ბაბუაწვერას ჯემი გემრიელი და წარმოუდგენლად სასარგებლო სამკურნალო საშუალებაა.
100 გრ ბაბუაწვერას ჯემი 24 მგ მაგნიუმს და 44 მგ ნატრიუმს შეიცავს. ჯემში ასევე შედის 232 მგ კალიუმი და 140 მგ კალციუმი. მასში გვხვდება 42 მგ ფოსფორი და 1,8 მგ რკინა. მიკრო და მაკროელემენტებს რიგს რიგი კომპონენტები ავსებს. ესაა 0,28 მგ თუთია და 0,23 მგ მანგანუმი. ასევე მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ ისეთი სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა სელენი და სპილენძი (0,12 მგ).
ეს ეგზოტიკური ჯემი ვიტამინებსაც შეიცავს. სასარგებლო ნივთიერებებიდან განსაკუთრებით გამოიყოფა ბეტა-კაროტინი, ბაბუაწვერას ჯემში 3940 მგ გვხვდება. შედარებისთვის – ზრდასრულ ადამიანს ფიზიოლოგიური მოხმარებისთვის 5 მგ სჭირდება. გამოდის, რომ 1 ჩ/კ ჯემის მიღებით ბეტა კაროტინის ნორმას რამდენიმე დღით ზედიზედ ვივსებთ, რადგან 1 ჩაის კოვზი 7 გრ ჯემს შეიცავს.
პროდუქტი მდიდარია C ვიტამინით (18 მგ) და E ვიტამინით (2,4 მგ). მასში B ჯგუფის ვიტამინები, ტიამინი, რიბოფლავინი, მცირე რაოდენობით ფოლიუმის (13 მგ) და პანთოტენორუ (0,06 მგ) მჟავები გვხვდება. ჯემი პირიდოქსინსაც (B6) შეიცავს. ამ მეგობრულ ოჯახს K ვიტამინი, ქოლინი და PP ვიტამინი ავსებს.
ბაბუაწვერას ჯემის სასარგებლო თვისებები
ასეთი შთამბეჭდავი შემადგენლობის წყალობით ბაბუაწვერას ჯემი შეუძლებელია, რომ სასარგებლო არ იყოს. პროდუქტი ღვიძლის მკურნალობაში დიდ როლს თამაშობს. ჯემი მისი უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, მას ჰეპატიტის და ღვიძლის სხვა სერიოზული დაავადებების დროს იღებენ. ჯემი ნაღვლის ბუშტსა და შარდსასქესო გზებზეც დადებით გავლენას ახდენს.
ამ ჯადოსნურ ჯემს ანტიოქსიდანტურ თვისებებსაც აწერენ. როგორც აღმოჩნდა, გემრიელი ჯემით სიამოვნების მიღების დროს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოდის. ბაბუაწვერას ჯემში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება თავისუფალ რადიკალებსაც ებრძვით, რომლებიც ბევრი ონკოლოგიური დაავადების განვითარების მიზეზები არიან. ასე, რომ სიმსივნესთან საბრძოლველად შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ.
ნატურალური პროდუქტი ძვლოვანი სისტემის დაავადების დროსაც სასარგებლოა. ანემიას და ასთმას კურნავს. ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
ზოგიერთი თვისებების, მაგალითად ნაღვლდენი, მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებების გასაძლიერებლად ბაბუაწვერას ჯემს მწვანე ჩაი ან ბაყაყურას ნახარში დაუმატეთ. სხვათა შორის, თავისი ქაცვისფერი ყვავილებით, უჩვეულო არომატით და შესანიშნავი გემოთი ბაბუაწვერას ჯემი თაფლს მოგაგონებთ.
ჩიყვის, ღვიძლის, თირკმლის, ელენთას, პანკრეასის დაავადებების, ქოლეცისტიტის, გასტრიტის, ჰეპატიტის დროს ჯემით მკურნალობა სასარგებლოა. ამ დროს 500 გრ ბაბუაწვერას ახალი ყვავილები მწვანე ფოთლების გარეშე, 1 ჭიქა წყალი, 400 გრ შაქარი და 1 საშუალო ზომის ლიმონი (ქერქიანად წვრილად დაჭრილი, ოღონდ კურკების გარეშე) დაგჭირდებათ.
ღვიძლს ასეთი საშუალება შესანიშნავად გააჯანსაღებს. 300 ბაბუაწვერას ყვავილი მოკრიფეთ, გარეცხეთ და დაქუცმაცებულ ლიმონს აურიეთ, მდუღარე წყალი დაასხით ისე, რომ ყვავილები დაიფაროს და 5 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ მარლაში გადაწურეთ და სითხე ემალის ქვაბში ჩაასხით. 1 კგ საგაზაფხულო ნატურალური თაფლი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 1 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ყოველ დილით, უზმოზე 1 ს/კ ასეთი ჯემი აუცილებლად 1 ჭიქა ბაყაყურას ჩაიში გახსნილი დალიეთ.
დასუსტებული და ანემიის მქონე პაციენტებისთვის ბაბუაწვერას ჯემი სასარგებლოა. 6-7 საათზე ბაბუაწვერას ყვავილები მოკრიფეთ და გემრიელი სამკურნალო საშუალების მომზადება დაიწყეთ. 100 გრ ნედლ მასალას, 2-3 ნაჭერი ლიმონი (ქერქის გარეშე) დაუმატეთ და 900 მლ წყალი დაასხით. სუსტ ცეცხლზე 40-50 წუთით ხარშეთ. გადაწურეთ, 1 კგ შაქარი დაუმატეთ და კიდევ 60-80 წუთით ხარშეთ. გემრიელად მიირთვით!