მცოდნე მებოსტნეები ნაკვეთზე ცოტა წიწიბურას მაინც თესავენ

408

გამოცდილი მებოსტნეები წიწიბურას თესავენ, რომ აგარაკზე მოსავლიანობა გაზარდონ. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა დარგოთ წიწიბურა ბოსტანში და რას მისცემს თქვენს მცენარეებს. ალბათ, ისინიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ბოსტანში მოყვანილ ხილ–ბოსტნეულს მიირთმევენ, წიწიბურას დათესვაზე არ დაფიქრებულან. როგორც წესი, ამის საჭიროება არაა, მაგრამ ამ მცენარეს რამდენიმე სასიამოვნო ბონუსი აქვს, რომელიც თქვენს ნაკვეთს გაახარებს.როგორ აკეთილშობილებს წიწიბურა ბოსტანს? პირველ რიგში, სხვა კულტურებს ეხმარება. მას განსაკუთრებული ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც მავნებლებს აბნევს. მაგალითად, კარტოფილის კვლებს შორის დარგული წიწიბურას ყვავილი ამ უკანასკნელის მოსავალს ზრდის. ყველაფერი წიწიბურას თხელი ფესვების და უჩვეულო თესლის წყალობით. ასეთი მცენარის მიწიდან ამოღება ძალიან მარტივია. ფესვების სტრუქტურის და სწრაფად გაღვივების ხარჯზე წიწიბურა სხვადასხვა მავნებელს საოცრად ებრძვის. მცენარის ფესვები სპეციფიკურ ნაერთებს გამოყოფს და ბუნებრივი ჰერბიციდების როლს ასრულებს. პრაქტიკულად, არც ერთ სარეველას ამის ატანა არ შეუძლია.

ყველა მებაღემ იცის, რამდენად მნიშვნელოვანი ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი უხვი მოსავლის მისაღებად. როგორც წესი, ფოსფორი ნიადაგში ბევრია, მაგრამ არა იმ ფორმით, რომელსაც მცენარეთა უმეტესობა უკეთ შეიწოვს. აქ, დათესილი წიწიბურა დაგეხმარებათ. მას „ფოსფორის სატუმბს“ ტყუილად არ უწოდებენ. რას აკეთებს წიწიბურა? ის სხვა კულტურებისთვის უვარგისს ფოსფორს შთანთქავს და ასათვისებლად კარგი ფორმის ფოსფორს გამოყოფს.სიტყვაზე, წიწიბურა პრაქტიკულად ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ დარგოთ გაზაფხულის ბოლო ყინვის შემდეგ. მცენარე მოსავლის აღების შემდეგ კომპოსტისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო დანამატი გახდება. ჩამოთვლილი მიზეზების გარდა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი არსებობს, რის გამოც წიწიბურის დარგვა ღირს, თუნდაც დიდი თეფშის ტოლ ფართობზე. წიწიბურას ყვავილები ფუტკრებს იზიდავს და ზოგიერთი სახის პატარა მწერზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად, წიწიბურას დათესვის წყალობით ჩუხჩუხელა ბუზი ბედნიერდება. ის, თავის მხრივ, ბუგრებზე ნადირობს.

როგორ და როდის დავრგოთ წიწიბურა – პატარა ნაკვეთი, სადაც წიწიბურას დარგავთ, ბევრი მცენარისთვის კარგი ფონი გახდება. მაგალითად, მარწყვი წიწიბურაზე გიჟდება. განსაკუთრებული ხიბლი იმაშია, რომ წიწიბურა სწრაფად იზრდება. ზუსტად 1 თვეში 1 მუჭა თესლიდან აყვავებული ღეროები იზრდება. იდეალური დრო: გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი. წიწიბურა მაღალი იზრდება და სარეველებს მზით და სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვების საშუალებას არ აძლევს. როგორც წესი, 100 მ²–ზე დაახლოებით 1 კგ თესლია საჭირო. ექსპერტები გირჩევენ, რომ წიწიბურას თესლი დათესვამდე ცოტა ხნით ბორის მჟავის ხსნარში ჩაალბოთ. ნახევარი საათი საკმარისია. წიწიბურას კვლებს შორის დაშორება 12 სმ უნდა იყოს. უკვე 7 დღეში პირველ ყლორტებს დაინახავთ.

სიტყვაზე, წიწიბურა სამკურნალო მცენარეცაა. მასში ბევრი სასარგებლო მჟავა, ფოსფორი, კალციუმი და რკინა შედის. ასევე შეიცავს რუტინს, რომელიც სისხლძარღვების სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ის არტერიულ წნევას წარმატებით ამცირებს, გულისცემას ანელებს და შეშუპებას ხსნის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს