სააბაზანო ოთახის დასუფთავება არ არის მთლად სასიამოვნო საქმე, მითუმეტეს უნიტაზის, თუმცა მისი სისუფთავის დაცვა აუცილებელია. საუკეთესო და ყველაზე იაფი სადეზინფექციო საშუალებაა ქლორი. ის ებრძვის უსიამოვნო სუნს და ბაქტერიებს. ამის გარდა არსებობს კიდევ უამრავი საშუალება, რომელიც ნაკლებად აგრესიულია და არ აღიზიანებს თვალებს და სასუნთქ სისტემას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით მათი გამოყენების წესებს.
აბაზანის დასუფთავება
სააბაზანო ოთახი მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა დასუფთავდეს. მე სახლში ორი კატა მყავს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ტუალეტს, ამიტომ ყოველდღე ვალაგებ, რათა არ გავრცელდეს ბაქტერიები მთელს ბინაში. ისინი ისინი ხომ თათებით შემდეგ მაგიდასა და ავეჯზე დადიან.პირველ რიგში, უნიტაზს ყოველთვის ვაფარებ თავზე რათა კატა შიგნით არ ჩავარდეს. თავზე დაფარება აგრეთვე საჭიროა იმისთვის, რომ ჩარეცხვის დროს წყლის შხეფები და ბაქტერიები არ გაიფანტოს გარშემო. ამიტომ ასწავლეთ ოჯახის წევრებს ყოველთვის დააფარონ ხოლმე თავზე უნიტაზს.
უნიტაზის გახეხვა ზემოდან ქვემოთ – ბაქტერიები რჩება უნიტაზის კედლებსა და სხვა მოწყობილობაზე. ამიტომ გაწმენდა დაიწყეთ სუფთა ზედაპირით სპირტის შემცველი ან ქლორიანი ხსნარით. თუ ქიმიური საშუალების გამოყენება არ გინდათ, აიღეთ სოდა, ლიმონმჟავა და სხვა ნატურალური პროდუქტები. ისინი შესანიშნავად ასრულებენ თავის საქმეს და ქლორისგან განსხვავებით არ აქვთ მძაფრი სუნი, თუმცა თუ ქლორზე ალერგია არ გაქვთ, ის საუკეთესო შედეგს იძლევა. თავი დაიცავით ნიღბით და ხელთათმანებით.
უნიტაზის დეზინფექცია სახეხი ჯაგრისით – სანამ უნიტაზს ჯაგრისით გახეხავთ, გაუკეთეთ დეზინფექცია მას ტავის ჩასადებთან ერთად. ჩაასხით ჩასადებში სადეზინფექციო სითხე და დააყოვნეთ 10 წუთით. ეს პროცედურა ხშირად გაიმეორეთ ხოლმე. ჯაგრისის სახელურიც გაწმინდეთ ხოლმე სპირტიანი აგენტით.
უნიტაზი უნდა გაირეცხოს მთლიანად – უნიტაზიც ზემოდან ქვემოთ უნდა გახეხოთ. თავიდან ყველა კუთხეში წაუსვით ტუალეტის სახეხი სქელი ჟელე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შიდა რგოლს, სადაც ყველაზე მეტად გროვდება ნადები. სანამ საწმენდი ჟელე მუშაობს, დაამუშავეთ სახურავი და წყლის ავზი. ამის შემდეგ ჩამორეცხეთ ყველაფერი წყლის ჭავლით და მოწმინდეთ იატაკი ქლორის შემცველი პროდუქტით.ბოლოს უნიტაზს ვასხურებ შუშების საწმენდ სითხეს. ის შეიცავს სპირტს და გაანადგურებს დარჩენილ მიკრობებს. შეგიძლიათ გაწმინდოთ ანტიბაქტერიული ერთჯერადი ხელსახოცით. ტილო აქ არ გამოგადგებათ, რადგან მასზე ბაქტერიები რჩება.
რჩევა რედაქციისგან: დღეში რამდენჯერმე ადამიანი ეხება ტუალეტის ავზის ღილაკს. ამიტომ მისი დეზინფექცია უფრო ხშირად უნდა მოხდეს. არ დაგავიწყდეთ გამოყენებული ხელთათმანების დეზინფიცირება სარეცხი საპნით ან სხვა საშუალებით. თქვენ რა საშუალებებს იყენებთ ხოლმე აბაზანის დასასუფთავებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.