მამაკაცმა თავისი უსუსური ცოლი მიატოვა ახალშობილით ხელში. წლების შემდეგ შვილმა შური იძია უგულო მამაზე.

2490

შეუძლია თუ არა შვილის შურისძიებას აღადგინოს ოჯახში წესრიგი? კითხვა რთული და უკიდურესად ორაზროვანია. ბევრი ბავშვი იზრდება მამის გარშე და არც პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირია გამონაკლისი, მაგრამ რა გაუკეთა მან საკუთარ მამას, რომელმაც ბავშვობაში მიატოვა?

შვილის შურისძიება

მარინა 16 წლის იყო, როდესაც დაფეხმძიმდა. ბავშვის მამა მასზე ერთი წლით უფროსი იყო. წყვილი რამდენიმე თვე ხვდებოდა ერთმანეთს და ეგონათ, რომ მზად იყვნენ სერიოზული ურთიერთობისთვის, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დადგნენ, სანდრომ უკან დაიხია და გაქრა.გოგონას მშობლები თავიდან ძალიან გაბრაზდნენ, როდესაც მისი ფეხმძიმობის ამბავი გაიგეს. მამა დედას ადანაშაულებდა უყურადღებობაში, დედა კი სულ ეჩხუბებოდა გოგონას. შემდეგ ცოტა დამშვიდდნენ, თუმცა, თვლიდნენ, რომ ბავშვის მამის ოჯახი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღოთ მის აღზრდაში.ეს ამბავი სანდროს ოჯახისთვისაც მოულოდნელი იყო. მარინას მშობლების სტუმრობამდე მათ არაფერი იცოდნენ. თავად სანდრომ ყველაფერი უარყო, ამტკიცებდა, რომ ის არ იყო ბავშვის მამა, მაგრამ საბოლოოდ ბიჭის მშობლები კეთილშობილურად მოიქცნენ და გადაწყვიტეს წყვილი დაექორწინებინათ. დაე, ესწავლათ ერთად ცხოვრება და ბავშვის აღზრდა.

რთული ცხოვრება – ნიკა ძალიან პატარა დაიბადა და პირველ ხანებში ინკუბატორში იმყოფებოდა. მარინას დიდად არ აღელვებდა შვილის მდგომარეობა. ექიმები და ექთნები ცდილობდნენ მისთვის დედობრივი ინსტიქტების გაღვიძებას, სთხოვდნენ შეეხედა მაინც პატარასთვის, მაგრამ დედა გულგრილი იყო.ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება მარინას დედამ აიღო თავის თავზე. ის არაფერს აკლებდა შვილიშვილს. ელენემ წარმატებით შეუთავსა თავის სამსახურს ბავშვის მოვლა. სანდრო აგრძელებდა მეგობრებთან დროსტარებას, არც მარინა იწუხებდა მეოჯახეობით თავს.ასე ჩაიარა ნიკას ბავშვობამ. მშობლები გულგრილად ექცეოდნენ, ბებია ელენე როგორღაც ახერხებდა მუშაობას და მის მოვლას. სხვებიც ხანდახან თუ მოიკითხავდნენ. საერთო ჯამში კი ბიჭი მარტოსული იყო და ეს კარგად დაამახსოვრდა.

შვილის სამართლიანი შურისძიება – ნიკას კარგად ახსოვდა ის დღე, როდესაც დედ-მამა საშინლად წაიჩხუბნენ და მამა სახლიდან წავიდა, მას მერე აღარ გამოჩენილა. ბიჭი ძალიან დარდობდა, არ ესმოდა, რატომ დაიკარგა მამა და რომ წამოიზარდა, თქვა, რომ არასოდეს გაიმეორებდა მის საქციელს.თავის დამკვიდრება საზოგადოებაში ბიჭს ძალიან გაუჭირდა. მას არავინ ედგა გვერდით. დედა ყოველთვის გულგრილი იყო, ერთადერთი მზრუნველი ბებია ელენე გარდაიცვალა, ამიტომ ვინმე თუ რამეს კითხავდა ოჯახზე, ამბობდა, რომ ობოლი იყო.ნიკას საოცარი ნიჭი ჰქონდა ხის მასალაზე მუშაობის. თვლიდა, რომ ოჯახური სითბოს არქონის ნაცვლად, ღმერთმა ის განსაკუთრებული უნარით დააჯილდოვა. შედეგად ახალგაზრდამ შეძლო თავისი ბიზნესის წამოწყება, დაქორწინდა და მამაც გახდა. ერთხელ, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე შეხვდა მას…

“როგორ ხარ, შვილო? – ხრინწიანი ხმით ჰკითხა ნიკას ნაადრევად დაბერებულმა, გამხდარმა კაცმა. “კარგად, არა მიშავს” – უპასუხა ნიკამ. “ვერ მიცანი? მამაშენი ვარ!”. ნიკამ ახლაღა ამოიცნო მის შელახულ გარეგნობაში მამა, თუმცა არ გახარებია მისი დანახვა. “მეგობრებმა მითხრეს, რომ ბევრი ფული იშოვე. ვიფიქრე, ვინახულებ, მოვიკითხავ-მეთქი.” “-გეშლებათ ბიძია, მე არც მამა მყავს და არც დედა, ობოლი ვარ!”

“რას ამბობ? მე შენი მამა ვარ, საბუთებიც მაქვს, ფოტოებიც!” – არ ჩერდებოდა მოხუცი. “საბუთების მოხედვით მე ობოლი ვარ, ჩემგან ვერაფერს მიიღებ!” – მიუგო გაბრაზებულმა ნიკამ, რადგან მამას მისგან მხოლოდ ფული სჭირდებოდა და არა შვილი…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს