანია, რომ სარეცხ ფხვნილზე მითითებული იყოს “ავტომატური”. ასეთი ფხვნილი ნაკლებად ქაფდება.არ იფიქროთ, რომ რაც მეტ სარეცხ ფხვნილს, ჟელეს ან კაფსულას ჩაამატებთ სარეცხ მანქანაში, მით უფრო კარგად გარეცხავთ. ზედმეტი თუ მოგივათ, კარგად გავლების შემთხვევაშიც სარეცხი შეიძლება წებოვანი იყოს.
დაარბილეთ წყალი, გაწმინდეთ ფილტრები – სარეცხი მანქანის წყლის გამაცხელებელზე ნადების გაჩენას ხელს უშლის წყლის დამარბილებელი ან სარეცხი ფხვნილი სპეციალური დანამატებით. თვეში ერთხელ მაინც უდა ჩართოთ ცარიელი სარეცხი მანქანა მაქსიმალურ ტემპერატურაზე ნადების საწინააღმდეგო ფხვნილით უჯრაში.თუ ფილტრი ძალიან დაბინძურდება, მილიდან შეიძლება წყალი ამოვიდეს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ფილტრის რეგულარული წმენდა. ის მდებარეობს კორპუსის ქვედა წინა მხარეს.
გახსენით ლუქი, მანამდე კი იატაკზე ტილო დაუფინეთ, რადგან წყალი გადმოიღვრება. ამის შემდეგ გახსენით თავსახური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამოიღეთ დაგროვილი ნარჩენები, შემდეგ კარგად გაწმინდეთ ხვრელი, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ დეკორატიული პანელი.