დახმარების თხოვნა იმედდაკარგული დედისგან, რომლის 16 წლის ქალიშვილი უფროს მამაკაცს ხვდება.

0
1312

მოზარდ გოგონებში გარდატეხის ასაკი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ბიჭებში. სანამ მათი თანატოლი ბიჭები კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, თავად სასიყვარულო რომანებს კითხულობენ. მოზარდობის სიყვარული ძლიერი გრძნობაა და არ ჰგავს ზრდასრული ადამიანის სიყვარულს. თინეიჯერები ბევრად ემოციურები და გულუბრყვილოები არიან.დედები ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის ფსიქოლოგს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ნატას ამბავს, რომლის16 წლის ქალიშვილი 35 წლის მამაკაცს ხვდება. გოგონა დარწმუნებულია, რომ თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა.”ირინა რამდენიმე თვეა ხვდება მამაკაცს, რომელიც მასზე ბევრად უფროსია! ის განქორწინებულია და 10 წლის შვილი ჰყავს. ვთხოვე, ვეჩხუბე, რომ შეეწყვიტა ეს სისულელე, მაგრამ არ მისმენს.”

შეყვარებული მოზარდები

სიყვარული – ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა. პრობლემა ის არის, რომ მოზარდ გოგონებს იშვიათად უყვარდებათ თანატოლები. ისინი წარმოსახვაში იდეალურ მამაკაცს ხატავენ და ძირითადად ეს შუახნის, სიმპათიური ყმაწვილია. მან კარგად იცის როგორ უნდა მოიქცეს გოგონებთან, ამიტომ მარტივად ხიბლავს გამოუცდელ მოზარდებს. რა თქმა უნდა დიდი ასაკობრივი სხვაობა მშობლებს აწუხებს და მთელი ძალით ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას.გარდატეხის ასაკში მოზარდი იწყებს სამყაროს სხვანაირად შეცნობას. ხშირად ეს მშობლებთან კონფლიქტით მიმდინარეობს და რთულია მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. მოზარდი უფრო მეტად ენდობა მეგობრებს და მშობლის ავტორიტეტი უკანა პლანზე გადადის. აგრესიულად რეაგირებს შენიშვნებზე და ახდენს პროტესტის დემონსტრირებას.აგრესია შვილის საყვარელია ადამიანის მიმართ დედისგან წუხილის გამოხატულებაა მის მომავალზე. ქალიშვილი კი ამას სხვანაირად ხედავს – თვლის, რომ დედას არ სურს ის ბედნიერი იყოს.

რისი ეშინიათ მშობლებს – სანამ რაიმე ზომებს მიიღებს, დედა ჯერ საკუთარ თავთან უნდა გაერკვეს, თუ რა აწუხებს კონკრეტულად და დაუსვას კითხვები: “რისი მეშინია?”, “რა შეიძლება მოხდეს?”, “რამდენად გამართლებულია ჩემი შიში?” ნორმალურია, როცა შენი შვილის კეთილდღეობა გაინტერესებს და გაწუხებს მისი ფიზიკური სიახლოვე სხვა მამაკაცთან.უნდა გაარკვიოთ, რამდენად იცის გოგონამ უსაფრთხოების წესები და რამდენად არის ინფორმირებული სგგ დაავადებებზე? პირველი სიყვარული ხანმოკლე გრძნობაა და მალე ნელდება. თუმცა აკრძალვა და მკაცრი ტონი მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას და უკუშედეგს გამოიწვევს. მაშინ რა არის სწორი?

როგორ უნდა მოიქცეს დედა – ფსიქოლოგები თვლიან, რომ მშობლები მოზარდის ურთიერთობაში არ უდა ჩაერიონ. უნდა შეიკავო თავი მკაცრი აკრძალვებისგან და მხარში ამოუდგნენ. იმისათვის, რომ მან შეძლოს საღი გონებით დაინახოს სიტუაცია, ესაუბრეთ ხოლმე, გაიგეთ მის განცდებსა და შიშებზე, შეეცადეთ დაეხმაროთ მას. დაუსვით სწორი კითხვები, არ მოითხოვოთ დაჟინებით არაფერი და რჩევა მხოლოდ მაშინ მიეცით, როდესაც ის თავად გთხოვთ ამას.ამის შემდეგ ის ზრდასრულ მამაკაცს არ დაშორდება, მაგრამ ეცოდინება როგორ მოიქცეს პრობლემის შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად გაჩნდება. უფრო მშვიდად რომ იყოთ, გაიცანით შვილის რჩეული და ადევნეთ თვალი ახლოდან მშვიდად და მოთმინებით.

ნდობა მოზარდებსა და მშობლებს შორის დიდი იშვიათობაა. ისინი მშობლებს ერიდებიან და არ უზიარებენ გამოცდილებას. თუ ვერ ახერხებთ შვილთან საერთო ენის გამონახვას, მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელსაც ბავშვები უფრო ენდობიან და რომელიც დაეხმარება მათ მომავალი ცხოვრების დაგეგმვაში. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.