ზოგჯერ ძალიან სახალისოა გონიერ ბავშვთან ურთიერთობა. მშობელი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, თუ რა ეშმაკური მანიპულაციის გაკეთება შეუძლია მას. ასეთი რამ მოხდა ვიქტორის ოჯახში.
გონიერი ბავშვი
დანიელი ძალიან კეთილი ბიჭი იყო, მაგრამ საკმაოდ ცელქი. ხან ხის წვერზე აძვრებოდა, ხან ქათმებს დააწიოკებდა, ხან ბებიას აბრაზებდა, ხან ტყეში იპარებოდა. ვიქტორი მშვიდად უყურებდა შვილის ოინბაზობას, რადგან ერთ დროს თავადაც ეგეთი იყო. თუ ბიჭი რამეს იტკენდა, ჩაეხუტებოდა და ამშვიდებდა ხოლმე. მამა-შვილს იდეალური ურთიერთობა ჰქონდა.
ბავშვები იზრდებიან – როდესაც დანიელი 13 წლის გახდა, ახალი მეგობრები შეიძინა. მამასთან ნაკლებ დროს ატარებდა და ეს ამ ასკისთვის ბუნებრივი იყო, მაგრამ ხანდახან დარდობდა, რომ შვილი საეჭვო წრეში არ მოხვედრილიყო. რა მოხდება, თუ ცუდი რამ დაემართება? ან არასწორ საქციელს ჩაიდენს? ეს კითხვები მუდამ აწუხებდა მამას და ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლიდა.
საშიში წერილი – იმ დილით ვიქტორმა ვერ იპოვა თავისი პლანშეტი, რომელშიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდა. ვერ ხვდებოდა სად უნდა წასულიყო, რადგან ერთი წუთითაც არ დაუტოვებია უყურადღებოდ და მხოლოდ სალში იდო.
“-დანიელი სად არის?” – ჰკითხა ცოლს. “-ის უკვე წავიდა სკოლაში. მითხრა, რომ ბიჭებს უნდა შეხვედროდა.” ვიქტორს არ სურდა ეფიქრა, რომ პლანშეტი შვილმა მოიპარა. ან რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? მას ისედაც ჰქონდა თავისი ტელეფონი და ლეპტოპი. თან მამა ჯიბის ფულს რეგულარულად აძლევდა ხოლმე. -ტელეფონს არ პასუხობს, ალბათ უკვე გაკვეთილზეა.” მამა შვილის ოთახში შევიდა და ეუცნაურა იდეალურად დალაგებული ოთახი. დანიელი არასდროს გამოირჩეოდა წესრიგის სიყვარულით. მაგიდაზე წერილი იდო წარწერით “მამას”. ვიქტორს გული შეეკუმშა და აღელვებულმა დაიწყო წერილის კითხვა.
ბიჭის წერილი – “ძვირფასო მამა, მაპატიე, რომ სახლიდან გაუფრთხილებლად წავედი. ვიფიქრე, რომ არ ღირდა, რადგან მაინც ვერ შეამჩნევდი. შენ სულ დაკავებული ხარ ხან სახლის საქმით, ხან ოფისის. გადავწყვიტე ბიჭებთან ერთად ქალაქგარეთ ვიცხოვრო, თავიდან კარვებში ვიცხოვრებთ, მერე ვნახოთ. შენ არ ინერვიულო, ჭკვიანად ვიქნებით.ვიქტორს ნერვიულობისგან ყელი გაუშრა, მაგრამ კითხვა განაგრძო: “გადავწყვიტეთ, რომ თავიდან ვიმღეროთ ქუჩაში და ასე ვიშოვოთ საარსებო ფული. თავიდან ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ მივეჩვევით. ვიშრომებთ და ცხოვრებას ვისწავლით. არ მეძებოთ. მიყვარხართ შენ და დედა. გკოცნით ბევრს.”ვიქტორს ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა, არ იცოდა რა უნდა ექნა. ამ დროს მაგიდაზე მეორე წერილიც დაინახა: “მამა გეხუმრე! გუშინ შენი პლანშეტი ავიღე მისი ზომების შესამოწმებლად. მინდოდა შენთვის საჩუქრის გაკეთება და ახალი ჩასადები შემეკვეთა. სიჩქარეში პლანშეტი გამივარდა და ეკრანი გატყდა. მაპატიე, მოვაგროვებ ფულს და გამოვუცვლი. სკოლის შემდეგ სახლში ვიქნები როგორც ყოველთვის.”
საყვარელი შვილი – ვიქტორმა ჯერ პლანშეტის ჩასადებს შეხედა, ის მართლაც გამოსაცვლელი იყო. თავად პლანშეტის მინა გაბზარული იყო, სერიოზული არაფერი, გაკეთდებოდა. შემდეგ ისევ პირველ წერილს მიუბრუნდა და გაეღიმა. მართლაც ცოტა დროს უთმობენ ერთმანეთს მამა-შვილი. ამიერიდან მეტად უნდა მოიცალოს თავისი ბიჭისთვის.იმავე დღეს ოჯახმა დაგეგმა გასეირნება ქალაქგარეთ, ტბაზე. აღარავის უხსენებია გატეხილი ეკრანი. ვიქტორი და დანიელი ენთუზიაზმით გაიხილავდნენ, თუ როგორ უნდა ეთევზავათ და რა მოემზადებინათ დაჭერილი თევზით.
თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს შვილებთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.