ოქროს შუალედი: რამდენი წყალი სჭირდება კიტრს, პომიდორს და წიწაკას

1967

დამწყებმა მებაღემაც იცის, რომ უწყლოდ მცენარე ვერ გადარჩება. ყველამ იცის, რა სიხშირით და რამდენად უხვად უნდა მორწყას ესა თუ ის კულტურა? სავარაუდოდ, არა. ხშირად ალალბედზე მოქმედებენ, მხოლოდ ინტუიციას ენდობიან. ეს ყოველთვის კარგ შედეგს არ იძლევა. Paparazzi გიამბობთ, როგორ უნდა მორწყათ ბოსტნეული სწორად. წყლის დეფიციტის შემთხვევაში სერიოზული მოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ. ჭარბი მორწყვით მიწა დაზიანდება და მავნებლები გაჩნდება.რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ წყალი ალალბედზე დაასხათ. პასუხისმგებელ მეაგარაკეს ასეთი მიდგომა არ გამოადგება. თითოეულ კულტურას სითხის კონკრეტული მოცულობა სჭირდება. რიცხვები საიდუმლო არაა. სპეციალისტებმა ამის შესახებ კარგად იციან და შეგიძლიათ დაიმახსოვროთ.

  1. კიტრი. მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე, სადაც კიტრი იზრდება, ზუსტად 20-30 ლ წყალი დაგჭირდებათ. ყვავილობამდე 7-10 დღეში ერთხელ მორწყეთ. ყვავილობის შემდეგ კვირაში 2–ჯერ მაინც. ცხელ ამინდში საერთოდ ყოველდღე მორწყეთ.
  2. პომიდორი. თუ ვსაუბრობთ ყოველ კვადრატულ მეტრ მიწაზე, სადაც პომიდორი იზრდება, დაახლოებით 30 ლ წყალი დაგჭირდებათ. გირჩევთ, დილით მორწყათ. 7-10 დღეში ერთხელ მორწყვა საკმარისია.
  3. ბულგარული წიწაკა. მიწის ყოველი კვადრატული მეტრი, სადაც ბულგარული წიწაკა იზრდება, 15-30 ლ წყლით მორწყეთ. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. თუმცა თუ ბოსტნეულს უფრო იშვიათად (8-10 დღეში ერთხელ) მორწყავთ, მოსავალზე ცუდად არ აისახება.
  4. ძირნაყოფი და სხვა. თუ ნაკვეთზე დარგეთ სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი, ყოველი კვადრატული მეტრი მიწა ყოველ 10 დღეში ერთხელ, 30 ლ წყლით მორწყეთ. ბადრიჯანი უფრო ხშირად, ყოველ 7 დღეში მორწყეთ.

რა თქმა უნდა, თუ ხშირად წვიმს, უფრო იშვიათად შეგიძლიათ მორწყათ. ზოგიერთი მეაგარაკე პირობითად კარტოფილის მორწყვაზე საერთოდ უარს ამბობს. თუ პატარა ნაკვეთი გაქვთ და კარგი მოსავლის მიღება გსურთ, ყველა წესით მორწყვა სცადეთ. შედეგი გაგაოცებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს