“ხუთი წლის განმავლობაში პირველად გადავწყვიტე სოფელში ჩასვლა დედასთან. მისთვის კარგი ამბავი მქონდა და პირადად უნდა მეთქვა.” – გვწერს პაპარაცის მკითხველი ლელა. მან სწავლის დამთავრების შემდეგ სამსახური იპოვა, სადაც ერთი კარგი ბიჭი გაიცნო და ერთმანეთი შეუყვარდათ, ახლა კი ხელი სთხოვა. ლელას სურდა ეს ამბავი ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის – დედისთვის სასწრაფოდ გაეზიარებინა.გოგონამ მეორე დღესვე ჩაჯდა სამარშუტო ტაქსში და სახლისკენ გაეშურა. ბედნიერი ათვალიერებდა მშობლიურ ადგილებს და ემოციებს ვერ მალავდა.
სასიხარულო ამბავი – “ლევანი კონფერენციაზე გავიცანი, სადაც სამსახურიდან გაგვიშვეს. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავიდა. რამდენიმე თვეში კი ცოლობა მთხოვა. სოფელში რომ ჩავედი, გაჩერებასთან მამაკაცი დავინახე. ეს იყო ივიკო, ჩემი პირველი სიყვარული. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ავფორიაქდი. წლების წინ ის ჩემთვის ყველაფერი იყო.მაშინ ვფიქრობდი, რომ ივიკო ერთადერთი და განუმეორებელი მამაკაცი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალაქში მას ცოლ-შვილი ჰყავდა. დიდხანს ვტიროდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. კარგა ხანი ვერ დავივიწყე და აი, ახლა, როდესაც ღირსეულ ადამიანს შევხვდი, ისევ მას გადავეყარე.
როგორც კი დამინახა, დალაპარაკება მთხოვა. მითხრა, რომ მთელი ამ წლების გამავლობაში ვერ დამივიწყა, ცოლსაც დაშორდა, რადგან ვერ შეძლო ჩემს მერე მასთან ცხოვრება და პირველ ოჯახთან მხოლოდ ბავშვი აკავშირებს.მონუსხულივით ვუსმენდი და ვფიქრობდი: რატომ არ მითხრა ეს ყველაფერი წლების წინ? ახლა კი, როცა ჩემის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა, კვლავ გამიღვიძა გრძნობები. სახლში გვიან მივედი, დედას არ ეძინა და მელოდებოდა.”
დედის რჩევა – “სკამზე ჩამოვჯექი და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. დედისთვის სასიხარულო ამბავი უნდა მემცნო, მე კი დაბნეული მივედი. ყველაფერი ვუამბე და ვთხოვე რამე რჩევა მოეცა, ძალიან დავიბენი.დედაც ძალიან ანერვიულდა. თავისი ამბავი გაახსენდა: ახალგაზრდობაში მასაც შეყვარებია ცოლიანი მამაკაცი, მაგრამ რადგან ის ოჯახის მიტოვებას არ აპირებდა, სხვაზე გადაწყვიტა გათხოვება. ამასობაში კი აღმოაჩინა, რომ ჩემზე იყო ფეხმძიმედ. ამიტომ აღარ გათხოვდა, არ სურდა მოეტყუებინა ეს კარგი ადამიანი. დარჩა მარტო პატარა ბავშვით ხელში. “დიდი ცოდვაა, შვილო, სხვისი ოჯახის დანგრევა, იმედი მქონდა, რომ ჩემს ბედს არ გაიმეორებდი.”
თანდათან საღი აზრი დამიბრუნდა და გავაანალიზე: მე აღარაფერი მაკავშირებს ივიკოსთან. ის დიდი ხანია წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და ლევანია აწმყო და მომავალი. მეორე დღესვე დავურეკე და ვთხოვე, ჩამოსულიყო და ტრადიციისამებრ, დედაჩემისთვის ეთხოვა ჩემი ხელი”
რას გვასწავლის ეს ამბავი – პირველი სიყვარული ძლიერი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის სიყვარული, მაგრამ ასე არ არის. პირველ სიყვარულში ემოციები და ჰორმონები ბობოქრობს და დროებითია, ის განსხვავდება ნამდვილი სიყვარულისგან.ლელამ საღად შეაფასა სიტუაცია და არ დაემორჩილა ცრუ ემოციებს. როგორ შეიძლებოდა კარგი მომავალი ჰქონოდა ისეთ ადამიანთან, რომელმაც ერთხელ უკვე მოატყუა, შემდე დაშორდა, შემდეგ კი ცოლ-შვილი მიატოვა? საეჭვოა, ასეთმა მამაკაცმა იცოდეს ნამდვილი სიყვარულის ფასი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.