ბაბუა მთელი ცხოვრება თავს სარეცხი საპით იბანდა, თმები აბრეშუმივით რბილი ჰქონდა. მე კი შამპუნის მაგივრად კონდენციონერის ვიყენებ.

221

დამატენიანებელი კონდენციონერი თმებისთვის – თავის მოვლის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა. ის ისეთივე საჭირო ნივთია, როგორც შამპუნი. უნდა აღვნიშნოთ, რომ თმის ნიღაბი და კონდენციონერი ორი განსხვავებული ნივთია. რისთვის გვჭირდება ის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

დამატენიანებელი კონდენციონერი თმებისთვის

შამპუნნი განკუთვნილია სკალპის და თმის დასაბანად და ჭუჭყის მოსაცილებლად, ხოლო კონდენციონერი თმის დასატენიანებლად და გარე ფაქტორებისგან დასაცავად. ის გამოიყენება ყოველი დაბანის შემდეგ თმის მთელ სიგრძეზე, არ უნდა შეიზილოთ ძირებში, გაიჩეროთ 3-5 წუთი და ჩამოიბანოთ თბილი წყლით. შედეგად თმა ხდება რბილი, ადვილად ივარცხნება და ნაკლებად ზიანდება. არის უფრო მბზინვარე და ელასტიური.გოგონებს, ვისაც აქვთ მშრალი და შეღებილი თმა, კონდენციონერი რეგულარულად უნდა გამოიყენონ. ის იცავს თმის სტრუქტურას სიმშრალისგან და უნარჩუნებს ტენიანობას.

არსებობს შამპუნი 2IN1 – რომელიც აერთიანებს კონდენციონერსა და შამპუნს. ის კარგად ატენიანებს გამომშრალ სკალპს, აშორებს სიმშრალისგან გამოწვეულ ქერტლს, თმას უფრო მორჩილს ხდის. Сo-washing – ეს არის თმის დაბანა მხოლოდ კონდენციონერით.ამ მეთოდს იყენებენ ხვეული თმის მქონე ქალები. ის მუდმივად საჭიროებს განსაკუთრებულ კვებას, რადგან უფრო მეტად აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება.

თავის დაბანა კონდენციონერით – Сo-washing რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც აქვს გაყოფილი თმის ბოლოები და სურს ჰქონდეს ჯანსაღი თმა. უმეტესად, შეღებვის შემდეგ თმა იმდენად ზიანდება, რო აუცილებელი ხდება მისი შემოკლება. ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე კვირა უნდა დაიბანოთ თავი კონდენციონერით.თუ თმის ძირები მალე გიცხიმიანდებათ, მაშინ დაბანის ეს მეთოდი არ იმუშავებს. ბალზამი განკუთვნილია თავად თმისთვის და არა ძირებისთვის. ცხიმიანობის შემთხვევაში, თმაზე უსიამოვნო წებოვანი ფენა გაჩნდება.პირველ რიგში საჭიროა სკალპის სისუფთავის დაცვა, თმის აღდგენა და კვება მეორე ადგილზეა. ზედმეტი ცხიმი და თმის მოვლის საშუალებები ხურავს თავის კანის ფორებს, რაც ხელს უშლის სისხლის მომოქცევას და ჯანსაღი თმის ზრდას.

თმის შეღებვა და ლამინირება – კონდენციონერს ზოგჯერ იყენებენ თმის რაც შეიძლება ფრთხილად გასაღიავებლად. ამისთვის გამაუფერებელ ფხვნილს ურევენ კონდენციონერში. რაც ტენიანობას უნარჩუნებს თმას ნაკლებად აზიანებს.ძვირადღირებული პროცედურის – თმის ლამინირების ნაცვლად, შეგიძლიათ თმაზე წაისვათ ბალზამი და შეიფუთოთ თავი სამზარეულოს ცელოფნით. გაიჩერეთ ნახევარი საათით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რჩევა რედაქციისგან: სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად შეარჩიეთ შამპუნი და კონდენციონერი თმის ტიპის მიხედვით. გამოიყენეთ ხოლმე თავის სკრაბი, რათა კარგად გაიწმინდოს ფორები. თმის ფოლიკულები სისხლით უკეთ რომ მომარაგდეს, გაიკეთეთ თავის მასაჟი დღეში 5 წუთის განმავლობაში.თქვენ როგორ უვლით თმებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს