საკუთარი ბაღი არ მაქვს, მაგრამ მარწყვს ვედროებით ვკრეფ. გაჩვენებთ, რა მოვიფიქრე

28507

დარწმუნებული ვარ, მარწყვი ყველას უყვარს. მისი გაზრდა მარტივი არაა. თან ბევრი ადგილი სჭირდება, რაც გადაუჭრელი პრობლემაა მათთვის, ვისაც ბაღი არ აქვს ან ნაკვეთი სხვა მცენარეებით გავსებულია. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაზარდოთ მარწყვი სახლში, როცა ადგილი საერთოდ არ გაქვთ.

როგორ გავზარდოთ მარწყვი სახლში – პირდაპირ გეტყვით, როგორ იპოვოთ ადგილი საყვარელი კენკრისთვის. მარწყვის გასაზრდელად წყლის ბოთლის ნახევარს გამოვიყენებთ. უბრალო 5-7 ლიტრიანი ბოთლი გამოგადგებათ. ცხელი დანით ორ ნაწილად ფრთხილად გაჭერით. 5 ბოთლიდან 10 ქოთანი გამოვა, რომელიც ჭერზე ან კავებზე უნდა ჩამოკიდოთ. შეგიძლიათ გრძელი დაფა ჭერზე ჩამოკიდოთ ან ბაღში ჩარჩო გააკეთოთ. ხრახნები ან ლურსმნები დააჭედეთ. ბოთლების ნახევრებზე ნახვრეტები გააკეთეთ და თოკი ისე მიამაგრეთ, რომ კავზე ან ლურსმანზე მარტივად ჩამოკიდოთ. თითოეული ბოთლის ძირი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. ამისთვის შეგიძლიათ სარჩილავი გამოიყენოთ. ქოთნები დაკიდეთ და ბოლომდე მიწით გაავსეთ. ასე გააჩერეთ, სანამ მარწყვის ყლორტებს მოამზადებთ.

როგორ მივიღოთ ყლორტები ნერგებისთვის – კარგი ყლორტები რომ მიიღოთ, რომელიც დაკიდულ ბაღში სწრაფად გაფესვიანდება, 1 ზრდასრული დედა მცენარე მაინც გჭირდებათ. ასეთი მცენარის ულვაში მიწით სავსე სპეციალურად მომზადებულ ტომარაში მოათავსეთ. პლასტმასის ტომრის პატარა ნაჭერი ან სქელი ფირი აიღეთ, ცოტა მიწა ჩაყარეთ და შუაში ბანანის რგოლი ქერქიანად მოათავსეთ. პირდაპირ ამ ბანანზე დედა ბუჩქის ულვაში რამდენიმე წამონაზარდით მოათავსეთ. თოკით ფრთხილად შეკარით და დააფიქსირეთ. დედა ბუჩქიდან ულვაშის მოჭრა საჭირო არაა. 15 დღე დაელოდეთ. შემდეგ მთავარი ბუჩქიდან ულვაში მოჭერით და ფირი გახსენით. ნახავთ, რომ ულვაშმა ბევრი წვრილი ფესვი გამოიღო. ზოგიერთი ყლორტი აყვავილებასაც მოასწრებს.

თითოეული ყლორტი თითო ქოთანში ჩარგეთ. სასურველია, რომ ტოტები ყვავილებიანად მოაშოროთ და ნერგზე არ დატოვოთ. ღრმად არ დარგოთ. შემდეგ პულვერიზატორით კარგად დანამეთ. ბუჩქის გარშემო მიწაც დანამეთ. 2,5 თვეში აყვავებულ სქელ ბუჩქს დაინახავთ. კიდევ ერთ თვეში უხვი მოსავლის აღებას შეძლებთ. ვერ დაიჯერებთ, რამდენი კენკრის მიღება შეიძლება მხოლოდ 10 ბუჩქიდან!

დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილ მებოსტნეებს მარწყვის გასაზრდელად კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ ზრდით კენკრას და რას ურჩევთ მათ, ვისაც გასაზრდელად პატარა ნაკვეთი აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რჩევებით გემრიელი მარწყვის გაზრდას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს