ყველა ადამიანს აქვს უფლებები და მოვალეობები: სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიური. მინდა ყურადღება გავამახვილო სამოქალაქო უფლებებზე. ადამიანს აქვს სიცოცხლის, აზრის გამოხატვის, პიროვნული გამოხატულების, ხელშეუხებლობის, დედობის და ოჯახის უფლება. ამავდროულად ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანების უფლებების ხელყოფა, რადგან ყველა თანასწორია თავის მოვალეობებში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ ტემაზე ვისაუბრებთ.საინტერესოა, რომ ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ, ვფიქრობთ ისე, როგორც გვსურს, მაგრამ გვიჭირს განსხვავებული აზრის მიღება. ადამიანი მოექცევა თავის სხეულს ისე, როგორც სურს: დაიმშვენებს ტატუებით, გაიზრდის თმას, დაიკლებს ან მოიმატებს წონაში, ივარჯიშებს, წავა მონასტერში, გადახტება პარაშუტით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქალს, რომელიც უარს ამბობს შვილის გაჩენაზე, საზოგადოების გაკიცხვის ობიექტი ხდება.
ქალს არ უნდა ბავშვის გაჩენა
სოციალურ როლებს თავიანთი შვილებისთვის უფროსები ადგენენ: ისინი გოგოებს ვარდისფერებში მოსავენ, ბიჭებს ცისფერებში. ვაჟებს დაბადების დღეზე ჩუქნიან მანქანას, გოგონებს – თოჯინებს. თუ გოგონა 20 წლის ასაკში არ გეგმავს შვილის გაჩენას, ეუბნებიან, რომ ის მალე გადაიფიქრებს და ეს სისულელეა. ერთ დღესაც კი დედად გახდომის პერსპექტივა ქალისთვის პირდაპირი ვალდებულება ხდება.დაგეგმილი გამოკვლევის დროს ექიმი აუცილებლად შეგახსენებთ, რომ თქვენი რეპროდუქციული ფუნქცია არ არის მარადიული და იჩქაროთ. ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ აკრძალულია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. სამწუხაროდ, ქალის უფლებებს და სურვილებს არავინ ითვალისწინებს.
შეხედულებები და გარე ფაქტორები – შვილის ყოლაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ: ჯანმრთელობის პრობლემები, პლანეტის გადაჭარბებული პოპულაცია, მემკვიდრეობით გადაცემული დაავადების შიში, სოციალური სტატუსი, დაბალი შემოსავალი, კარიერა და სხვა.ერთხელ, ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ პასუხი “არ მინდა” სავსებით საკმარისია დიალოგის დასასრულებლად და თუ დაიწყებ ახსნას, ჩარჩები კამათში, სადაც თავის მართლება მოგიწევს. ქალს, რომელსაც აქვს გასაოცარი უნარი – მოავლინოს ამქვეყნად ბავშვი, არ არის აუცილებელი ეს გააკეთოს. არადა ყველა თავის მოვალეობად თვლის ტალახი ესროლოს უშვილო, ზრდასრულ ქალს ამის გამო. ქალს შეუძლია გახდეს წარმატებული ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, სპორტსმენი, მაგრამ თუ მას შვილები არ ჰყავს, მისი ცხოვრება ამაოა?
უფლება იყო ის, რაც ხარ – კრისტენ რეიტერმა 2016 წლის კონფერენციაზე თქვა, რომ ქალი არავითარ შემთხვევაში არ კარგავს პიროვნულ ღირებულებას, თუ არ სურს შვილის გაჩენა. მან ისაუბრა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, თუ რა რთული გზის გავლა მოუწია და როგორ ერეოდა ყველა მის პირად საქმეში.”მე მეუბნებიან, რომ შვილების არყოლის სურვილი – ეს ეგოისტური დამოკიდებულებაა. მე არ მსურს ერთ დღეს გავიღვიძო და მყავდეს ბავშვი, რომელიც არ მინდოდა, რომელზე ზრუნვა არ მსურს. შვილის არ ყოლა ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, მაგრამ თუ ბავშვს გავაჩენ, მასაც შეეხება.გირჩევთ უყუროთ მისი გამოსვლის ვიდეორგოლს და დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხანდახან დავანგრიოთ ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ იმით, რომ არ გავითვალისწინოთ მისი აზრი. ყველას აქვს უფლება მართოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას სურს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.