როგორ მოვამზადოთ ჩაის სოკო? ოდესღაც პოპულარული სასმელი ახლა ისევ საინტერესო გახდა ყველასთვის. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავერკვეთ რა არის ის და რატომ მოსწონთ ადამიანებს.
როგორ მოვამზადოთ ჩაის სოკო
ჩაის სოკოს ვიზუალურმა მხარემ შეიძლება ბევრი კითხვა გაგვიჩინოს. ნაწილობრივ, ის ჰგავს მედუზას, რომელიც მოთავსებულია მინის ჭურჭელში. ის მშვიდად ტივტივებს თავსი სივრცეში. რა არის ამ სპეციფიკური სასმელის საიდუმლო? ამბობენ, რომ ხალხური მედიცინის ამ სასწაულს შეუძლია გააუმჯობესოს იმუნიტეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა. ჩაის სოკო შეიცავს უამრავ ცოცხალ ბაქტერიას, რომელიც წარმოიქმნება მისი ზრდის პროცესში.
უნივერსალური რეცეპტი – ჩაის ხის გასაზრდელად დაგჭირდებათ საჭირო ინგრედიენტები და დიდი მოთმინება. იმისათვის, რომ სოკომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი, აიღეთ 3 ლიტრიანი მინის ქილა.
1 ს/კ ჩაით და 1 ლიტრი წყლით გააკეთეთ ჩაის ნაყენი, შემდეგ დაუმატეთ 100 გრ. შაქარი და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. შაქარი და ძმარი უნდა დაამატოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაი გაგრილდება. ჩაასხით ეს ყველაფერი სამლიტრიან ქილაში და თავზე შემოახვიეთ დოლბანდის ნაჭერი. დაიმახსოვრეთ, რომ სოკო არ უნდა შეაწუხოთ და აცალოთ მომწიფება. იდეალური ადგილია მზისგან დაცული კუთხე და 22-25 გრადუსი ტემპერატურა.ერთი თვის განმავლობაში ზედაპირზე უნდა გაჩნდეს დამახასიათებელი აპკი. მისი სისქე იქნება 1-2 მმ. თუ დაყნოსავთ, უნდა იგრძნოთ მომჟაო სუნი, რადგან ნარევში ძმარი ურევია. ეს არომატი მიანიშნებს, რომ სოკო უკვე მომწიფებულია და სითხე, რომელშიც ის იმყოფება, შეგიძლიათ ფრთხილად გადმოასხათ და ჩაანაცვლოთ ახლით.
ბებიის მემკვიდრეობა – რისთვის არის საჭირო სითხის ჩანაცვლება? ადრე ამას არ აკეთებდნენ და უბრალოდ ასხამდნენ ხოლმე ჩაის დარჩენილ ნაყენს ქილაში.პასუხი მარტივია: ნაყენში უკვე არის საკმარისი რაოდენობის მიკროორგანიზმები. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს შესაძლო საფრთხეებთან გამკლავებაში, ის ერთგვარი შინაური ანტიდოტია.
სამკურნალო ჩაის სოკო – კიდევ ერთი სასმელი, რომელიც ჩაის სოკოსგან მზადდება, ძალიან პოპულარული გახდა. ის იყიდება სუპერმარკეტებშიც, აქვს კარი გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არის ანტიოქსიდანტი. მარტივად რომ ვთქვათ, ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას და აძლიერებს ორგანიზმს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი სტრესული გარემო პირობების და ცუდი ეკოლოგიის გამო.ჩასი სოკო სასარგებლოა სპორტსმენებისთვისაც. ვარჯიშის დროს ორგანიზმი ოფლთან ერთად კარგავს მიკროელემენტებსაც და საჭიროა მისი შევსება ელექტროლიტების დახმარებით. ჩაის სოკოს ნაყენი, ანუ კამბუჩა კი იდეალურად ასრულებს ამ საქმეს.
რჩევა რედაქციისგან: ადრე, როდესაც ჩაის სოკოიან ქილაში უბრალოდ ამატებდნენ ჩაის ნარჩენებს, შეიძლება მასთან ერთად ხვდებოდა სხვა მიკროორგანიზმებიც, მაგალითად რომელიც იყო ჭიქებზე ნერწყვისგან. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ნერწყვის ნაწილაკების გაცვლით უმჯობესდება ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. უთანხმოების დროს ადამიანებს შორის კოცნის რაოდენობა მცირდება და ამაოდ! თქვენ რას იტყვით?