კრიზისის დროს, როდესაც გაურკვეველია რა მოხდება შემდეგ, ადამიანები ცდილობენ საკვები მოიმარაგონ. დიდ მარაგს სწორი შენახვა სჭირდება, რათა არ გაფუჭდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ როგორ შეინახოთ ბურღულეული სწორად ისე, რომ არ შეეცვალოს გემო და არ გახდეს მავნებლების თავშესაფარი.
როგორ შევინახოთ ბურღულეული
ერთხელ, სამუშაოდ მომიწია 6-7 თვით ქალაქიდან გასვლა. რა თქმა უნდა, სამზარეულოში დარჩა ბევრი ბრინჯი, წიწიბურა და სხვა მარცვლეული. რადგან ყველაფერი პაკეტში იყო და ვადაც ხანგრძლივად ჰქონდა, არ მეგონა თუ გაფუჭდებოდა.” – გვწერს მარი.”როდესაც დავბრუნდი, წიწიბურას მოხარშვას ვაპირებდი. გავხსენი შეფუთვა და იქიდან ჩრჩილი ამოფრინდა. ძალიან მშიოდა, გავარჩიე ბურღული, გავრეცხე კარგად და მოვხარშე.”
მაგრამ თითონ ფაქტი, რომ მავნებლები დახურულ პაკეტში ჩაძვრნენ, მოსვენებას არ მაძლევდა. გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდნენ ისინი იქ. როგორ შეაღწიეს დალუქულ შეფუთვაში? იქნებ წიწიბურა ცუდად იყო შეფუთული? გადავწყვიტე რჩევა ბებიასთვის მეკითხა, რადგან მას ყოველთვის ჰქონდა დიდი მარაგი და წლების განმავლობაში არ უფუჭდებოდა 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.ბებიამ მითხრა, რომ ის იყენებდა ძველ და კარგად გამოცდილ ხრიკს, რომელიც სოფელში ასწავლეს. ის მარცვლეულს ჯერ ყინავდა, რაც მასში არსებულ ყველა მიკროორგანიზმს ანადგურებდა. შემდეგ ყრიდა ჰერმეტულად ქილებში.ქილის ძირში უფენდა დაფნის ფოთლებს, მჭიდროდ ახურავდა თავსახურს და ინახავდა მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ქალაქში დიდი რაოდენობით ბურღულეულის შენახვის საჭიროება არ მქონია, ამიტომ მას მერე ყველაფერს ჯერ საყინულეში ვათავსებ, შემდეგ პატარა ქილებში ვყრი. იმედი მაქვს, თქვენც გამოგადგებათ ეს მარტივი რჩევა.”
რჩევა რედაქციისგან: ეს ხრიკი საკმაოდ საიმედო ჩანს. შეგიძლიათ ქილის ძირში მოათავსოთ რამდენიმე კბილი ნიორი ან წითელი წიწაკის ნატეხები. ჩრჩილი და თაგვები ასე შენახულ ბურღულს ვერ შეეხებიან და ხანგრძლივად შეძლებთ შენახვას.თქვენ როგორ ინახავთ ბურღულეულს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.