გაბრაზებული ქმარი შევიდა ცოლის პალატაში, რომელიც იქ ავარიის შემდეგ მოხვდა და გამოაცხადა, რომ მისი დანახვა აღარ სურდა და შორდებოდა. მან ყველაზე მთავარი არ იცოდა.

0
29389

სტატისტიკურად ყოველი მეორე ზრდასრული ადამიანი განიცდის უნდობლობას ურთიერთობებში და ეჭვიანობს. ასეთია ადამიანის ბუნება: ფხიზლად ვართ საყვარელ ადამიანთან მაშინაც კი, როდესაც შეგვიძლია მოვდუნდეთ და ვენდოთ.როდესაც ეჭვიანობის გრძნობა ახალგაზრდებში ჩნდება კიდევ არაუშავს, ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია, არ აქვთ გამოცდილება, ამ პერიოდში ზოგადად ყველა გრძნობა მძაფრია, მაგრამ როდესაც “ეჭვიანი ოტელო” ზრდასრული მამაკაცია, სიტუაცია უარესდება, სპეციალისტები კი გვაფრთხილებენ, რომ ეს შეიძლება ფსიქიკური დაავადების სიმპტომიც იყოს.

ეჭვიანობა

ბავშვობა – მაქსიმესგან ბავშვობაში მშობლები ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვდნენ. გაუჭირდა მათემატიკის სწავლა? მაშინვე რეპეტიტორს ქირაობდნენ, უცხო ენაში ვერ გაიგო რამე? დამატებითი გაკვეთილები დაეხმარება. სპორტშიც კი მაქსიმალური ქულა უნდა ჰქონოდა. სკოლაში ფაქტიურად არ ჰყავდა მეგობრები, სულ სწავლობდა და მეცადინეობდა.ამ ყველაფერმა მის კარიერულ წინსვლას ხელი შეუწყო. სკოლის მერე უნივერსიტეტში ჩააბარა, იქაც კარგად სწავლობდა, მაგრამ ვერ იტანდა საგანმანათლებლო პროცესიდან ყურადღების გაფანტვას. არასდროს ეხმარებოდა სხვა სტუდენტებს სკამების გადატანაში, ან თუნდაც რამეს გადაცემაში. ვერაფრით ვერ გამონახა საერთო ენა ჯგუფელებთან და აქაც მეგობრის გარეშე იყო.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაქსიმემ კარგი სამსახური იპოვა და იქ ერთ თანამშრომელს დაადგა თვალი. გოგონასაც მოსწონდა პერსპექტიული, ნიჭიერი ბიჭი.

ურთიერთობა – მალე ახალგაზრდებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს. სახლის და სამსახურის საქმეები რა თქმა უნდა, ბეზრდებოდა, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. რუსა გრძნობდა დაძაბულობას და ცდილობდა ზედმეტად არ შეეწუხებია საყვარელი მამაკაცი, რომელიც ზედმეტად წესრიგის მოყვარული იყო, ხანდახან გამაღიზიანებლადაც.გავიდა ორი წელი. მაქსიმეს კიდევ უფრო პერსპექტიულ სამსახურში გადავიდა, რუსა ისევ ძველ ოფისში დარჩა. ახალგაზრდები კარგად უმკლავდებოდნენ ცხოვრებას და დასასვენებლადაც დადიოდნენ. მაქსიმემ მეგობარიც შეიძინა და მასთან ერთად საბილიარდეში დადიოდა ხოლმე სათამაშოდ.ყველაფერი კარგად მიდიოდა, ოჯახის უფროსმა ახალ ბინაში გადასვლაც გადაწყვიტა: ქალაქის ცენტრში, კარგი რემონტით, ახლოს ქონდა სპორტული დარბაზი, სილამაზის სალონი. თუმცა, რაღაც დისკომფორტს გრძნობდა, ან ცხოვრება გახდა უინტერესო და ერთფეროვანი, ან ის, რომ მისი ქალბატონი უფრო და უფრო ხშირად გადიოდა სხვა ოთახში ტელეფონით ხელში.თავისი ეჭვების შესახებ მეგობარს უამბო, შემდეგ ბარში დასხდნენ, დალიეს, არაფხიზელი გონებით მამაკაცებმა ბევრი იმსჯელეს და დაასკვნეს, რომ რუსა ქმარს ღალატობდა!

პრობლემები – მაქსიმე სახლში წავიდა და მეორე დღეს არაფერი ახსოვდა, თუმცა ისევ ხედავდა, რომ რუსა გადიოდა აბაზანაში ან სხვა ოთახში ტელეფონით ხელში და ისევ შეუჩნდა ეჭვის ჭია.ნაშუადღევს ტელეფონმა დარეკა და მაქსიმეს შეატყობინეს, რომ ცოლი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში იყო მსუბუქი ტრავმებით, ხოლო მასთან ერთად მყოფი მამაკაცის მდგომარეობა უფრო რთული იყო. გაფითრებული და გაცოფებული მაქსიმე სასწრაფოდ კლინიკისკენ გაეშურა.

საავადმყოფო – საავადმყოფოში მაქსიმე ჩხუბით შევარდა, ყვიროდა, ცოლს ღალატში ადანაშაულებდა. ქალი გონებაზე იყო, მაგრამ გაბრუებული და პასუხის და ახსნის თავი არ ჰქონდა.-შენი დანახვაც აღარ მინდა! – მიაძახა ბოლოს ქმარმა და წავიდა.რუსა ჩუმად ტიროდა, მთელი სხეული ტკიოდა, მაგრამ სული კიდევ უფრო მეტად. გვერდით პალატაში კი მისი ძმა იწვა, სამწუხაროდ უგონო მდგომარეობაში…აქვს კი აწი მაქსიმესთვის ახსნას აზრი, რომ ძმა ინტერიერის კარგი დიზაინერია და მისი რჩევა საკმაოდ ფასეულია, როდესაც ახალი ბინის ყიდვა გსურს? რომ მასთან ერთად ქმრისთვის ლამაზი სიურპრიზის გაკეთება სურდა ქმრისთვის?

როგორ ფიქრობთ, რის შემდეგ დაინგრა ოჯახი? მაშინ, როდესაც მაქსიმემ პირველად შეიტანა ეჭვი ცოლის პატიოსნებაში? თუ საავადმყოფოს შესასვლელში ატეხილი დებოშის შემდეგ? თუ გაცილებით ადრე, როდესაც მშობლებმა არ მისცეს შვილს სოციუმში ადაპტაციის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.