ქმრის დედა გათხოვდა და ბინა ჩვენ დაგვიტოვა, უკვე ჩვენი გვეგონა, მაგრამ დედამთილმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდო

5299

“ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს დედამთილს, ახალი შეყვარებული ყავს!” – შემოგვჩივლა მაკამ. მას რთული პერიოდი აქვს და ცდილობს საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებას. ქმრის დედას შეეძლო მათი დახმარება, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. რა მოხდა და როგორ დამთავრდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ახალი თაყვანისმცემელი

როდესაც გიორგის გავყევი ცოლად, საკუთარი სახლი არ გვქონდა. თავიდან დედამისთან, ოლიასთან ვცხოვრობდით, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ ქალთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ შეიძლებოდა. არა, ის ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ ბევრი უცნაურობა ახასიათებდა.მაგალითად, უყვარდა ყველაფერი ძველი დ მისი ბინა ანტიკვარების საწყობს უფრო გავს, ვიდრე ჩვეულებრივ საცხოვრებელს. ამასთან, არ უყვარს დალაგება და მთელი მისი საგანძური მტვრის ბუდე იყო.

ამასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ქირით გადავსულიყავით ცალკე, მაგრამ ფული ბევრი არ გვქონდა. ჩემი ქმარი ავტომექანიკოსად მუშაობს, მე კი ბუღალტერი ვარ, თან მალე დავფეხმძიმდი. საკუთარი სახლის ყიდვაზე ვერც ვიოცნებებდით.დედამთილი არაფერში გვიშლიდა ხელს. ის არ განეკუთვნებოდა იმ ქალების კატეგორიას, რომელსაც შენიშვნების მიცემა და საქმეებში ცხვირი ჩაყოფა უყვარს. ამისთვის ნამდვილად ვაფასებდი, მაგრამ სულ დაძაბული ვიყავი. მას ყოველთვის შეეძლო რაღაც ემაიმუნა.ასეც მოხდა. ერთ დღეს გათხოვება გადაწყვიტა. ის 61 წლის არის, მისი კავალერი კი 59-ს. როგორც თვითონ ამიხსნა, ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. მამაკაცმა მაშინვე მასთან გადასვლა შესთავაზა. ქონდა საკუთარი აგარაკი და პატარა ფერმა. ოლიკოს კარგა ხანია სურდა ბუნებაში ყოფნა, ამიტომ მაშინვე დასთანხმდა.

უცაური დედამთილი – ამის შემდეგ შემოგვთავაზა, რომ მის სახლში გადავსულიყავით. ეს ძალიან გვაწყობდა, რადგან ქირის ფულს დავზოგავდით და ბინის საყიდელ ფულს გადავდებდით. თან სახლი კარგ უბანში იყო.ერთი თვის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ამ სიძველეებთან ცხოვრება და ბავშვის გაზრდა რთული იქნებოდა. სახლშიც უსიამოვნო სუნი იდგა. შემდეგ ვიფიქრე, ხომ შეიძლებოდა ამ სახლის გაყიდვა და უკეთესის ყიდვა? ეს აზრი ქმარსაც მოეწონა. მაგრამ დედამთილს არა: “ჩემი ბინა ხელშეუხებელია! სანამ ცოცხალი ვარ, მის გაყიდვაზე არ დავთანხმდები! სად უნდა წავიღო ჩემი შეგროვილი ანტიკვარები?” “გადავყრი ნაგავში” – გავიფიქრე მე, მაგრამ არაფერი მითქვამს. საბოლოოდ ბინის გაყიდვის იდეა ჩაიშალა. არადა არ მინდა ჩემი შვილი ამ მტვრიანი ძველმანების გარემოცვაში იზრდებოდეს. როგორ გავაგებიო ეს დედამთილს?

რჩევა რედაქციისგან: ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს მაკა. მაგრამ ვთვლით, რომ ქალბატონი ოლიას სურვილს პატივი უნდა სცეს. ბინა მას ეკუთვნის და მხოლოდ მას აქვს უფლება გადაწყვიტოს რა უნდა ქნას. გარდა ამისა, ერთ დღეს შეიძლება უკან დაბრუნება მოუწიოს.ასეა თუ ისე, მაკამ უნდა დაანებოს დედამთილის ბინას თავის და იფიქროს, როგორ გაზარდოს შემოსავალი, რომ საკუთარი სახლი შეიძინოს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს