პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ პატარა ანას ამბავს, რომელიც თავშესაფარში აღმოჩნდა 5 წლის ასაკში. მამამ თავად მიიყვანა იქ და დაპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა.
გოგონა ბავშვთა სახლში
ალექსანდრე ცოლმა მიატოვა და საზღვარგარეთ წავიდა მეგობარ მამაკაცთან ერთად. შემდეგ სამსახური დაკარგა და მიხვდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში იყო: არც ფული, არც საშუალება ერჩინა ბავშვი, სახლი კი ცოლის იყო და გაუყიდა. მარტოხელა მამამ ბავშვის თავშესაფარში დატოვება. ის ქალიშვილს დაპირდა, რომ მოაგვარებდა მატერიალურ პრობლემებს და დაბრუნდებოდა.
გოგონა დიდხანს ტიროდა და სულ ფანჯარაში იყურებოდა. მამა სამი წელი არ გამოჩენილა. ბავშვთა სახლში ყველა წუხდა პატარას გამო: “რა ვუყოთ, გოგონა ჩვენს თვალწინ ილევა დარდისგან. ჩაიკეტა თავის თავში და აღარავის ეკონტაქტება.” თუმცა, ფაქტი იყო, რომ ანას მამის დაბრუნების გარდა ვერაფერი მოიყვანდა ხასიათზე.ის იშვიათად თამაშობდა სხვა ბავშვებთან, მაგრამ ყველა უყვარდა. ათასში ერთხელ თუ წაითამაშებდა გოგონებთან, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ ოთახში. ხშირად ამბობდა, რომ მამა მალე მოაკითხავდა და წაიყვანდა.ერთ დღეს პატარა ანა ბავშვთა სახლის დირექტორმა თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ ერთ წყვილს სურდა მისი შვილად აყვანა. ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რადგან ამდენი ხნის გამავლობაში არავის მოუკითხავს.
ანა დიდხანს ტიროდა, როგორ იპოვიდა მამა თუ ის აქედან წავიდოდა? როდესაც მისი წაყვანის დღე დადგა, გოგონამ ნებისყოფა მოიკრიბა, აიღო თავისი ნივთები და ჰოლში გავიდა. იქ შენიშნა პატარა ტანის ქალი ლილისფერ კაბაში, სხვა არავინ იყო და გოგონა ვერ ხვდებოდა რომელმა წყვილმა გადაწყვიტა მისი წაყვანა. ამ დროს ზურგსუკან ნაცნობი ხმა შემოესმა: “ჩემო ყურცქვიტა, ხომ დაგპირდი, რომ დავბრუნდებოდი? გოგონა შემობრუნდა და მამა დაინახა, თვალებს არ უჯერებდა, გაიქცა და მამას ჩაეხუტა. ალექსანდრემ ხელში აიყვანა შვილი და მოეფერა: “გაიცანი, ეს ლიკაა, ჩვენ ერთად და ბედნიერად ვიცხოვრებთ” – ანიშნა ქალზე.
ბედნიერი დასასრული – აღმოჩნდა, რომ ლიკა და ალექსანდრე იყო სწორედ ის წყვილი, რომელიც ანას შვილად აყვანას გეგმავდნენ. მამას სიურპრიზის გაკეთება სურდა და დირექტორი გააფრთხილა, რომ არ ეთქვა მისი ვინაობა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.ანას წინ ადაპტაციის რთული პერიოდი აქვს და უამრავი მოსაყოლი მამისთვის. ის დაბრუნდა და არ დაივიწყა თავისი პატარა გოგონა.
რას გვასწავლის ეს ამბავი? –ზოგჯერ საყვარელი ადამიანის სასიკეთოდ რაღაცის მსხვერპლად გაღება გვიწევს. სიყვარულ არ გააჩნია საზღვრები და ის უდიდეს ძალას აძლევს ადამიანს. იმედია, მათი ურთიერთობა საუკეთესოდ წარიმართება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.