რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩითილებს მავნებლები გაუჩნდება? როგორ დავიცვათ ისინი არასასურველი სტუმრებისგან? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
მავნებლები ნარგავებში
ყველა მებაღისთვის ცნობილია, რომ მცენარეებს სჭირდება დროული მორწყვა, მზის შუქი, აგრეთვე კვება და სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობა. ჩითილებს ხშირად სტუმრობენ მავნებლებიც. საიდან მოდიან ისინი და როგორ ვებრძოლოთ მათ?მავნებლები უჩნდებათ ოთახის მცენარეებსაც. ისინი თავიდან იმყოფებიან მიწაში, შემდეგ კი გამოდიან გარეთ და იწყებენ ნერგების დაზიანებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით დაათვალიეროთ მცენარის ყველა კომპონენტი და გააუვნებელყოთ თავიდანვე.
სასარგებლო აზრი – თუ ნიადაგში არ ჩანს მავნებლები, კარგია, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ დიატომიტი. ეს არის ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება წყალმცენარეებისგან და მდებარეობს მდინარის ან ჭაობის ფსკერზე.დიატომიტი შეიცავს ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს და შეუძლია ტენის დაგროვება. მისი მუშაობის მიზანია გაანეიტრალოს ზედმეტი სისველე და შეაფერხოს ობის გაჩენა გრუნტზე. ზედმეტი ტენიანობა ხელს უწყობს სხვადასხვ პრობლემის გაჩენასაც, რაც საბოლოოდ მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.დიატომიტი აძლიერებს მცენარეთა ფესვთა სისტემას, რაც დადებითად მოქმედებს მის განვითარებაზე. ჩითილების დარგვის დროს შეგიძლიათ მიწას დაუმატოთ 1:5. თუ ნერგები მოთავსებული გაქვთ ცალ-ცალკე ჭიქებში, შეგიძლიათ თითოეულში დაუმატოთ თითო ჩაის კოვზი დიატომიტი.
მწერები ჩითილებში: მათთვის, ვინც ჩითილების გაშენებას აპირებს, ასეთი სასარგებლო იდეა გვაქვს. უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით მათ მიმრთ თავიდანვე. დიატომიტი კი ნამდვილად ბევრ რამეში დაგეხმარებათ. პროდუქტების ფასები იმატებს და იმატებს, ამიტომ საკუთარი მოსავალი ნამდვილად გამოგადგებათ. წარმატებას გისურვებთ!