“მეგონა, რომ წესიერ მამაკაცზე დავქორწინდი, მაგრამ 2 წლის შემდეგ მისგან თავის დაცვა და გაქცევა მომიწია” – ამბობს ლალი. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი ძალადობრივი ურთიერთობის მსხვერპლი გახდა. მან არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით ახლობლებს, მაგრამ ამან ვერ უშველა და იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი და გაქცეულიყო.
მრისხანე ქმარი
“მეგონა, რომ ნორმალურ ადამიანზე დავქორწინდი. მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ურთიერთობა დაგვეძაბა. სულ მეჩხუბებოდა, მიყვიროდა, აკრიტიკებდა ჩემს თითოეულ მოქმედებას, ეჭვიანობდა და ღალატში მადანაშაულებდა.მეგონა, მიყვარდა ქმარი და ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ არაფერში არ ვიყავი დამნაშავე. ვტიროდი, ვითმენდი, იმედი მქონდა გამოსწორდებოდა ყველაფერი და გონს მოვიდოდა. დედამ მითხრა, რომ ასეც უნდა მოვქცეულიყავი, ოჯახის დანგრევა ხომ გამოუსწორებელი ცოდვააო?
მეგობრები მამშვიდებდნენ: არაუშავს, გაუვლის, ასეთები არიან მამაკაცებიო, მაგრამ არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ვემორჩილებოდი ქმარს. ერთ დღეს კი ფიზიკურადაც შემეხო, აშკარა იყო, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა და პოლიციას მივმართე. მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს ქმარს, თითქოს კრიმინალური არაფერი მომხდარა.
გაქცევა – არავინ დამიდგა გვერდით, ამიტომ სასწრაფოდ ჩავალაგე ჩემი ნივთები და სოფელში დამალვა გადავწყვიტე. ატირებული დავდიოდი და თავშესაფარს ვთხოვდი მოსახლეებს. ერთმა ადამიანმა მომცა ღამის გათევის უფლება.ეს იყო 65 წლამდე მამაკაცი. კეთილგანწყობილმა ადამიანმა ყურადღებით მოისმინა ჩემი გასაჭირი და სახლში შემიშვა. შემდეგ გულის მოსაოხებლად ყველაფერი მოვუყევი. ის თავდახრილი მისმენდა და დროდადრო ამოიოხრებდა ხოლმე. შემდეგ კი მითხრა: “კარგად მესმის შენი გასაჭირი და რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შენი ქმრისაც. ერთ დროს მეც დავუშვი ისეთი შეცდომა, როგორიც შენმა ქმარმა და ძვირი დამიჯდა. ცოლმა შვილთან ერთად მიმატოვა და 20 წელზე მეტია აღარ მინახავს.”
ცოტა არ იყოს, შემეშინდა და წასვლა დავაპირე, მაგრამ მოხუცმა დამამშვიდა: “ნუ გეშინია, იმ ამბის მერე ფსიქოლოგთან ერთად ვიმუშავე ჩემს პრობლემაზე. მივხვდი, რომ ავად ვიყავი და ამას მკურნალობა სჭირდებოდა. მივხვდი, რომ დამნაშავე ვიყავი ცოლ-შვილის წინაშე, მაგრამ ურთიერთობა ვერ დავიბრუნე, სამაგიეროდ შევძელი შინაგანად შევცვლილიყავი. ახლა მარტო ვარ და ჩემს პატარა ფერმას ვმართავ.”
მრისხანე ქმარი ზღურბლთან – ცოტა არ იყოს, შემეცოდა ბატონი სერგო. ის ძალიან დათრგუნული და სევდიანი იყო. შევთავაზე საქმეებში დახმარება. მან სიამოვნებით მიიღო ჩემი წინადადება და სახლში დარჩენის უფლებაც მომცა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ერთ დღეს კარზე ვიღაცამ არ დააკაკუნა.ეს ჩემი ქმარი იყო. არ ვიცი როგორ მოახერხა ჩემი პოვნა, მაგრამ მოხდა კიდევ უფრო დიდი სასწაული! ბატონმა სერგომ კარი გაუღო და სიხარულისგან შეჰყვირა: “ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს შენ ხარ!”
ქმარი გაკვირვებული უყურებდა მოხუცს, აკვირდებოდა მის სახის ნაკვთებს და თანდათან მასაც გაოცება ესახებოდა სახეზე…დიახ, ადამიანი, ვინც შემიფარა, ჩემი მამამთილი აღმოჩნდა, ტავი სიზმარში მეგონა! ჩემი ქმარი კი სკამზე ჩამოჯდა და ბავშვივით ატირდა, მასთან ერთად ტიროდა მამამისიც. შემდეგ დილამდე საუბრობდნენ და უყვებოდნენ ერთმანეთს ამბებს. ბოლოს ქმარმა მითხრა: “ლალი, ვიმუშავებ ფსიქოლოგთან, გამოვასწორებ ყველაფერს, გთხოვ დამიბრუნდი და არ მიმატოვო!
რას გვასწავლის ეს ამბავი – ყველა ადამიანს აქვს მეორე შანსის უფლება, მთავარია, სწორად გამოიყენოს ის. გვინდა გვჯეროდეს, რომ მამაკაცი შეძლებს თავისი პრობლემების მოგვარებას. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია, აღიარებული იქნას პრობლემად და შემდეგ მოხდეს მასზე მუშაობა.თქვენ გჯერათ, რომ შესაძლებელია მოძალადე მამაკაცის გამოსწორება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.