დაქორწინებამდე, ლინი ჩემპმა არც კი იცოდა, რა იყო ფიზიკური სავარჯიშოები და სწორი კვება. თუმცა, ქორწინება გოგოსთვის უბედური აღმოჩნდა და ამის გამო, მისი ფიზიკური ფორმა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ლინმა გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა, და დარდს ჭამით იმსუბუქებდა. ქალი ყოველდღე დადიოდა “მაკდონალდსში”, გადაადგილდებოდა ავტომობილით და თითქმის არ მოძრაობდა. ერთხელ, სასწორზე დადგომისას, რიცხვი 127 დაინახა.
24 წლის ასაკში, მან რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. პირველ რიგში, გაშორდა ქმარს, მეორეც – ჩაასწორა რაციონი. ქალმა ფასტფუდი სრულად ჩაანაცვლა ჯანსაღი კვებით. ასევე, დაიწყო აუზზე სიარული.
ლინი ამბობს, რომ იგი იმ ვარსკვლავების მაგალითებით შთაგონდა, რომლებმაც, სხვადასხვა დროს, შეძლეს ჭარბი წონის მოშორება. მეორე მხრივ, ქალმა ძალიან ბევრი წაიკითხა სწრაფად გახდომის მეთოდების შედეგების(ჩამოწელილი კანი და სხვ.) შესახებ, ამიტომ პერიოდულად ჩერდებოდა და თავს გემრიელობის ჭამის უფლებას აძლევდა.
1.5 წლის შემდეგ, ლინმა აღმოაჩინა, რომ თავისი წონის თითქმის ნახევარი დაიკლო. თუმცა, დასახული მიზნის მისაღწევად კიდევ ბევრი შრომა სჭირდებოდა.
ახლა ლინი 28 წლისაა და 51 კგ-ს იწონის. იგი ამბობს: -“როცა მიზანი დავისახე, ეს ჩემი ცხოვრების წესად იქცა და არა გახდომად.”
ახლა ქალმა არამხოლოდ იცის, როგორ მართოს თავისი წონა, არამედ აზროვნებასაც აკონტროლებს. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა!