როგორ გავრეცხოთ ხელით ჭუჭყიანი ტანსაცმელი? რა თქმა უნდა, ახლა თითქმის ყველა ოჯახში დგას სარეცხი მანქანა, მაგრამ მაინც კარგი იქნება ყოველი შემთხვევისთვის იცოდეთ ხელით რეცხვის წესები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
როგორ გავრეცხოთ სარეცხი ხელით
იმისათვის, რომ ჭუჭყიანი ტანსაცმელი ადვილად გაირეცხოს, უმჯობესია დაუყოვნებლივ გააკეთოთ ეს, გახდისთანავე. ეს ბევრად უფრო ეფექტური ნაბიჯია, რადგან არ იქნება საჭირო სხვადასხვა დამატებითი მანიპულაციები – ჩალბობა, სარეცხი საშუალებების დამატება, თან არ დაგროვდება ბევრი ერთად.თუ ტანსაცმლის გარეცხვა მაშინვე ვერ მოახერხეთ და დიდი ხნის განმავლობაში მოგიწიათ დადება, უმჯობესია ჩაალბოთ წყალში 15-30 წუთის განმავლობაში. რა თქმა უნდა, უნდა დაახარისხოთ სარეცხი და ერთი ფერის ნივთები ცალკე გარეცხოთ, რათა არ გადაუვიდეს ფერი.
მარტივი რჩევები – რეცხვა დაიწყეთ ნაკლებად ჭუჭყიანი ნივთებით, შემდგომში ცვალეთ წყალი თასში დაბინძურების მიხედვით. უმჯობესია, გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება, თუ იყენებთ სარეცხ ფხვნილს, ჯერ კარგად გახსენით წყალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თეთრ ლაქებს გააჩენს ტანსაცმელზე.დაიწყეთ რეცხვა ნივთის კი ყველაზე დაბინძურებული და დალაქავებული ადგილიდან. მაგალითად, თუ მაისურის რეცხვა დაიწყეთ მანჟეტებიდან და საყელოდან. შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ხაოიანი სარეცხი ფირფიტა, რითიც ჩვენი წინაპრები აქტიურად სარგებლობდნენ.
როგორ გავრეცხოთ ხელით მაქსიმალურად ეფექტურად – გარეცხეთ ტანსაცმელი მაქსიმალურად ფრთხილად. ზედმეტმა გაჩიჩქვნამ, ძლიერმა გაწურვამ შეიძლება ფორმა და ფერი დაუკარგოს მას. შეეცადეთ გაავლოთ ნაზად და სათუთად. თუ გსურთ ნივთი არ დაიჭმუჭნოს, გაწურვის გარეშე დაკიდეთ საკიდზე.წინდები და საცვლები ერთ წყალში შეგიძლიათ გარეცხოთ. ჯერ საცვლები, შემდეგ წინდები. წყალში შეგიძლიათ დაამატოთ სპეციალური სარეცხი საშუალებები დელიკატური ქსოვილებისთვის. დარწმუნდით, რომ ნივთები კარგად გაავლეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხეულის მგრძნობიარე ადგილებში მოსალოდნელია გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.
თქვენ რა რჩევას მისცემდით ხელით რეცხვის მსურველებს? რა არის თქვენი განსაკუთრებული ხრიკი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.