გაზაფხულზე გარგარზე ზრუნვას ვიწყებ, სასუქს ვუმატებ, რომ სტაბილური მოსავალი ავიღო

288

მალე გარგარის ხე დიდებულად აყვავილდება. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ გარგარის უხვი მოსავლის მისაღებად ბევრი შრომაა საჭირო. მსხვილი და წვნიანი ნაყოფი ჰაერიდან არ მოდის. ხეს აუცილებლად გამოკვება სჭირდება. ეს სჯობს გაზაფხულზე გააკეთოთ. Paparazzi გიამბობთ, რომელი სასუქი შეეფერება გარგარის ხეს.

არსებობს მოსაზრება, რომ ორგანული სასუქი საუკეთესოა. ნებისმიერი გამოცდილი მებოსტნე გეტყვით, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არაა. უნდა იცოდეთ, რომელი ორგანული სასუქი გამოგადგებათ კონკრეტული კულტურისთვის. თუ შესაფერის ნედლეულს არ გამოიყენებთ, გარგარის ხეს დააზიანებთ. მაგალითად, ეს ტოტებსა და ღეროებზე დამღუპველად მოქმედებს. გარდა ამისა, მიწა იჟანგება, რაც მოსავალს აუარესებს. ორგანული სასუქის მოყვარულებისთვის გამოსავალი არსებობს. გარგარი შეგიძლიათ გამოკვებოთ ნაცრით, ქათმის სკინტლით, კომპოსტით ან ნაკელით. ნაცრის გამოყენებას გირჩევთ. მისი დახმარებით თავიდან აიცილებთ გუმოზს, დაავადებას, რომელიც ხის ღეროებს და ტოტებს აზიანებს. ნაცარი ქათმის სკინტლთან და ძროხის ნაკელთან ერთად მონაცვლეობით გამოიყენეთ. თუ ორგანულს იყენებთ, რამდენიმე მისაღები სასუქი უნდა იყოს.

გარგარის ხისთვის მინერალური სასუქი იდეალურია. მაგალითად, შარდოვანა (ამონიუმის ნიტრატი), კალიუმის მარილი, კალიუმის სულფატი და სუპერფოსფატი. რომელი სასუქიც არ უნდა აირჩიოთ, ხის სიცოცხლის მე-2 წლიდან მისი მიწოდება დაიწყეთ. გარგარი შარდოვანით პირველი კვირტების გამოჩენამდე დანამეთ. სასუქი მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით გააზავეთ. როგორც წესი, 700 გ ნივთიერება 10 ლ წყალზე საკმარისია. ასეთი სასუქით თავიდან აიცილებთ მავნებლებს, რომლებმაც მიწაში გამოიზამთრეს, ასევე ფესვებს აზოტით გაამდიდრებთ. ფესვები რომ არ დააზიანოთ, სასუქი სველ მიწას დაუმატეთ. ხის გარშემო ღარაკი გააკეთეთ და მასში სასუქი ჩაყარეთ. 2-5 წლის ხის გარშემო წრის დიამეტრი 50 სმ–ია. 6-10 წლის ხისთვის – 1 მ, უფრო ასაკოვანი ხისთვის – მინიმუმ 1,5-2 მ.

ხეების მოვლა – გაზაფხულზე გარგარის ხეს არა მხოლოდ გამოკვება, არამედ სხვა სახის მოვლაც სჭირდება. ხეზე ზრუნვა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დაიწყეთ. პირველი ეტაპი: ხის გასხვლა. ტოტები მკაცრად წესის მიხედვით გადაჭერით. ხელსაწყო ისე დაიჭირეთ, რომ ზედა ჭრილი კვირტის ზემოთ იყოს, ხოლო ქვედა – კვირტის ძირში. ყოველი გადაჭრილი ადგილი ბაღის მურაცხით დაამუშავეთ. მურაცხს სადეზინფექციო საშუალება დაუმატეთ.

შემდეგი ეტაპი – გვირგვინის ჩონჩხი ტოტების მოშორება. მისი რაოდენობა ერთ მესამედს არ უნდა აჭარბებდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ტოტის გადაჭრით ხე დასუსტდება. ეს მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს. სანამ გარგარი აყვავილდება, ყველა ტოტი გადაჭერით, რომელიც გახმა, გაიყინა ან ზამთარში დეფორმირდა.როცა გასხვლა დასრულდება, დროა ხე კირით დაამუშავოთ. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ ხის ქერქში გამოზამთრებული მწერები გაანადგუროთ. გათეთრებით პოტენციური მიკროფლორის გაჩენას თავიდან აგაცილებთ. ხსნარი ასე მზადდება. 1 კგ კირი 8 ლ წყალში გააზავეთ. გარგარის ხის გათეთრება სჯობს აპრილის დასაწყისში დაიწყოთ.

გარგარის ხე გვალვის მიმართ გამძლეა, მაგრამ მორწყვა სჭირდება. მორწყვის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონში ცხოვრობთ, ასევე როგორ მიწაში იზრდება გარგარის ხე. მაგალითად, თიხნარ მიწაში წელიწადში 4-ჯერ მორწყვა საკმარისია. ქვიშიან მიწაში წელიწადში მინიმუმ 6-ჯერ უნდა მორწყათ. გარგარის ხე კარგად რომ დაატენიანოთ, უხვად მორწყეთ. იდეალურია 60 სმ სიღრმემდე. თუ მიწა მშრალია, ყვავილობის დაწყებამდე სჯობს მორწყათ.  თუ სველია, ყვავილობიდან 10-15 დღის შემდეგ მორწყეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს