დანიის ქალაქები ტურისტებს არა მარტო ღირსშესანიშნაობებით იზიდავს. მასში არს რაღაც განსაკუთრებული, რაც არ ახასიათებს ევროპის ქვეყნებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით დანიაში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
დანიის ქალაქები
დანია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულშია, ხოლო მისი დედაქალაქი კოპენჰაგენი კი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად იქნა აღიარებული. თითქოს, ასეთ ქვეყანაში ცხოვრებს უარყოფითი მხარე არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მთლად ასე არ არის. მოდით, გავერკვეთ.დანიაში ცხოვრობს 5,8 მილიონი მოსახლე, რომელთაგან 87% ეთნიკური დანიელია. ამჟამად ქვეყანა დაბალი შობადობის პრობლემის წინაშე დგას. სტატისტიკის მიხედვით, 1000 ადამიანზე მხოლოდ 11 ახალშობილია.
ცხოვრება დანიაში – დანია მდიდარი ქვეყანაა და მასში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და ამასთან ერთად, საკმაოდ ძვირი. საუკეთესო ადგილია ბიზნესის დასაწყებად, აქ არ არსებობს ბიუროკრატია და კორუფცია, დაბალია დანაშაულების მაჩვენებელიც.დანია დიდ ყურადღებას აქცევს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალ დონეზეა განვითარებული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ საგადასახადო, სამართლებრივი და სასამართლო სისტემის ღიაობა. რაც შეეხება, გადასახადებს, ის საკმაოდ მაღალია.თავად დანიელები მეგობრული და კეთილგანწყობილი ხალხია. ტურისტებს არ უჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა. უმეტესობა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.დანიის ბუნება ძალიან ლამაზია, თუმცა ახასიათებს ხანგრძლივი ზამთარი, თოვლი ან წვიმა.
ცხოვრების დონე – როგორც აღვნიშნეთ, სკანდინავიის ქვეყნებში ცხოვრება ძალიან ძვირია. მაგალითად, ცენტრალურ უბანში სახლის ქირაობა 900 ევრო ღირს დღეში, ხოლო გარეუბანში – 700 ევრომდე.500 გრ. პური საშუალოდ 3 ევრომდე ღირს, რძე – 600 მლ – 1.5 ევრო, 1 კგ. ქათამი 8 ევრომდე. ამასთან, დანიაში საშუალო ხელფასი 5200 ევროს შეადგენს. მიუხედავად მაღალი გადასახადებისა, დანიელები იღებენ სხვადასხვა სოციალურ შეღავათებს, არის უფასო განათლების სისტემა და სამედიცინო მომსახურება. დანიის თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო საკუთრებაშია.დაბალია უმუშევრობის დონე – 3-5%. დანიის უნივერსიტეტებში სწავლა საშუალოდ 6-16 ათასი ევრო ჯდება. ფაქტი კი ერთია – დანიაში ხალხი კარგად ცხოვრობს. ამას მოწმობს ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 77 წელი მამაკაცებისთვის, 82 წელი ქალებისთვის. უცხოელისთვის თავის აქ დამკვიდრება არ არის მარტივი, მაღალია კონკურენცია, მაგრამ ვინც შეძლებს, ნამდვილად არ ინანებს.
თუ გექნებოდათ დანიაში ცხოვრების შესაძლებლობა წახვიდოდით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.