ნუცა ბებია მოულოდნელად ესტუმრა შვილიშვილს. მარინას ორი შვილი ჰყავდა, სამ ადგილას მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ძლივს გაჰქონდა თავი. მას არაფერი ჰქონდა, რომ ბებიას გამასპინძლებოდა და ძალიან შეწუხდა. თუმცა, მოხუცი ჩაის დასალევად არ მისულა, მას სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა შვილიშვილთან. ის ცდილობდა, რაც შეიძლება საცოდავი გამომეტყველება მიეღო:”ბებო, დავბერდი უკვე, მიჭირს თავის მოვლა. მოვედი, რომ დახმარება გთხოვო. შენ ხომ ჩემი საყვარელი შვილიშვილი ხარ?”. ბებიამ აუხსნა, რომ სჭირდებოდა მატერიალური და სახლის საქმეებში დახმარება. თუ მარინა დასთანხმდებოდა, ბინას მას დაუტოვებდა.
ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა
მიუხედავად იმისა, რომ მარინა სამ ადგილას მუშაობდა, ბებიას დახმარებაზე უარს არ ეტყოდა და რა თქმა უნდა დასთანხმდა, მითუმეტეს, მოხუცი მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათობით სთხოვდა მისვლას. თან გააფრთხილა, რომ ანდერძზე არაფერი ეთქვა, რადგან სხვა შვილიშვილებს არ სწყენოდათ.მარინას დატვირთული გრაფიკი ახლა უფრო დატვირთული გახდა, ხარჯიც დაემატა. ბებიას მუდმივად სჭირდებოდა ძვირადღირებული წამლები და პროცედურები.
ბებიის სახლში ის ასუფთავებდა, რეცხავდა, ამზადებდა სადილებს. შემდეგ სახლში გარბოდა თავის შვილებს და სამსახურს უბრუნდებოდა და ასე ტრიალებდა, როგორც ციყვი ბორბალში.ქალს ისედაც რთული ცხოვრება ჰქონდა. სამ სამსახურს ძლივს აუდიოდა, ახლა კი დაემატა სამუშაო, რომელსაც მატერიალური შემოსავალი არ მოჰქონდა, მაგრამ მორალურად გამართლებული იყო და არ ეზარებოდა ბებიის დახმარება.
თავხედობა – მეორე ბედნიერება – როდესაც ბებიამ დაინახა, თუ რა ადვილად დასთანხმდა შვილიშვილი დახმარებას, ისევ ჩაიცვა ღარიბულად და ახლ მეორე შვილიშვილთან წავიდა. ნუცა ბებიას სულ 6 შვილიშვილი ჰყავდა, ასე ჩამოიარა ყველასთან და ყველას ბინის დატოვებას დაჰპირდა მოვლის სანაცვლოდ. ასე რომ, ნათესავები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არ იყვნენ, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დავალებას ერთ კონკრეტულ დღეს.ბებიას მეექვსე შვილიშვილის ამ აფიორაში ჩართვა არ უნდოდა, რადგან იცოდა, რომ ის მდიდარი იყო და არ დასთანხმდებოდა მოხუცთან სიარულს, არც მისი ბინა არ სჭირდებოდა. ბებიამ მაინც დაურეკა, მაგრამ როგორც ელოდა, უარი მიიღო.
ნუცას ჰყავდა მეგობარი ლიანა, რომელიც უკვე 20 წელია მეზობლად ცხოვრობდა. ამ 20 წლის განმავლობაში ლიანა ძალიან გასუქდა, ნუცა კი ისევ ისეთი გამხდარი იყო. “როგორ შეგიძლია, ნუცა ამის გაკეთება? მათ თავისი საქმე თავზე საყრელად აქვთ, ფულიც უჭირთ, შენ ქმრის პენსიაც გაქვს, შვილიშვილებსაც სთხოვ. ჯანმრთელი ხარ და ყველაფერს შოკოლადებსა და მოგზაურობაში ხარჯავ.” – საყვედურობდა ლიანა.მაგრამ ნუცა არაფერს ნანობდა. მას თავისი გეგმები ჰქონდა: “ლიანა, კიდევ მინდა ცხოვრება. შეხედე შვილიშვილებს, ბინას რომ დავპირდი, როგორ გააქტიურდნენ. ეხლა მალდივებისთვის ვაგროვებ ფულს. უნდა ვნახო ლამაზი ადგილები.”
უსიამოვნო სიახლე – მარინა ტელეფონის ზარმა შეაკრთო. რეკავდა იურისტი და ოფისში მისვლას სთხოვდა. მაშინვე გაეთავისუფლა სამსახურიდან და წავიდა. ოფისში თავისი ნათესავები დახვდა და მაშინვე მიხვდა რატომაც. ბებია 7 ლის გამავლობაში ატყუებდა ყველას. ახლა კი მემკვიდრეობა არავის ეკუთვნის. მარინა აღარც დალოდებია ანდერძის წაკითხვას, ისე დატოვა იქაურობა.”როგორ მოხერხებულად გააცურა ყველა ბებიამ. ამბობდა, რომ სანატორიუმში მიდიოდა სამკურნალოდ, ამ დროს კი თურქეთში სეირნობდა. როგორ შეეძლო ახლობელ ადამიანს ასე უსინდისოდ მოქცეულიყო?”მარინა სახლში დაბრუნდა და დასასვენებლად წამოწვა. თვალში ბებიას ფაიფურის ფიგურა მოხვდა, რომელიც მისმა ქალიშვილმა დაუკითხავად წამოიღო ნუცასგან.
სამართალმა პური ჭამა – მარინას დაბრუნება უნდოდა ფაიფურის ფიგურის, მაგრამ ბებია ზარებს არ პასუხობდა. როგორც ჩანს, მაშინ ის ინდონეზიაში იყო. სწორედ ამ მოგზაურობის დროს დაიღუპა ნუცა. მარინამ გაარკვია, რომ ტურისტულ კომპანიაში ბებიამ 15-ჯერ შეიძინა საგზური და სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა.ამის გახსენებაზე მარინამ ხელი წამოავლო ფიგურას და გაბრაზებულმა ძირს დაახეთქა. ნამსხვრევებში მოულოდნელად ფულის სქელი შეკვრა შეამჩნია. “ესეც შენი მემკვიდრეობა, ბებია, ღმერთმა ნათელში გამყოფოს!”