როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა შორი მანძილიდან, თუ განშორება მოხდა ომის გამო.

107

ყველაზე რთულ დროსაც კი აუცილებელია საყვარელ ადამიანებთან კონტაქტის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც როდესაც მოვლენები აიძულებს ადამიას გაურკვეველი ვადით დატოვონ. მანძილი, უარყოფითი აზრები და შიში უარყოფითად მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე. ამიტომ დისტანციურ ურთიერთობებში საჭიროა მხარდაჭერა და გამხნევება. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ფსიქოლოგის რჩევებს.

მხარდაჭერა ურთიერთობებში

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციის მნიშვნელობა, აუცილებელია აზრებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობაში სიახლოვე და არ გაქრეს გარემოებების გამო.ეს შეიძლება იყოს სენტიმენტალური საუბრები, მოგონებები, ან თუნდაც მხიარული ამბები. ზოგს შეიძლება ასეთი მიდგომა კომუნიკაციისადმი არაპროდუქტიულად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. აქ მნიშვნელოვანია არა ფაქტიური მონაცემების გადაცემა, არამედ არამედ ცოცხალი ურთიერთობის კომპენსირება შეხებისა და ჩახუტების სანაცვლოდ.

საუბრის შევსება – კომუნიკაციის ფაქტის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია იმის კონტროლი, თუ როგორ მიმდინარეობს საუბარი. საკმარისი არ არის მხოლოდ ემოციების გაზიარება, ტირილი, ან თანაგრძნობის გამოხატვა. სასურველია ნაკლებად შეეხოთ ნეგატიურ ნოტებს და უფრო პოზიტიურზე გააკეთოთ აქცენტი.მხარდაჭერის ნაწილია წახალისება და შექება. არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის, მთავარია გულწრფელი კომპლიმენტი და აღტაცება. ყველა საუბარი უნდა დაასრულოთ ამაღელვებელ ნოტებზე, რათა მომავალში დაკავშირების სურვილი და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ.

ბავშვებთან ურთიერთობა დისტანციურად – ექსპერტები თვლიან, რომ ბავშვებთან ურთიერთობისას საჭიროა დავიცვათ გარკვეული წესები, რაც ხელს შეუწყობს მათთან ემოციური კავშირის შენარჩუნებას. მშობლის ამოცანაა მისცეს შვილს საშუალება გამოხატოს თავისი ემოციები. ამიტომ თუ ბავშვი გაბრაზებულია, ან ტირის, მიეცით ამის ამოთქმის უფლება.როგორი რთულიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ბავშვს ყოველთვის სჭირდება ყურადღება. თუ შესაძლებელია, ჰკითხეთ როგორ გაატარა დღე. პატარა ასაკის ბავშვებს უჭირთ ემოციის სიტყვიერად გადმოცემა. ამიტომ სთხოვეთ დაწეროს ან დახატოს რამე. სწორედ ამ ნახატებში გამოსახავს ის, თუ რა აწუხებს და რა ხდება მის ქვეცნობიერში.სიყვარულის გამოხატვის სტანდარტული სიტყვების პარალელურად, შეგიძლიათ შექმნათ და დაუხატოთ ცხოვრების გარკვეული სურათი, რომელიც ერთად ყოფნის შემდეგ იქნება. მაგალითად, მოუყევით როგორ წახვალთ გასართობ პარკში, როგორ ითამაშებთ ერთად, რომ აუცილებლად დაბრუნდებით. ეს წარმოდგენები დაეხმარება ბავშვს ტკივილის გადატანაში.

რჩევა რედაქციისგან: ზოგი თვლის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ზედმეტია სენტიმენტალურობა და სინაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ასე. სწორედ მოფერება ეხმარება ადამიანს გაძლიერდეს და მყარად იდგეს ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე. იმედი გვაქვს, არასოდეს გექნებათ რთული პერიოდი და არ დაგჭირდებათ ამ რჩევების გათვალისწინება. უბრალოდ იცოდეთ, რომ სიყვარული და მხარდაჭერა ადამიანებს ნებისმიერ მანძილზე დაეხმარება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს