ბოსტანმა მთელი ოჯახი რომ არჩინოს, რჩეულ ბოსტნეულს ვრგავ

339

ნებისმიერ დროს ოჯახის მარჩენალი ბოსტანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიაა. მისი დახმარებით წინაპრები შიმშილობის და უფულობის გადატანას ახერხებდნენ. დღეს თქვენ შეიძლება დაგეხმაროთ. Paparazzi გიამბობთ, რა დარგოთ ბოსტანში, რომ რთული პერიოდის გაძლება შეძლოთ.

რა დავრგოთ ბოსტანში – ეს მცენარე სხვა ბოსტნეულისგან განსხვავდება. პროდუქტების დეფიციტის შემთხვევაში თქვენს საფულეს, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გადაარძენს. საუბარია, მარცვლოვან ლობიოზე. რით არის კარგია? ლობიო მშრალი თესლის სახით გამოიყენება. თავისი სტრუქტურით კარგად ინახება. მაგალითად, ჰერმენტულ ქილაში პარკოსანი 30 (!) წლამდე კვებითი ღირებულების დაკარგვის გარეშე ძლებს.მისი გაზრდა საკმაოდ ადვილია. ბოსტნეულის კულტურა ნებისმიერ თავისუფალ ადგილას შეგიძლიათ დარგოთ. მაგალითად, ღობის გასწვრივ, ხეებს შორის, კარტოფილის და კომბოსტოს რიგებს შორის. გარდა ამისა, ლობიო მიწაში აბრუნებს აზოტს, რომელსაც სხვა ბოსტნეული ხარბად შთანთქავს. ამის წყალობით მათი მოსავალი შეიძლება ბევრად გაიზარდოს.თუ კვებით თვისებებზე ვსაუბრობთ, ლობიო მცენარეული ცილის ღირებული წყაროა. 100 გრამი ლობიო დაახლოებით 22 გრამ ცილას შეიცავს. ეს 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე დეფიციტურ წიწიბურასა და ნიგოზში.

ანტიკრიზისული ლობიო – ლობიო ხორცის სრული შემცვლელი შეიძლება იყოს. მისი მარცვლები B ვიტამინის, ალუმინის, კალიუმის და რკინის შემცველობით რეკორდსმენია. სწორედ ამიტომ, ბევრი გემრიელი და ნოყიერი კერძის მოსამზადებლად გამოგადგებათ.ლობიოს შენახვაში ერთ–ერთი პრობლემა ლობიოს ხოჭოა. ალბათ, მისი საქმიანობის კვალი არაერთხელ გიპოვიათ. მავნე ხოჭო შეგროვებულ თესლში იმალება. შენახვის დროს გარეთ გამოდის, ლობიოში ნახვრეტს ტოვებს და გადარჩენილ მარცვლებს აზიანებს. უბედურებისგან თავდასაცავად მთელი რიგი მოქმედება უნდა შეასრულოთ. პირველ რიგში, შეგროვებული მარცვლეული წყალში ჩადეთ. მავნებლებით დაზიანებული მარცვლები მსუბუქია და ზედაპირზე ამოვა. ისინი მოაშორეთ. მეორეც, ლობიო მზეზე კარგად გააშრეთ. მესამეც, დამატებითი უსაფრთხოებისთვის 2 კვირა მაცივარში გააჩერეთ. ასეთი მოქმედების მიზეზი ისაა, რომ ლობიოს ხოჭოს სითბო ძალიან უყვარს. 0-2 გრადუს ყინვაში 15 დღეში იღუპება. 4 გრადუსზე – 10 დღეში, ხოლო 15 გრადუსზე – 1-2 დღეში. ლობიო ჰერმენტულ ქილაში ჩაყარეთ და თითოეულს 1 ტოტი კამა და რამდენიმე კბილი ნიორი დაუმატეთ.

გთავაზობთ შემდეგ გეგმას: ბევრი ლობიო დარგეთ. მისი შერწყმა სჯობს მარცვლეულთან: ბრინჯი, ქერი ან ნებისმიერი სხვა. მართალია, ასეთი მეზობლობა ცოტა უცნაურად გვეჩვენება, მაგრამ სასარგებლო და ძალიან მკვებავია. აი, პორტუგალიურ, თურქულ და ბრაზილიურ სამზარეულოში ყველგან გამოიყენება. შედეგად, სრულფასოვან კვებას მიიღებთ და სხვა პროდუქტების დეფიციტის პირობებში დიდხანს გაძლებთ. პრობლემებს შეიარაღებული შეხვდით. ამაში ბოსტანი დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს