გავიგე, რა პროპორციებით ურევენ გაიძვერა ყავის მოყვარულები არაბიკას და რობუსტას

0
331

როგორც წესი, ყავახანაში ორი სახეობის ყავის მარცვლებს, არაბიკას და რობუსტას, იყენებენ. უმრავლესობა ჩვენგანმა არ იცის, რომელი მათგანია უკეთესი. სწორედ ამიტომ, არჩევანის გაკეთება გვიჭირს და ბარისტას ვპასუხობთ „ის, რომელიც უფრო ძლიერია“. საქმე მხოლოდ კოფეინის შემცველობაში არაა. გამამხნევებელი სასმელის ნამდვილი დამფასებლებისთვის ამ სიტყვების მიღმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია იმალება. Paparazzi გიამბობთ, რა განსხვავებაა არაბიკასა და რობუსტას შორის.

მათ სხვადასხვა მცენარისგან იღებენ – არაბული ყავა (ლათ. Coffea arabica) და კონგოური ყავა (ლათ. Coffea robusta) – Rubiaceae–ს ოჯახის ორი განსხვავებული სახეობაა. გარეგნულად განსხვავდებიან: არაბიკა – ხეა, რობუსტა – ბუჩქი. მათი მომწიფების მახასიათებლები და გავრცელების არეალიც განსხვავდება.

  • არაბიკა ეთიოპიაში მე-9 საუკუნიდან ცნობილია. მაღალმთიან ყავად ითვლება, რადგან 600-2500 მ სიმაღლეზე იზრდება. სათანადო მოვლა, სასუქი და რეგულარული მორწყვა სჭირდება. ეს ყველაფერი პროდუქტის საბოლოო ფასს ზრდის.
  • რობუსტა მე-18 საუკუნეში კონგოში აღმოაჩინეს. ვაკე ადგილას თავს კარგად გრძნობს. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. როგორც წესი, უხვ მოსავალს იძლევა. სწორედ ამიტომ, არაბიკაზე უფრო იაფია.

მარცვლების გარეგნობა – არაბიკის მარცვალი მსხვილია. მოგრძო ფორმა და S ფორმის მოღუნული ღარი აქვს. მარცვალი მოხალვამდე სველ დამუშავებას, ფერმენტაციას და გაშრობას გადის. რობუსტას მარცვალი მრგვალი და პატარაა. მარცვლის შუაში თანაბარი ზოლი აქვს. მოხალული მარცვლის ფერი უფრო მუქი და გაჯერებულია. მოხალვამდე წინასწარ დამუშავება არ სჭირდება.

გემო და არომატი – გამოცდილი ყავის მოყვარულები გემოთი მარტივად არჩევენ, თუ რომელი ყავის მარცვლით მოამზადეს სასმელი. არაბიკა ბევრი ეთერზეთის შემცველობით გამოირჩევა. ამის გამო მზა სასმელს განუმეორებელი არომატი აქვს. არაბიკის დამფასებლები მასში ციტრუსის და ხილის ნოტებს, შოკოლადის და მსუბუქი სიმჟავის გემოს არჩევენ. რობუსტას მთავარი ღირსება გამამხნევებელი ეფექტია. მასში მეტი კოფეინი შედის, ამიტომ თუ დილით კარგად გამოფხიზლება გსურთ, რობუსტა სწორი არჩევანია. არაბიკასთან შედარებით ღარიბი გემო და არომატი აქვს. უფრო მწარე და ნისლის გემო აქვს. არაბიკა კონკურენტს ქაფის წარმოქმნის უნარით ჩამორჩება. სწორედ ამიტომ, ესპრესოს შეკვეთისას არ დაგავიწყდეთ, რომ მდგრადი და სქელი ქაფი რობუსტას დამსახურებაა.

გავრცელება და ფასი – ყავის მსოფლიო წარმოების 70% არაბიკაზე მოდის. დანარჩენი 30% რობუსტა და სხვა ნაკლებად გავრცელებულ სახეობებზე მოდის. როგორც უკვე ვთქვით, რობუსტას ნაკლები მოვლა სჭირდება და გაცილებით იაფია. ამ მიზეზით მისი მარცვალი ბიუჯეტური ნარევის შესაქმნელად გამოიყენება. რობუსტა ყავის მოყვარულებს შორისაც პოპულარულია. ეს კოფეინის მაღალი შემცველობით, სქელი ქაფით და დაბალი ფასით აიხსნება. გარდა ამისა, რობუსტას გემოს გასაუმჯობესებლად ხშირად არაბიკას უმატებენ. ასე ზედმეტ მჟავიანობას აქრობენ და ყავას სიმწკლარტეს ანიჭებენ.

როგორც ხედავთ, ორივე სახეობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აუცილებელი არაა, რომელიმე ერთი აირჩიოთ. ყავის მოყვარულები დიდი ხნის წინ მიხვდნენ: იდეალური სასმელის საიდუმლო არაბიკის არომატის და რობუსტას გამამხნევებელი ეფექტის კომბინაციაა. მათი თვისებების ცოდნით მარცვლების სწორად შერევას შეძლებთ, რომ განუმეორებელი გემო მიიღოთ.